nukria | Дата: სამ, 11.02.2014, 01:57 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ალქაჯი და რაინდი რაინდი რაინდს რაინდად სიკვდილი აქცევს რაინდი ცხოვრობს სიკვდილთან რომ არა სიკვდილი რაინდი ფილისტერი იქნებოდა რაინდი ყოველდღე ხედავს სიკვდილს და არ ეშინია მისი არა იმიტომ რომ მღვდელი სამოთხეს პირდება ან სიცოცხლე სძულს უბრალოდ რაინდს ნადავლი უნდა სიცოცხლეზე მეტად ნადავლი არც ოქროა და არც ვერცხლი არც სასახლე და არც ქალის საშო ნადავლი – გამარჯვებაა ნათელი და გასხივოსნებული რამ ერთად ერთი რამ რაც რაინდს ატირებს ალქაჯი ალქაჯი ქალია სამყარო მასშია მისი ძუძუები ვარსვლავების მდინარეებს შობენ მუცელი პლანატებითაა მძიმედ თვალები ვარსკვლავებია ალქაჯის ძახილი ფოთლების შრიალია ძუ მგელის ყმულია ალქაჯის ძახილი ალქაჯი ლამაზია მისი გავა ავაზაა ხოლო ფეხის თითები ვარდის ფურცელი რაინდი და ალქაჯი ალქაჯს არ უნდა გამარჯვება ალქაჯისთვის გამარჯვება უსარგებლო სათამაშოა რადგან ალქაჯმა უკვე გაიმარჯვა როცა იშვა ალქაჯს უნდა რომ შთანთქას რაინდი თუმცა ეს ალქაჯისთვის არაა რაინდის სიკვდილი ეს რაინდის სამყაროსთან ზიარებაა ალქაჯს ხომ ჰგონია, რომ ჭირვეულ ბავშვს არჯულებს ამით აი ის ეხვევა რაინდს და ვნებიანი ლოკვით ადნობს რაინდის შემართულ შუბს თვალსა და ხელს შუა ქრება რაინდის ამპარტავნება ქარწყლდება ადრინდელი გამარჯვებები და გოროზი რკინაში ჩასმული რაინდისაგან პოეტიღა რჩება.. არაფერია რაინდისთვის იმაზე საშინელი რომ პოეტად გადაიქცეს მე რაინდი ვარ შენ კი – ალქაჯი შენ ბევრი პოეტები უნდა ქნა მე კი გამარჯვებები მინდა.
|
|
|
|