ბარამ გურჯი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ბარამ გურჯი
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 14:36 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

იანვრის დილა... აიღე ქუდი
აიღე პალტო.. და ჩქარა - გარეთ!
არ შეყოყმანდე არცერთი წუთი
დაუფიქრებლად წაყევი ქარებს.

გადადე საქმეც, გადადე წიგნიც
და აღიარე, რაც ყველამ იცის,
რაც ჩუმად ცხოვრობს შენში, შენს შიგნით,
რითაც ამდენი ხანია იწვი.

იანვრის დილა... დე, დაგრჩეს ქუდი,
დე, დაგრჩეს პალტოც... და ჩქარა გარეთ!
ხანდახან წუთი სიცოცხლეს უდრის -
დაუფიქრებლად წაყევი ქარებს...

 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 19:27 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

აღარაფერი აღარ მითხრა, ვიცი რას მეტყვი –
რომ ისევ გსურვარ, ისევ გიყვარვარ და ისევ მეტრფი,
ეს შენ მინდიხარ ნისლიანი თვალებით და გულის ფეთებით,
ასე სრულდება ყველაფერი ფერებ–ფერებით...
მე ისევ შენი გულის ფეთქვა მესმის უშენოდ,
ისევ იმედის მძივებს ვაბამ ჩუმად, უენოდ,
მითხარი ბარემ – მიგატოვე, არ დავბრუნდები,
თან მიმაქვს ყველა დღე და ღამე გადაბმულები...
ხარკსაც კი ვიხდი, ყულფსაც კი ვნასკვავ,
და საცოდავად გეკითხები – ხომ დაბრუნდები?!
შენ ხმას არ იღებ, თვალს თვალში მიყრი, ყულფს თავზე მაცმევ...
ვკანკალებ, გული გამიჩერდა, გამისკდა მიწა, მითხარი ბარემ –
ბევრი მზიანი დღეს იკაშკაშებს – შენთვის უმზეოდ,
თუ ბედნიერი გინდა იყო, სულ იმეორე, რა ვქნა უშენოდ?
მე დაგივიწყებ, შენ სულ გახსოვდე,
მე დაგივიწყებ, შენ სულ მელოდე,
ეს ღირსეული, უცრემლო გლოვა მე შენ გასწავლე,
ველოდი ტირილს, ველოდი ცრემლებს,
და ზუსტად მივხვდი – უფრო მიყვარხარ!
განა ცოტაა? ამდენი რამ გაგინაწილე...
ბოლო წუთამდე, ამოსუნთქვამდე გავუძელ ლოდინს,
მართლა მიყვარხარ... შეიძლება არ გჯერა შენ ჩემი ბოდვის...
გინდა ვიყვირო? – შენი სურნელი ასდის ისევ ჩვენს ლოგინს...
დაიმახსოვრე, მიყვარხარ და ამიტომ გტოვებ,
არ შემიძლია გადაგორება ამხელა ლოდის...
გამიშვი... გტოვებ... უღმერთოდ ვცრუობ...
ჰა, ჩემი გული, დაიტოვე... კიდევ რამდენი ზღაპარი მოვყვე...
მივდივარ შენგან...
მივდივარ შენგან...
ნეტავი მოვკვდე...
 
nukriaДата: პარ, 03.08.2012, 23:23 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარი
• • •

ვიღაცა მოდის (ოთახში ბნელა),
ფრთხილად აწვება კარის სახელურს.
ჩემთვის ნაცნობი სურნელი კრთება
და უხმოდ ვუცქერ სტუმარს ღამეულს.

( - ვიცი, ეს შენ ხარ…)

მე ბავშვობაში დაგკარგე თითქოს,
დღეს კვლავ გიპოვე ისევ თავიდან...
და გონებაში აღდგენას ვცდილობ
წლების წინ ნანახ ლამაზ სახისას.

( - ვიცი, ეს შენ ხარ…)

აი, მოხვედი... მხოლოდ იმისთვის,
რომ არასოდეს გაგიშვა ჩემგან
და დავრჩეთ ასე - ტუჩზე ღიმილით -
სიყვარულისთვის უჭკნობ ლეგენდად.
 
nukriaДата: ორ, 20.08.2012, 14:53 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

უნდა მცოდნოდა, დარდად მექნება,
ფიქრი თუ გულ–გვამს დამიკორტნიდა,
რად ვერ იკმარა სულმა ლექსები,
შენს თვალებს რატომ წაეპოტინა?!

უნდა მცოდნოდა... თუმც გული შენი
ვიცოდი, ლექსებს ვერ იკარებდა,
მე ისევ წავალ... და თავს ვუშველი...
ეს – წუთით შევდექ ხსოვნის კარებთან!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость