თეკლე ბატონიშვილი
|
|
nukria | Дата: ხუთ, 22.03.2012, 03:12 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თანმხლები რად მინდა, მარტო გავუყვები, ელვას გავიყოლებ მხოლოდ მთავ მაღალო, სიტყვას ჰორიზონტზე ტყვიად ჩავუდგები, ამოვატრიალო მინდა ეს სამყარო.
ზღვაში,სხივჩამქრალი მზე რომ იმალება, მოვხადო ჩადრი და შენს ირგვლივ ვატარო, სავსეა ქვესკნელი დარდის ფიალებად, დავცალო, ეს ბოღმა როგორმე დავცალო. ვუთხრა,თუ რამდენჯერ შიშისგან დაზაფრულ სევდას,რუხყვითელა ფიფქებში ვეშლები, და თუკი ეს სიტყვა მოიყვანს გაზაფხულს, დამსაჯეთ, კოცონზე შიშველი ლექსებით.
გადაწვით,გადაწვით მდუმარე ქალაქი, ამ დილით, რომ მოჰყვა სიცრუეს მაყარში, დატენეთ, დამბაჩა ჩვეული ღალატით, ესროლეთ, ქვადქცეულ ქუჩას ნატყვიარში. ანანეთ, რამდენჯერ ვიტირეთ უცრემლოდ, რუხი სივრცეები ვძერწეთ აჩრდილებად, უთხარით,რამდენჯერ მოვიდა უჩვენოდ მარტი გაზაფხულის უხმო გაწბილებად.
ბილიკზე, ბარდაში მაყვალი ბრიალებს, უნდა, რომ გიშერი ჩემს თმაზე დაცალოს, ამოვატრიალებ ამოვატრიალებ ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროს!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:15 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წამო რა, წვიმაში გავიაროთ, ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს. გუშინ წვრილთვალება კაცუნებმა ჩემი საგანძური ამოთხარეს, ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს. იცი რამდენი რამ შეიცვალა ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ, დილაც "დაბოლილი" შეიშალა, ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა. წამო, აღარ ვითხოვ მოწყალებას ყალბი სინანულის ნარჩენისთვის, წვიმას გაზაფხული დაუტბორავს მარტის უკანონოდ გაჩენისთვის. წამო რა, წვიმაში გავიაროთ, ქალაქს სევდის ტბები გასჩენია, ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:16 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ბავშვობის ნახატებშიც ასე თოვდა უმისამართოდ ტრიალებდნენ ფანტელები და ეხვეოდა სიჩუმეში ნაცნობი ქუჩა. ისრუტავდა ქალაქის ხმაურს თოვლის სითეთრე, გაუცხოება, და სადღაც იქით სხვა მხარეში წკარუნობდნენ ზანზალაკები. ნაფეხურები მისერავდნენ ნახატზე დუმილს და კვალს ავლებდნენ მახსენებდნენ ოთახის სითბოს, ღუმელში ცეცხლს და ზედშემოდგმულ ჩაიდნის ფშვინვას.. კედლებზე ცახცახს, ალის ცეკვას და შეშის ტკაცუნს. ასე ბარდნიდა ბავშვობაშიც და დამდევდა უცხო აჩრდილი. თოვლი მიყვარდა, რადგან მასაც ცალი ფეხი სხვა მხარეს ედგა. თან აქ იყო, თან სადღაც იქით, შორს დაქროდა მისი სითეთრე უცხო იყო ამ ქვეყნისათვის ართობდა კიდეც სიუცხოვე ამ ქვეყნის სტუმარს. მეც სტუმარი ვარ, როცა ვცდილობ გაგიხსენო დავიწყებული. სადღაც ნანახი, გადაშლილი, გადაფურცლული. უდაბურებას ჩაამშვიდებს ძაღლების ყეფა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:16 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან, ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი, მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან... ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ, ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე, ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე... რაღა დროს მარტია? ვნებას არ ვეურჩოთ, ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით, გახსოვს? ბავშვობაში, შენი სახელებით გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს, გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია, ზეწარმოხვეული მარზე დამეყრდნობი, მეტყვი: "მაისია, რაღა დროს მარტია?"
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:16 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -არაყი? -ლუდი. -ერთი? -ერთი. -ინებეთ. -გმადლობთ. ვჯდები კუთხეში. გარეთ წვიმს. გნატრობ
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:17 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ 100 ფინჯან ყავას მზე რომ ჩავა ვეჭვობ,მგონი კითხულობთ მარკესს დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს. არ ამხელთ,მაგრამ ალბათ გჯერათ მაღალი მოდის. განიცდით როცა ყვავილებით არავინ მოდის. თქვენ გეყვარებათ სიგარეტი კაფე და პროზა. რასაც დაარქვით პოეზია, უფროა პროზა. თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს, ლოცულობთ გახდეთ, და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან, დაიჩურჩულებთ ღმერთი არს ჩვენთან. მთავარი კიდევ... ო,არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ?! ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ. რადგან არ გიცნობთ!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:18 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ა ვა შენე პირამიდა დიდზე დიდი პირამიდა. ახლა ვეღარ გამოვდივარ პირამიდის სპირალიდან. რად მინდოდა პირამიდა, დიდზე დიდი პირამიდა, შუა კედელს ვეჯახები, მე კი განაპირა მინდა. მზეო, დედამიწასავით გაანათე პირამიდა, გზა მასწავლე, შენთან მოვალ დიდი შესაწირავითა. ვისაც უნდა იმას ჰქონდეს დიდზე დიდი პირამიდა, - აღარ მინდა უკვდავება, - აღარც პირამიდა მინდა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:19 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თავისუფლება..
მელნისფერ კაბას ვიცვამ და მივდივარ სადღაც..
შენ მეკითხები: საით? მე: არ ვიცი,რაღაც დამრჩა, შენ: არა რა დაგრჩა მაინც? მე: წარსულში ფიქრის დასტა, სადღაც ცარიელ ბაღში ლითონის ღილი ამწყდა.
შენ: თარეშობს ცივი ქარი, გამოიცვალე კაბა, მე: ფიქრია ქარნაკრავი ქალივით თვალებს ნაბავს.
ჩემი ნაბიჯი ჩქარი მტვრის ორნამენტებს ხატავს, მაინც წავედი,მაინც გზად ჩვენს ფოტოებს ვფანტავ.
ცარიელ ბაღში გამვლელს ვჩუქნი მელნისფერ კაბას.
.
ასე არ მიყვარს არავინ, არავინ
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:19 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პოეტი არა ხარ?!
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ, გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი, დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.
რა მოხდა? ცრემლები.. დაწერე? დავწერე. გიკითხავ. შენ მისმენ, სათქმელი გავწელე..
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს, ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან, ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ, შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე, მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა, პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე, უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 03:19 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * *
ქალაქს რძისფერი ნისლი დაედო.. მტვრიან ქუჩებში სუნთქვა გაძნელდა, სულმა სხეული ფიქრად გახედნა და..სიზმრი ტალღებს ჩუმად გახედა.
მირაჟმა, დრამის ნაღები მოხსნა ილუზიაში ჩაძირულ სევდას, პირი მოუხსნა უხილავ ფოსტას შენს სასთუმალთან,ვარსკვლავს რომ კრეფდა.
იგრძენი კარგო..ნისლია მთაში.. დათრთვილულ მოლზე ოცნება ფეთქავს, ზღაპრების ქარში იწყება ვალსი, იწყება ვალსი სიზმარში შენთან.
და ჯანღი,გრძელი შიფონის კაშნით შენს შორიახლო გამიშლის ზეწარს, წვიმის მძივებით პასეანსს გავშლი, ღიმილს მოვპარავ უბიწო ზეცას.
და კვლავ...ქალაქში ,ნისლად დაედო ამ მტვრიან ქუჩებს,ეს ფშვინვა ბავშვის, მე...ნაფეხურებს უჩუმრად წავშლი, ხელს...ჩაგკიდებ და წაგიყვან მთაში.
იგრძენი კარგო,ნისლია მთაში.. და დათოვლილი მწვერვალი ქედთან, არ გაიღვიძო!იწყება ვალსი, იწყება ვალსი სიზმარში შენთან.
|
|
|
|