ზვიად გამსახურდია
|
|
nukria | Дата: პარ, 13.04.2012, 17:42 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ღამე დააბოტებს დაუსჯელ მკვლელივით, ციხის გალავანი საფარად იფარა, შენ ჩუმი კანკალით გარიჟრაჟს მოელი, როგორც ნამკვდრევის სულს სვავი უტიფარი.
და ყოველი წუთი, ვით ბასრი ბებუთი გისერავს გულღვიძლს და გიშფოთებს სულს, ითვლი მოჩვენებებს მუნჯი გაშმაგებით, რისხავ ბედისწერას და ღამეს კრულს.
ისმის დერეფანში სიკვდილის ნაბიჯი, ახლოა კედელი, ნაპრალი ვიწრო, ვაჰ, თუ ბედისწერამ აგიგდო აბუჩად, და სულთამხუთავმა ზედ კართან მოგისწრო.
საცაა წაგისწრებს ცისკარი თარსი, დღე, ვით მებადრაგე, წაგიჭერს არტახებს, მაშინ არ გიტირებს არავინ მკვდარსაც კი და შენს გვამს ჩაიკრავს სანაგვე პარტახი.
შენ ძრწოლვით სინჯავს იმედის ჩახმახს, ხრიალებს ღამე, ვით მომაკვდავი, ბინდი ჩახვევია სახრჩობელას ახმახს და ბილწ მოლოდინში ნერწყვს ყლაპავს ყვავი.
აჰა, გადაცოცდი, საცაა ინათებს, დილას გაუშლია ბურუსის თმები, ორმო გიმკითხავა მკითხავმა წინათვე და მაინც იმედით წინასწარ თბები.
გადადგი ნაბიჯი და მუხლი გებმება, თითქოს უარგყოფსო ქვეყანა ვრცელი. შენს ირგვლივ ასტეხეს დგრიალი ჩექმებმა და კვლავ დაგეწია სიკვდილის ცელი.
გათავდა ყოველი... გაგწირა აისმა, შავად აღმართულა ციხის ყრუ ღობე, იცინის ცხაური და მალე მოისმენ სიკვდილის უკანასკნელ ცნობებს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.04.2012, 17:42 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დამარცხებაში არის სიმაღლე, რაღაც მეფური და საოცრება! დამარცხებაში არის სინათლე, რაღაც ღვთიური და სასოება!
და ვერიდები გამარჯვებულებს, - გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?! მე ვეფერები დამარცხებულებს, - დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.04.2012, 16:17 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით. ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს – უცნაური რამეა, ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა; დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა, იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე, ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?! ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი, ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა – რამდენი. ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა, ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია – დაცემა! მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი – ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება. ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს? ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი – იმედებს. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს, ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს: თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა, ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა. შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს, ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს, რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი – უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:47 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა, გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა. ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 23:49 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქვაბავაზაკი
ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი, ეკლესიისას აფერხებს წინსვლას, სარწმუნოების მტერია ახლის*. შენიღბულია წმინდა სამოსით, როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი, მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი, არის მზაკვარი, დამტაცებელი. იგი მამონას სახელით გნათლავს და ბელზებელის სახელით გლოცავს, ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს, ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს. ამასხარავებს, ამოკლებს წესებს ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით, მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ, მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით. აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში, რათა დოსიე შეავსოს შავი, ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში, რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი. ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით, შავი დღისათვის იძენს ქონებას, ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით, დააკარგვინებს თავს და გონებას. შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი, ლესბოსელნი და მამათმავალნი, ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი, გესლიანნი და ენამრავალნი. ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა, მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად. ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ, რათა დაამხოს ღვთის ეკლესია, მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს და დაავიწყოს ღმერთი მესია. წარწყმედილია სოდომის ცოდვით, ის არ იხილავს ზეცას აროდეს, მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*, მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.05.2012, 17:56 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წმინდაო გიორგი
წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო, ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია დიდების უფალი მართალთა მწედ არი წმინდაო რაინდო გველი არ დინდო მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 18:08 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულები სანთლებად ანთია, ციალებს აღსავლის კარი, დიდების შემმოსველ განთიადს გვაუწყებს სიონის ზარი.
მეუფევ, ეგ საკურთხეველი სულეთის კარია ზენა იესო ცად დაუტევნელი სამოთხის სხივთა ფენა.
ომფორი ღამეთა მთეველი, ალთა აალება მზარდი, იესო - ცხოვნეთის მკმეველი, მარიამ - სამოთხის ვარდი,
შვიდთა ანგელოსთა კრებული სხივ-შარავანდედთა მფენი სულთა ცისარტყელა ქებული მეუფევ, ფიქრია შენი.
სვეტი ხარ, ცით ჩამოშვებული, ვარკვლავთა გვირგვინით მშვენი, წმინდა ხე გაბაონს ხებული, მეუფევ, ჯვარია შენი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 18:18 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტირიფი ისევ შემომტირის რაღაცას უთქმელს. მუხის ფოთლები ფოთოლცვენას მოგვაგონებენ. ვაზი კი წვიმის წვეთებივით დაგაყრის ნაყოფს და გაგრძნობინებს მიშველეო, გადამარჩინე. ვიღაცას ელის, ელის ისევ დაუსრულებლად, თითქოს ის ვიღაც საუკუნეებს მოჰყვება უკან, წყვდიად ღამეში სანთელია მასზე ოცნება, წმინდა გიორგის ნათელია ჩვენი ცხოვრება. ერთი იმედი დაგვრჩენია ქართველებს კიდევ: ლახვარი ჰკარი ბოროტებას, გადაგვარჩინე!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:34 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაცემული მუზა
მუზამ აიღო ქრთამი, გასწირა ოქროს ვერძი, სხვას მიეკედლა მუზა, გახდა ღორების მწყემსი, მისწყდა მის ფრთათა ჩქამი, გახდა პოეტი თერძის მტრის კართან აიტუზა. მაქო, ძაფი და ნემსი,
მუზამ იყარა ქოში გადაივიწყა გედი, კალთები აიკეცა, გახდა ბატების ძიძა, ვაჭარ პოეტთა ბრბოში ირჩია ხარჭის ბედი, ცქრიალებს მატრაკვეცა. ტრფიალი დაამიწა,
მუზამ გაუგე გემო ო, აღარ გალობს ქნარზე პატივს, ხალათს და ჩინსა: მზიურ ოცნების ნავში, "ნურც გამიხსენებ ჩემო, მუზა მიადგა კარზე დიდებულთ თვალთ ჩინსა'', ვაჭარ პოეტთა კავშირს,
მითხრა და უცებ გაქრა, მათ კი ქვესკნელის ურჩხულს არც უდარდია ჩემზე, მუზა მიჰგვარეს ხასად, მუზა გამხდარა აფრა უსმენს ღვთაებრივ ჩურჩულს დიდ სავდოგართა გემზე. ქვეწარმავალი ნასად.
გადაივიწყა ცრემლოთ დავჯექ და ცრემლი ვღვარე რარიგ თუთქავდა გულებს, ვჭამე პეშვებით მიწა, მუზა გამხდარა გრდემლი, თავს მედგა შავი მთვარე ზედ სჭედენ ვერცხლის ფულებს, და... უცებ გამეღვიძა
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 03.11.2012, 19:27 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოგონება
სულო, გითხარი რომ არაო იშალნენ წამწამთა ქოხები, შენ ცისარტყელავ და მარაო, ცად რომ დამიფინე ნოხები,
რად არ მოაპკურე ცვარები გლოვიან უდაბნოს გველისას სულში კვლავ რად მოიპარები, არ სცნობ უარებას სთველისას,
მაცდურო სიცოცხლევ, გამეცა, გველო, ანგელოსურ თვალებით, დღითაც შენ გიგონებ, ღამეცა, მძულხარ და თან მევალალები!
|
|
|
|