ნოდარ დუმბაძე
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.04.2012, 23:15 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| " ბეთჰოვენი."
ყოველ საღამოს როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავმუნჯდები, ბეთჰოვენია... ის მოჰყავს ჩემთან უცნობ გოგოს უცხო ალერსით, მოჰყავს რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.03.2014, 03:05 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და ასე წვიმდა... ალბათ, ისევ ღამე მონახავს, გულს რომ გემარხა ღამესავით უკუნი სევდა გისმინო მინდა, შენც წარსული წლების მონა ხარ, ძვირფასო დედა. ტიროდა ღამე... ბევრი რამე მითხარი კიდევ, ო, მოგონებავ იმ ლამაზი წარსულის დღეთა, მითხარი რამე, კიდევ რამე, ღამეა ვიდრე, ძვირფასო დედა. მითხარი რამე, როგორ მიყვარს, როცა მიყვები - გარეთ წვიმაა, ღამეა და გლოვაა ფერთა, გათენდეს, ბარემ, ნეტავ დილით ისევ ვიქნებით, ძვირფასო დედა? და ასე წვიმდა... აჩრდილებმა ცრემლები ღვარეს, ო, ისევ ღამე... გადაიღებს ეს წვიმა, ნეტა? გისმინო მინდა, რად დადუმდი, მითხარი რამე, ძვირფასო დედავ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 03.07.2016, 18:17 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მილიციელი ხშირად მოდის რუსთველზე ჩვენთან, დაიშალეთო, გვეუბნება, ხელს იღებს კეპთაქნ, ის კი არ იცის, რომ მოვკვდებით ერთ დღეს მშვენიერს და ვეღარასდროს ვეღარ გვნახავს ლაღიძის წყლებთან…ვსვი აზარფეშით ყურძნის სისხლი შვიდ დღეს კვირაში, მსურდა მოხვედრა სასამოთხო კაცთა სიაში, მაგრამ, ჰე, ღმერთო, სამართალი სად არი შენი, სამოთხის ნაცვლად რად ვიღვიძებ მილიციაში?!თუ განვიცადეთ გამოცდებზე მწველი წამები, თუ გამოვედით გამოცდიდან განაწამები და თუ სწავლაში დავიღამებთ ახალგაზრდობას, მაშინ რაღაა ქვეყნად ფასი ჩვენი მამების?!მეუბნებიან: “ვინც ლოთია, გმობის ღირსია, ჩხუბი და შფოთი კაცის არა საკადრისია!” ღვინონასვამზე აყალმაყალს თუ არ ავტეხავთ, მაშინ ეს ღვინო, მეგობრებო, რის მაქნისია?!მე რომ დიპლომი მქონებოდა,-დედამ ინება, მამა დამპირა მყუდრო ოჯახს არდაცილებას, მაშ, მითხარ, ღმერთო, კომისია რომ მანაწილებს, სად გაგონილა დედისერთას განაწილება?მეუბნებიან, რომ დიდებას მე ვერ მივწვდები, ჩემს საფლავს ყველა დაივიწყებს, რომ დავმიწდები, ხუთჯერ და ათქერ გავდიოდი თითო საგანში, ჩემს პროფესორებს აბა როგორ დავავიწყდები?ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო, ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო. მე ქვეყნად მოსვლა არავისთვის არ მითხოვია და სანამ წავალ, მამაცემმა უნდა მარჩინოს!მსაყვედურობენ, თითქოს ცარ მაქვს დინჯი გონება, რომ გული ჩემი წრფელ სიყვარულს არ ემონება. მე მისთვის ვიცვლი ყოველკვირა შეყვარებულებს, რადგან ჭირივით მეზარება ერთფეროვნება.ოცი წლის კაცმა ყველა მარკის ღვინო ვიგემე, ვაგლახ, ცხოვრების მარიფათს რომ ცუდად მიგებენ! ზემელზე ვდგავარ დღე და ღამე რუსთველის ძეგლთან და, ღმერთო, მაინც უგნურები ძეგლს არ მიგებენ.მეუბნებია: “რა გაცვია ტანზე, რა არის?!” მე კი სამოსი, “სტილნის” გარდა, არ მწამს სხვაგვარი, როცა მოვკვდები, გამიკეთეთ “ბუტილკა” კუბო, ხოლო გარშემო კაუჩუკი შემოაკარით!..ჩემზე ამბობენ: იარაღი დააქვსო თანა, ანაშას წევსო, ხულიგნობსო,-ცუდია განა? კაცი რომ ასეთ წვრილმანებზე შეგედავება, მოდი, ღმერთო, და ნუ გაუყრი ჯიგარში დანას!დარდიან გულზე ბიძაჩემმა “ვოლგა” მიყიდა, დამისხით ღვინო, სადღეგრძელოს ვიტყვი რიხითა! გავიტან ვინმეს?-არ მომჭამონ ძირში ფეხები, ერთ წელიწადში გამომაგდებს მამა ციხიდან.ხუთი წელია, წიგნი თვალით არ მინახია, ახია მასზე, ჭიგნი დროზე ვინც არ დახია, გუშინ ვიყავი კუკიაზე საყომარბაზოდ, იქ ქურდი კოლა პროფესორის გვერდით მარხია.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 03.07.2016, 19:55 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ცხოვრების და სიცოცხლის რა ვთქვა მომგონი ოხრად მრჩებიან ბაგეები საამბორონი სხვები რომ შავი ვოლგით დასრიალებენ, მე რად დამათრევს მილიცია ჩორნნი ვორონით ?
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 03.07.2016, 19:56 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვსვი აზარფეშით ღვინის ყურძნის სისხლი 7 დღეს კვირაში მსურდამ მოხვედრა სასამათხო კაცთა სიაში მაგრამ ჰე ღმერთო სამართალი სად არის შენი სამოთხის ნაცვლად არდ ვიღვიძებ მილიციაში
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 04.07.2016, 02:58 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნატკენ ფიქრებს გაიტაცებს ქარი, მზის სხივები მცივან გულში დამაქვს. სიყვარულის ტყვეობაში დავრჩი, სევდით შიშველს სამოსელი არ მაქვს. როგორ გითხრა გული რარიგ გნატრობს, შენზე ფიქრით ვსიხარულობ დღესაც. სიცოცხლეს თუ სიყვარული ათბობს მხოლოდ მაშინ ვცხოვრობ ბედნიერად. სულის სუნთქვავ,ფანტელი ხარ ცისკრის, ვაზის ცრემლი სასოება წმინდა. მათბობ,როგორც უპატრონო ბავშვის ფიქრში,ნატვრით დანახული დედა. შენი მზერით მიმკურნალე სნეულს, სასთუმალთან შენს დანახვას ველი. გულს სჭირდები,როგორც ყვავილს ეულს, სანატრელი ნაზი წვიმის წვეთი. ნატკენ ფიქრებს გაიტაცებს ქარი, მზის სხივები მცივან გულში დამაქვს. სიყვარულის ტყვეობაში დავრჩი, სევდით შიშველს სამოსელი არ მაქვს... (ზაზა ბაგალიშვილი)
|
|
|
|