მამა პეტრე
|
|
nukria | Дата: პარ, 06.07.2012, 20:22 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მინდა გული გადაგიშალო მინდა ჩამოგძახო ციდან. მიხმობს უსხეულო სამყარო ახლა ყველაფერზე წმინდა. ქარი შეაშფოთებს გაზაფხულს ღამე ობოლ ცრემლებს ღვრიდა, ფიქრი_ემსგავსება დასასრულს, სულში იისფერად წვიმდა. მინდა ყველაფერი იცოდე, მწარე საიდუმლოს ხსნიდა მკვდარი გული გამოგიწოდე, ერთ დროს უმანკო და წმინდა...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.07.2012, 19:49 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით, წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან. მერე რა მოხდა ამ ახირებით, თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს, ავედევნები იისფერ სურვილს, მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე, როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.
მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან, ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან, ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა, ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია…
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:32 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არიან დღეები, არიან ღამეები, არიან ფიქრები, ხოლო მე ასე ვარ ყოველთვის ერთგვარად, ათასჯერ მინდოდა რომ მეთქვა წმინდაო მარიამ, ათასჯერ, მაგრამ არ ვიცოდი რომ მეთქვა, მეთქვა რა...
გარეთ წამებაა, გარეთ ქაოსია, მივეცი გლახაკებს რაიც თუ მებადა, ახლა კი რა მომდის არ ვიცი, მაგრამ სულ მინდოდა რომ მეთქვა იესო მინდოდა, მინდოდა, მინდოდა, თუმცა ვერ ვამბობდი.
დარჩა იმედები, დარჩა ბედისწერა, ხიბლია მასმენდნენ როდესაც ცა იყო ჩემი სამართალი და უიღბლობაში ყოველთვის ძალიან იღბლიანს, შემრჩა ტკივილები... რაღაცნაირი საქართველო,
არიან დღეები, ღამეები, მერიდიანია ცხოვრება, რომელზეც მაღლა ვარ ორიოდ სართულით, ჩემში უფალი კი ჯვარს აცვეს უკვე მერამდენედ და ახლაც და ახლაც და ახლაც ჯვარზეა გაკრული.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:34 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გრანელის მონოლოგი
და სიკვდილის წინ ნდობის ქარია, გარდაცვალება იყო ობოლი. წამასვენებენ და მიხარია, ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი. არ ვიცი ამ დროს ვის უნდა შევხვდე, მე ვინ მომიტანს ცისფერ განთიადს, ამ სიყვითლეში სხვა სივრცეს ვეძებ და მონასტერში ნინო დადიანს. იყო ზარების უხმო გოდება, და მდუმარების სუსტი ხელები, თუ საგიჟეთი მომაგონდება, ლექსის სხეულში ჩავესვენები. კუბო იქნება სადა, უბრალო და პროცესია ალბათ ობოლი, გზასაცდენილი გიხმობ უფალო, ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:35 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოლოდინი
ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება, და ღელავს იების პატარა ლარნაკი, ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება, სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი. კედელზე შენდობის სურათი კიდია, ქარია ცივი და საღამო ჩვეული, შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან, სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული. პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი, ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი, ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი, ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი, ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი, გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები, იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი, სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები. ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება, ქარია სავსე და საღამო ჩვეული, მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება, სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:35 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აბელი მამა-რავქნა კაენთან არ მინდება თამაში, ნახე მთვარეს ატყვია სისხლისფერი ლაქები, იმას ცხვრები მიანდე მე გამიშვი ყანაში, მამა-ჩემთვის დამტოვე ნუ ვიქნები ნაქები.
თავის ქალა აბელის აღსარებას ამბობდა, და გარშემო ტიროდნენ სიყმაწვილის ჩრდილები, სისხლისფერი ქარი კი შეშლილივით დაქროდა, ხოლო სული კაენის გველს ეჭირა კბილებით...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:36 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი გაზაფხული მიყვარს, შენი იისფერი თმები, ყველა სიწმინდეზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები.
მარტოს ხეტიალი მინდა, წვიმით შემოსილა გზები. ახლა ენძელების მთიდან, როგორ,როგორ მენატრები.
მთვარეს შენი ხილვით ანთებ, ღამე ვარსკვლავებად ჩნდები. ღმერთო ვერ ავიტან ამდენს, უფრო,უფრო მენატრები.
შენი გაზაფხული მიყვარს, შენსკენ მიმავალი გზები. ჩემთვის ყველაფერზე წმინდა, ძლიერ,ძლიერ მენატრები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:36 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა რძისფერი კაბით. წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი. წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები, და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:37 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე, ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს, საიდუმლო სერობაზე დამეწვიე, როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს. მე წავედი, წავედი და გაიხარე, ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს, დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე, და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს. ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები, ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს, თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები, გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ. მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები, გული ისევ ძველებურად ფრიალებს, გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები, კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს. იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით, და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს, მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები, და სიცივე ვიცი გამანადგურებს. შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები, ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ, და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები, ჩემი მზერა მოდი შემოიხურე. წახვედი და ვეღარაფრით დაგეწიე, სურვილებმა წუხელ გადამიარეს, მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე, მოგონება კარუსელთან ტრიალებს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 00:44 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბავშვი ვარ და...
ბავშვი ვარ და ყველაფერი მაპატიე, ან შეშლილი ფოთოლცვენის აჩრდილი, წუხელ ღამე სამრეკლოზე გავათიე, ცისკენ მქონდა მკვდარი ხელი გაწვდილი... ბავშვი ვარ და მაწანწალას დავემსგავსე, ო, რამდენჯერ მოვიარე თბილისი, ცივ ნოემბერს შევეფეთე მთაწმინდაზე, მერე უცებ მომენატრა ივნისი. ბავშვი ვარ და ყველა გრძნობა ამიხდინე, გააქანე შორს, შორს ლურჯა ცხენები, გევედრები ყველა წყენა დაითმინე და დრო გადის ისევ ციებ-ცხელებით. ბავშვი ვარ და შენც ბავშვობა გამიწიე, დამანახე უკვდავების აჩრდილი, სამრეკლოდან სხვა სივრცისკენ გამიწვიე, რა ხანია ხელები მაქვს გაწვდილი.
|
|
|
|