ლაშა თაბუკაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ლაშა თაბუკაშვილი
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:38 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არ მეგონა, რომ მალე წავა,
ჩემი ლამაზი, ვაჟკაცი მამა,
არა მჯეროდა ლაღსა და თამამს,
რომ ვერ ვპოვებდი საჭირო წამალს.
და აი, როგორც დაცინვა ბედის
უკანასკნელი ალერსი დედის.
ბაცი ხაზია, არა წყვეტილი,
აქ დაბადება, ათვლის წერტილი,
იქ კი სიკვდილით გადაწყვეტილი,
კვლავ ბედისწერის რაშს რომ აოთხებს,
მე კი ოცნებას გავისამოთხებ.
დიახ, მე ახალ ოცნებას ვბედავ,
დამიბრუნდება მამა და დედა,
ზაფხულის წვიმად, თოვლის ფიფქებად,
არ უწერია გადაფიქრება
რწმენას, რომ ცაში არიან ახლა
და უხილავი მფარველი მხედავს.

1995 წ.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:39 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა უმზეობამ დაასნეულა
და ცისარტყელებს უხმობს ვედრებით,
დღეს თითქოს ყველა ხე წაქცეულა
და მისაყრდნობად დამრჩა კედლები...

უმზეობაში მზე თუ ჩავთესე,
მე მას ღრუბლიან მკერდში ჩავიდებ,
და დავუძახებ როსინანტებზე
კვლავ ამხედრებულ გამხდარ რაინდებს,
ვეტყვი, დაშნები რატომ ჩააგეთ,
არ შეუშინდეთ დღეს ქარ–წვიმიანს,
თქვენ წისქვილებთან ბრძოლა წააგეთ,
თქვენი სახელით მე დამცინიან.
დე, სევდიანი ლამანჩელები
კვლავ წარსულიდან გახდნენ საჩვენო,
რომ ყველა დროში შენაჩვენები
ჩვენმა თაობამ არ შეაჩვენოს.
სიმართლის გზები ეკლით გებული,
ხან ლხენით ვთელოთ, ხან კი გოდებით,
როსინანტებზე ამხედრებული,
ოღონდ ვიდოდნენ დონ–კიხოტები.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:41 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუხედნავი კვიცი გავხედნე,
მე კი ვერავინ ვეღარ გამხედნა,
როცა ირინკას მკერდში ჩავხედე,
ჩემი თვირთვილა მაშინ გახელდა.
თუშთა ღრეობას მოვტაცე ცხენი,
ვერ ვაკავებდი შლეგფეხებიანს,
ჩემი სიცოცხლე არ იყო გრძელი,
მაგრამ სიკვდილი არ შეხებია.
ლუდსა სვამდნენ და ორნახად არაყს,
შემდეგ კი სისხლი მოსწყურდათ კაცებს,
ხელი აუსვეს ხანჯლების ვარაყს,
მარცხენა ცხენთა აღვირებს სტაცეს.
თითქოს ნახმლევი მკერდზე მატყვია,
მზეზე ტიტველი ბრწყინავს ხანჯალი,
თითქოს გადმოსკდა გულ–მკერდს ნატყვიარს
სისხლი აქამდე დაუხარჯავი...
უცებ ვიგრძენი წამის ცვლილება
კვლავ მომენატრა მოკლული რაში,
ისევ გავხიე ჩემი ჭრილობა
და გუმბათიდან გადავხტი ზღვაში.
ზღვა ოცნებობდა მოთენთილ მზეზე
და ასკდებოდა ჯებირებს ხველით,
ჩემი ცხოვრების პატარა ლექსზე,
ზღვამ მოაწერა წყლიანი ხელი.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:42 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბობოქარ ტალღებს ვახალე მკერდი,
დავტოვე სიყრმე პირველსავე მიწაზე,
დღეს შემომაკვდა პატარა ღმერთი
და უფრო დიდი ღმერთი ვიწამე.
როგორ მასველებს უცხო ქარწვიმა,
ნეტავ ამ წვიმას რა გრძნობა წაშლის,
დღეს მე ლამაზმა, მამა არწივმა,
ფრენის სასწავლად შემაგდო ცაში.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:43 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვიკოდები ტკივილების მუნჯი ალაგმვით.
და მამაკაცთა პაპიროსის ლურჯი ბოლიდან,
მოსჩანს ქალაქი, ნაცრისფერი, მოსჩანს ქალაქი,
ყველა მაღალი ილუზიის გილიოტინა.
ყველამ თითქოსდა, ერთდროულად დაადო ხელი,
ბედნიერების, სიყვარულის მთლიან აღკვეთას
და როგორც დანით გადაჭრილი მაღალი ყელი,
სასოწარკვეთას ყმუის კაცთა სასოწარკვეთა!
ჩახმახებისკენ მიიწევენ მათი ხელები,
და თავს იკლავენ ცხოვრებისგან უღვთოდ ნაცემნი,
სევდიანი და ფეხშიშველი დგანან ხეები,
როგორც ტყვეობას ჩავარდნილი ჯარისკაცები,
ეძებენ იმედს, ჩახლეჩილი ხმით უძახიან
და ახრჩობთ ბოლი ამ სახლების საკვამურების,
თითქოს სახლებსაც თვითმკვლელობა განუზრახიათ,
და შავ კბილებში ჩაუდიათ თოფის ლულები,
ყველა შეჰყურებს სიძულვილით, უტყვი მუდარით,
მე კი სიცოცხლის სილამაზის განახელები,
გავხდები დიდი ხომალდების ნავსაყუდარი,
მოხეტიალე, სევდიანი კარაველების.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:44 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„ჩემო ბიჭო!
.............
ჩემთან პალატაში არავის უშვებდნენ, ჩემი სურვილი იყო, არ ვენახეთ ასეთი, თორემ კლოც იღწვოდა ამისთვის და ყურშაც. ჰო, გუშინ შემატყობინეს, რომ ყურშა ძილში გარდაიცვალა. რას გამომეჩხირა ეგეც, ეცლია ცოტა ხანს?! მაგრამ ყურშა, შვილებით და შვილიშვილებით გარშემორტყმული გარდაიცვალა, მე კი მარტო მივდივარ, ასე უღმერთო და უსამშობლო! ერთს ვფიქრობ მხოლოდ, შენში სულ ცოტა მაინც ხომ ჩქეფს ჩემი სისხლი, მაშ რაღაც არ თავდება და გრძელდება!
მიყვარხარ, ჩემო ბიჭო!
შენი ლაზარე“.

რომანიდან „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:45 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაჩა – გაზაფხულის ქარია,
გულო დარდთან ნაფიცო!
რა კარგი სიზმარია,
დედა, არ გამაღვიძო!
გაზაფხულის ქარია, ქვეყანას უხარია,
რა კარგი სიზმარია, დედა არ გამაღვიძო!
მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?!
ბაჩა – არტემ, შე ბოზო!“
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 15:09 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც მალე წავალ, ფრინველი კი კვლავ იგალობებს,
დარჩება ბაღი, მარტოსული, თეთრი ჭა და ხე.
მკვდრის მზე შეღებავს კანტიკუნტად შემდგარ მაღლობებს
და ხსოვნას ჩემსას საბოლოოდ გააპარტახებს.
ვემახსოვრები მხოლოდ ზარებს გლოვით დარეკილს
და ნაცნობ ქუჩას ფერს შეუცვლის წელთა დინება,
სიყვარულს ჩემსას საფლავების ქვებზე არეკლილს
უიმედობის მრუმე ბადე დაეფინება.
წავა სუყველა, ვინც მიყვარდა, სუყველა წავა,
გაირინდება ტალღოვანი შრიალი ხეთა
და ეულ ბაღში ვერ იპოვის ჭრილობის წამალს,
აჩრდილი ჩემი მონატრებით თუ შეიხედავს.
მეც წავალ! ჩემმა გაზაფხულმაც ჩაიცვა თალხი,
უსიცოცხლოდ გზა ცეცხლოვანი ენით გალოკეს,
ჭა ამოშრება, აღიგვება მიწიდან ბაღი,
ხოლო ფრინველი... ფრინველი კი კვლავ იგალობებს.

1994 წ.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:39 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცას სიყვარულს უხსნიდნენ
შემოდგომის ქარები,
ქვეყნად მარად მოდიან
რუხი შემოდგომები.
მდინარეზე ტივები,
ტივზე მიუკარები,
მიცურავენ ბებერი,
დაქანცული ლომები.
მეც ბოკვერმა ლომების
ჩუმი სევდა გავლექსე,
ვხედავ მათი თვალები,
რაღაც ნისლმა დაბოლა.
ტივი გადაიჩეხება
პირდორბლინ ჩანჩქერზე,
შემდეგ ტივთა ახალი
ქარავნები წამოვა,
იკარგება ნაპირი
ნისლით ნაფერმკრთალები
და ლომებმაც დატორეს
ტივის შავი ფიცარი.
უკვე აღარ სტირიან
გადამწვარი თვალები
უკან დარჩა ყოველი
წმინდად დასაფიცარი.
ასეთია ცხოვრება,
ლამაზი და უხეში,
შენმა ფართო ბეჭებმა,
ბევრი დარდი ატარა,
კიდევ მოვა ზაფხული
შენს დაზამთრულ ბუდეში,
კიდევ დაიბუხუნებ
ჩემო ლომის ფაფარავ.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:40 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახელებული ხარი აბღავლდა,
თითქოს ვიღაცას უხდიდა ბოდიშს,
ნატყვიარევი ვერ შებღალავდა
უალდის კეთილ და ამაყ პროფილს.
გაოცებული გაქრა ნუგეში,
ლაგამს ლოღნიდა უფეხო რაში;
კაცები ფოთლებს წვავდნენ ქუჩებში
და პასტერნაკი ტიროდა ბაღში.
მარტორქებს სუსტი, სიმართლის შველი,
რქაზე აეგოთ, იყო ტალახი,
როცა პაოლომ ნატიფი ხელით,
დასხლიტა თოფის ყველა ჩახმახი.
და კოლომბინას წითელი პალტო,
მიტოვებული, ფერსევდიანი,
თქვენს საკიდელზე ეკიდა მარტო
და შემოდგომა იდგა გვიანი.
თავს იმართლებდნენ, სჭირდება მიზანს,
მსხვერპლი და გველი ღმერთის ლოგინში,
დიდი ბოდიში, მეტს აღარ ვიზამთ,
მოხდა შეცდომა, დიდი ბოდიში.
ცავ ულმობელო, შენც განგიცდია,
როცა მზეები წითლად დაბინდე,
როცა დაარქვეს ჯვარცმას – ტიციან!
როცა დაბრმავდა ტანიტ ტაბიძე.
დაბრმავდა, მზეს ვეღარ შეხედა,
მაშინ ზეცაში მზეც დაეხვრიტათ
და თამუნიას ლამაზ ფეხებთან,
ეგდო მიხაკი დანამეხიდან.
მაგრამ ლექსები ვეღარ დარაზეს,
ვერ დააჭედეს მონური ნალი,
შენ ყაჩაღებმა მოგკლეს არაგვზე –
და შენ სიკვდილში მე მიდევს ბრალი!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость