მამა პეტრე
|
|
nukria | Дата: ორ, 19.01.2015, 17:51 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე სხვა მეტი არაფერი მაბადია, მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი, თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია, თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი... მე სხვა მეტი არაფერი მაბადია, ჩემი სულის გაზაფხული სხვა არი... სიმარტოვე უკვდავების აღმართია და სიჩუმე _ მონატრების ტაძარი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.02.2015, 19:00 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოგისაკლისე, მოგიპოვე, მოგიმარტოვე... მთვარე ჩამომხრჩვალ ჭაობიდან ამოგასულე, მერე კლდის ქიმზე, ფრთებგაშლილი მარტო დაგტოვე... მაგრამ ვფიქრობ და ვეღარაფრით მოგიწარსულე... შენთვის ვიწვიმე, ვიჭექე და მეწყერვიტბორე, მერე მკვდარი ზღვით ამოვივსე, ჩაშლილი უბე, გადაკარგული კუნძული კი შენა ხარ სწორედ, მაინც არ ვნანობ მის ძებნაში რომ დავიღუპე... რადგან ვიპოვე, ჩავიკარი და ჩავიძირე...
მამა პეტრე
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.02.2015, 11:06 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვალენტინობა არა ის... ყოველი დღე შენია.ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან. ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია... ვალენტინობა არა ის...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.02.2015, 18:11 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზაში ვარ წვიმს და მარტივით ცივა, ნეტავ შენ სად ხარ ჩემო ბეღურა. ალბათ სიშორე გაკრთობს და გტკივა, და მაინც ხარობ თავისებურად.
ზამთარიც უკვე თავის გზით წავა, ფერდობზე მიწა ამოყრის იებს, მე მიუვალი მონასტრის გზა ვარ, დაგვიანება გთხოვ მაპატიე...
მარტი მთვარისგან არის ორსულად, აპრილისხელა სიცოცხლეს ელის, ნუშისთვალება ფიქრი მოსულა, და სხეულს უჩანს პერანგი სველი...
გზაში ვარ წვიმს და ამინდი მართობს, ვეძებ და ვთბები თავისებურად, ნეტავ იცოდე რა გულით გნატრობ, თავს სად აფარებ, ჩემო ბეღურა...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.02.2015, 23:08 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გიყვარდეს მოყვასი შენი!
უნდა გიყვარდეს, თიხა სულმფენი, უნდა გ ი ყ ვ ა რ დ ე ს თუნდ აგიყვავდეს ანდა, ასულდეს ან, გ ა დ ა გ ვ ა რ დ ე ს, ქარიშხლად იქცეს, აგრიგალდეს და... გინდაც გ ა ნ ქ ა რ დ ე ს, სული განეკრთოს, კვალი აებნას, შორს გ ა დ ა ვ ა რ დ ე ს...
უნდა გიყვარდეს, თან არა გძულდეს– იყოს ს უ ლ ე რ თ ი, ასე იქნება, დაგეუფლება ეშმა და ღ მ ე რ თ ი... ეძიე... ჰპოვე ორი ნაპირი და ო ქ რ ო ს კ ვ ე თ ი, ყოფნა ირიბი, გზა პირდაპირი და გ ა დ ა მ კვ ე თ ი
ხან შეგძულდება , ხან გეყვარება – საწუთრო შ ვ ე ბ ი ს, დრო გეახლება: ქვის სხვისთვის სროლის ... ქვის შ ე გ რ ო ვ ე ბ ი ს ... ხან აღზევების, ხან უძრაობის, გ ა დ ა შ ე ნ ე ბ ი ს ზოგჯერ გადაღლის და გარინდების, ან გ ა ქ ვ ა ვ ე ბ ი ს.
ვინ შეიფარებს, ვინ შეიყვარებს , მჭმუნვარე ქ ა ლ ე ბ ს, ცრემლიან თვალებს, ცისკენ აპყრობილ, მოწყალე თ ვ ა ლ ე ბ ს, ზღვარს გაავლებს და საკუთარ გულში გაუღებ კ ა რ ე ბ ს, არ განიკითხავს.. ჩუმად იქმს საქმეს და მ ო უ გ ვ ა რ ე ბ ს...
უფალს, შენს ენას, და შენს სამშობლოს, არა აქვს ფ ა ს ი, უნდა გიყვარდეს დედ–მამა შენი, შ ე ნ ი მ ო ყ ვ ა ს ი!... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა სიცოცხლის წყარო, ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს – ა რ ს ი გ რ ა ა ლ ი ს თ ა ს ი ბედნიერების ღრმა შინაარსი!
მიხო მელხი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.03.2015, 23:03 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები, და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან... /მამა პეტრე/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.03.2015, 00:13 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება, და ღელავს იების პატარა ლარნაკი, ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება, სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.
კედელზე შენდობის სურათი კიდია, ქარია ცივი და საღამო ჩვეული, შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან, სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.
პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი, ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი, ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი, ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,
ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი, გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები, იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი, სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.
ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება, ქარია სავსე და საღამო ჩვეული, მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება, სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.
/მამა პეტრე/
|
|
|
|