სიმონ ჩიქოვანი
|
|
verikolataria | Дата: სამ, 13.03.2012, 00:58 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| თვრამეტი წელი.. და დასრულდა ბავშვის ასაკი ტანი ყვავილი,დახატული თითქოს გოგენის, მე,როგორც ქისას ,დავატარებ გრძნობას გასაკვირს და არვინ იცის,რა ფიქრი და ეშხი მომელის.
მსურს მოვიდე და სიყვარულით მოგეალერსო, ეგებ ამ გრძნობას სიჩუმეში შენაც მოელი.. მაგრამ რა გიყო,შენ მძიმე ხარ ჩემი ლექსივით და და ამავე დროს ტაიტივით მიუწვდომელი...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.08.2012, 23:27 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ც ი რ ა
ვერიკო ანჯაფარიძეს
ბადე ბაიდებს, ბუდე ბაიდებს, ცირა მუხლებზე გულფილტვს დაიდებს,
აიდა-ბაიდებს, აიდო ბაიდებს, ცირა ციბა, ცირა წარბი, ცირა წაბლი, წარბენილი. ცაკუთხური, ცაკუთხედი, ხიდბოგირი. ოდელიოდო ბუდე, ოდელიოდო ცა, მდინარის პირას ცხენების მოცდა. ცირა შინდი, შორს ბაიდით გადაფრინდი. უდე ბუდე, უდევს ბადე და ბაიდებს ობადები აბადია. გადაფრინდნენ, გადმოფრინდენ, ფრინველები უბინადრო. ოდელიოდო უმბო ბუდე, ოდელიოდო უკიბედრო ხიდბოგირზე ცირა ციბას, ობობებით შეევედრე. უბინადრო უძარიდრო ძარბაიდებს ცისადგამი ცურავს ზღვაში ცამებული გემებს მოაქვს იალქარზე ცაბოკონი, ტყეს დატვირთავს წამებული ოდელიოდო ცა, უდე ბუდე, უდევს ბადე ობობამდე. ფუტი ბუხრის წარბებს მოხრის, ცირა გულით გამოცრილი გამოცირა გამოხიდი ცისბოკონებს გამოხედე. ოდელიოდო თუთა თუთა, დო ცაფარი ნშოგამო და ცაბარი. ცირა გათხელდა, როგორც ჩაფარა. ცირა ციბა, ტორი ტანზე და ფაფარი. შარა წარბი წარბენილი, გამოგული წამოშლილო გამოფიტა გამოგული შორს ბაიდებს, რომ მიყევხარ გაბუტული. გამოგული მზით მდინარე, დამშრალი და გამარგლილი. გამოგული მოთუთო და უმბო ბბა, ბადე ბუდე, მდინარე ბაიდებს. ცირა შინდი, ობობებზე გადაფრინდი, უდე ბუდე, უდევს ბადე და ბაიდებს ობადები აბადია..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.08.2012, 23:28 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედაჩემი
მშობელი ჩემი მომკვდარა ადრე,
თურმე ყოფილა მწუხრივით ჩუმი.
შრომელი, ტურფა, შემკული აგრე,
ოქროსთმიანი და აბრეშუმი.
აკვნის მახლობლად ჩამქრელა დედა
არ მოღწეულა ხატება მისი,
როგორ შევიძლო, ვიხილო ნეტავ,
შევიქმენ მხოლოდ შეხვედრის ღირსი!
ედავ, ხატება არ დაგრჩა არსად,
ჭაში ვიცქირო, დამჩემდა სენი.
შენ ხომ იდექი გვიმიან ჭასთან,
ეგებ შიგ ჩარჩა სახება შენი.
ან იქნება შენი ოქროს თმა არი
კოლხურ კერაზე ამდგარი ალი
ეგებ ვაზია შენი ქამარი,
ხეს რომ ეხვევა ცოცხალი კვამლი!
როგორ შეგიცნო,თუ გნახე სადმე!
მოდი, გვალვაში მიგრილი რტოთი,
მე უკუღმართი განგება დავგმე,
რტო დამირხიე, ჩამიქრე შფოთი.
როგორც სკაშია ზუზუნი ფუტკრის _
შენი ხმები მყავს გულის ბუდეში.
არ დამეკარგოს _ სათუთად ვუვლი,
არ გამიფრინდეს ჩემი ნუგეში!.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.08.2012, 23:29 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვინა სთქვა...
ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები-შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში,
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ჩემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 15.08.2012, 21:00 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქართველი დედა
ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას, მოკაზმული ხმლით და მუზარადით. ქართლის დროშა დაულოცა მხედართ, როს დაგვესხა მტერი მუხანათი.
შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში, ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა. ამშვენებდათ საქართველოს ეშხი, თვითეულმა ხმალი გააცოფა.
ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა... დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა, მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა, მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.
დასძახოდა: არ შეირყეს ტარი, საქართველოს ძუძუს გაწოვებდით. მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! – ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.
დასძახოდა, თმები განიძარცვა, თავდადებით აქეზებდა მხედართ, ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა, დაუხრელად დაუბრუნდა დედას.
არ ცივდება დედის ხმა და სისხლი, ქართლის ნისლით სახე დაებანა, მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი, მისი თმები წვიმას დაემგვანა.
ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს ანთებული დედა ქეთევანი. არკინებდა მამულისთვის მაშვრალს, ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.
წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის. გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს: – მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! – ქარში რეკავს საქართველოს დედა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:53 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინდისს ვფიცავარ,ვკურნავდი იარებს. მიყვარდი,როგორც ზღვა ალბატროსს. მე შენთან შორიშორს ვიარე და ახლოს არ მოველ არასდროს. შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა, ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს. მე ცუდი არა ვარ,იცოდეს ზეცამაც, თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს. ეს გული ხომ შენსკენ ქარივით ილტვოდა, არ მსურდა სიწმინდის შელახვაც. მე შენი ტრფიალიც მინდოდა და შენი ბავშვობის შენახვაც.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 28.02.2014, 23:52 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სვანეთში მივდივარ, მთებში და... მიყვარხარ, ვინ იცის, რარიგად... ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. გამორბის მდინარე ბღავილით, ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე. ფერდობზე წერწეტა ყვავილი მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე. იმ ხევში მკივანა შურთხია. მომწყინდა ბილიკზე წანწალი. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი. სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე, მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად... ეგების ლატფარზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი. მივდივარ, გზა მხვდება ახალი. სვანეთში ბევრია მწვერვალი და შენ ხარ ყველაზე მაღალი...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.06.2014, 11:29 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ს. ჩიქოვანი
სხვისი კიბე შენი ბინის ჭერია. ფერს იძენდა უფერული წლები, ბუთხუზა ბავშვს ბუსტი ეპყრა ჭრელი, ფეტვს კენკავდნენ სულში წიწილები.
აწრიალდა კაფანდრა ტანი, ბნელ სარდაფში ჩაიწვიე მთები, ჩურჩულებენ: მოდის ფიროსმანი! და მეზურნეს უსკდებოდა ყბები. ზვინი თივის და სრიალი ტივის შენიშნე და შეეჯახე უფალს. ქართულ სუფრის ამგვანებდი თბილისს და შენც ჰგავდი ამწვანებულ სუფრას. თვალს კვებავდა ეს უფულო ხვავი, არტალის თუ ცხვირის ნახარში ხვლიპე, აგეკიდა საღებავი და დაგენგრა თავზე სხივის კიბე. ვინ დაადო შენს ნაფიქრალს ნიხრი კიტრის ფასი, კერძის ფასი, მცირე?! შენ ცხოვრებამ ჩაგაყოლა წიხლი და სარდაფში თითქოს ჩაიძირე.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.06.2014, 11:29 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,ფიროსმანის ღამეები’’
და გიხილე, ღამეს ხევდი ფუნჯითა ვარდებს თესდი მარგარიტას სახლში მთის მიხვეულ და მოგრეხილ ქუჩით შინ მიქონდა მუშამბა და ხასი მეეზოვე კარს რაზავდა კეტით, რად ეტრფიო ,,ორთაჭალის ტურფას.” მთელი ღამე შენ დაჰქროდი ეტლით ან ხატავდა საქართველოს სუფრას.
ჩაუვლიდა მოხატულ აივნებს, თან ფიქრობდა, მარგარიტას სძინავს; უყვარდა და ყიდულობდა ყვავილებს და ავსებდა ყვევილებით ბინას. არ ლოთობდა მედუდუკის ჯინაზე, არ უნდოდა ღვინის სმა და სუფრა. მარგარიტას ფერმიხდილი სინაზე. თეთრ ტილოზე ორჯერ გადიქუფრა. ამ უბანში დადიოდი კენტად კაფანდარა, მოქეიფე, არიფი მარგარიტამ როგორ გაგიმეტა და ქუჩებში გაწანწალა ღარიბი. ეგებ ცდები და წაღვერში გალობს, მიუმატა უცხო სუფრას მარილი ამ უეცრად სადმე სამკურნალოდ წაიყვანეს ავადმყოფი ყვავილი.’
|
|
|
|