ორჯონიკიძე იზა - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ორჯონიკიძე იზა
nukriaДата: კვ, 16.06.2013, 17:52 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტეზერი

მე დამაგვიანდა.
წასულან ისინი.
კედელზე კვალია
ნამზითვი ხალიჩის.
და თეთრი დუღაბით
მეხვევა სიცივე
და სახლმა ნუგეშის
სიტყვები
არ იცის.
ქვათა ნაბზარებში
ავდარი სისინებს,
მზეკაცი წასულა,
წასულა მზექალიც,
ბნელს დაუგმანია
სარკმელი
მზისაკენ...
ხვალ უნდა ავკაფო
ეზოში ეკალი...
 
nukriaДата: ხუთ, 21.11.2013, 18:02 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
მე მწარედ ვიცი
ქვეყნის ავ-კარგი,

შავი დღეც ჩემი
ძმა და ღვიძლია,
შენ შეგიძლია,
ერთხელ დამკარგო,
სხვა...
არაფერი
არ შეგიძლია....
 
nukriaДата: ხუთ, 21.11.2013, 22:19 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
— ნეტავ იცოდე,
როგორ მიყვარხარ!“

წამოგცდა უცებ
და სიკვდილიც
ისე მომწყურდა,
როგორც სიცოცხლე...
მიუსაფარი მორბედივით
მკერდზე გეკრობი,
მიტირის გული
დაუტეველ სიხარულისგან...
აურაცხელი
და უხრწნელი
განძის მფლობელის
შიშითაც ტირის
ჩემი მისანი..
 
nukriaДата: ხუთ, 21.11.2013, 22:28 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ მომერიე

ხომ მომერიე,
ხომ აღარც ვიბრძვი,
ხომ შემომხვიე ცეცხლის ხელები,
ხომ არაფერი არ გენაღვლება,
არც გემძიმები,
არც გეძნელები.

სიკვდილმისჯილი და ბედნიერი,
უმისამართო შენს გზებს გავცქერი...
ო,შენი მზერა მუდამ მშიერი,
მუდამ მშიერი და...ალმაცერი!
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:08 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ სიყვარულით სნეულო ბავშვო,
გარშემორტყმულო მუდამ ფლიდებით,
რატომ გგონია, რომ წყარო დაშრა
და ქარებს ვეღარ გაეკიდები?!
რატომ გგონია, რომ შენი სენი
ამ სოფელს არარ გადაედება
და მხიარული ნიაღვრის დენა
არ გადააქცევს მიწას ედემად?!
მოირთე შროშნით! (ჯანდაბას ეჭვი,
ჯანდაბას სევდაც _ ჯოჯო ხნიერი!)
მოდის ოცი წლის სულელი ბიჭი,
თავაწყვეტილი და მშვენიერი!
იზა ორჯონიკიძე
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:09 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

მინდა,რომ დამწუროს,

ვით ყურძნის მტევნები,

ვნებებად მადინოს მაგ შენმა ხელებმა!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

ვროკავ და ვირხევი,

ვცეკვავ და ვიშლები,

გაქცევა ინდომეს ჩემმა თეძოებმა!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

აზღუდის ბრჭყვიალით

ვიმალავ ძუძუებს,

რომ არ გამამხილოს შენმა ნაკბენებმა!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

გუშინწინდელი კვლავ

მესმის ჩურჩული,

აღთქმა სიყვარულის,კვნესა და ვედრება!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

საითკენ გაგირბის

ეგ მზერა ველური,

ვგრძნობ,რომ სხვა ინდომეს შენმა ოცნბებმა!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

მთვარის დისკს შეხედე,

იგი ხომ მოწმეა,

მასზე ხომ ჩავწერეთ ჩვენი ნეტარება!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

ათასი მაკვდება

მზერა სხეულზე და

ერთსაც ვერ ვეღირსე დღეს შენს შემოხედვას!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

ნუთუ მიდიხარ და

ნუთუ მიმატოვებ,

ნუთუ ყველაფერი ასე მალე ქრება?!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

ახლა აღმოვჩნდები,

ვიცი, სხვის მკლავებში,

შენს გულზე ანთებულ ცეცხლს ჩააქრობს სხვა ვნება!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

ანდა რაღად მინდა,

როცა სიყვარული,

ნაისრალ ჩიტივით,მიწას ენარცხება!



სულთანო!ჩამხედე,ჩამხედე

თვალებში!

მიიღე,მიიღე,ჩემი გახელება!

თუმცა ტყუილა ეძებ,

ვერსად იპოვნი და

სულ მოგენატრება აწი ჩემი მზერა!
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:10 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიგლოვე,ჯანღით კალთები
არ დამიმძიმა ზეცამა,
ვერ ჩამოშალა კლდეები
მეტად ვერც ჩემმა კვნესამა,
ვერც რა ჰქნა მთვარის სტუმრობამ,
ვერც სიარულმა მზესთანა,
ჩამომდნარ სანთელსა ვგავარ,
ლანდს მიყუდებულ კლდესთანა,
ჩამშალა ცრემლის მდინარემ,
დამადნო დამაბეჩავა.
ახლა ბუბუნი მწადია,
მხრებს ვბერტყავ,ვიწევ განზედა,
ავვარდე, როგორც გრიგალი,
ნიადაგ ვიდგე შარზედა.
სულ მუდამ ვიდგე სურვილზე,
ნისლივით ამოშლაზედა,
არც არვინ უკან მომდევდეს,
არც არვის გავყვე კვალზედა,
სადაც მსურს ჩამოვიძინო,
როგორც ნიბლიამ ნარზედა,
სხეულსაც ვიცვლი - გველივით
უარს ვაცხადებ ჭარზედა,
არაფრის შიში აღარ მაქვს,
ფიქრს - გადაფენილს ცაზედა.

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:10 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლის კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ -
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...

ტარიელ ხარხელაური.
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость