თემო არაბული
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:30 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულის ენად *** გულის ენად გამიხდია ლექსი, გულის სათქმელს ტაეპებით ვამკობ, გავეხვევი ისევ იმის ეშხში, ვის ქალობას სტრიქონებით ვამბობ .
შევიყვარებ ლექსის წერას ღამით, ანდა რაღას შევიყვარებ, მიყვარს, შენთან მოვალ, ფურცლითა და კალმით, მე ხომ შენზე სტრიქონები მიმყავს.
ლექსის წერით გადავიღლი თითებს, გაგალექსებთ შენ და ღამეს ისევ, რა ვაშველო გადარეულ ფიქრებს, შენ რომ ასე უმოწყალოს მისევ.
წამო!!! სადმე გავიხიზნოთ მთაში, სადაც მტრები მოგვაგნებენ ვერა, თან ვიცხოვროთ „ჭაუხების“ ხმაში, და საჩვენოდ გარდავიქმნათ წერა.
ზედ მდელოზე ავიშენოთ ქოხი, მაგრამ ჩვენთვის ის სასახლე იყოს, კაბა გეცვას, მე კი ვიყო ჩოხით, ცუდმა ბედმა ვერაფერი გვიყოს.
ყოველ ღამე, იქვე ქოხის გარეთ, დავანთებდე მე კოცონებს დიდებს, მოვიმკიდეთ იმას რაც კი ვბარეთ, ჩემი გული იქაც ლექსებ ქმნიდეს.
ამ კოცონთან გთხოვდე,-მომე ხელი, და თვალებში მიყურეო მხოლოდ, წაგიკითხავ იმას რასაც ელი, აი იმას , რომ დავწერე ბოლოს.
და შენც ალბათ მიეცემი ფიქრებს, არ ვნანობო ახლა აქ რომ ვზივარ, თან კალამით ჩემს გადაღლილ თითებს, ხელს უსვამ და,კვლავ კალამთან მივალ.,
შენს დალალებს,მაგ ლოყებს რომ ფარავს, ცერა თითით ყურის უკან გავწევ, სილამაზე ქალღმერთობას მალავს და მეც შენზე ქალღმერთულებს დავწერ.
გამიხდია ლექსი გულის ენად, გულის სათქმელს ტაეპებით ვამკობ, რა შორსა ხარ, ახლა ვიცი ბევრად თან რა ახლოს, მე კი ამას ვამბობ,,. |თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:30 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** სარკმელს შემოაწვა სიბნელე და, გულიც ჩაიბურა ღამესავით, მოდი აბა ერთიც მიმღერე და, სისხლი გამიზავე საფერავით..
ეს დღეც ასე უცებ ჩამობნელდა, მზის სხივს კვლავ სიბნელე დასწევია, მხრებზე მოიბნიე დალალები კლდეებს ნისლი ასე დასჩვევია.
აზრებს შეერია ალკოჰოლი, ფიქრში კვლავ ლექსები დამითესე, ახლა ვერა,მაგრამ ხვალე გეტყვი უკვე, რა და როგორ დაგიწერე.
ჭიქა გადამივსე,გადაივსე, ამით ჩემი მთების დამილიე; გახსოვს ალბათ,ესიც დავლიე და, მერე ხევსურულად ავირიე.
გრძნობებს აეშალა საღერღალი, ხოდა მერანს ზურგი დავუმძიმე, რა კარგ დაგიდგაო საფერავი, ხევსურს ნოსტალგია გაუღვიძე.
გზიდან მამეცალეთ უგუნურნო, ქალაქს გასაგიჟებს,გავუგიჟდი, მთისკენ გადავმართე ფიქრები და, თბილისს მთის არწივი გავუფრინდი.. |თემო არაბული|
.***
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:31 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთიდან მონაწერი *** შენ ქალაქში ხარ, მე მთაში, როგორ აგიხსნა, რა ხდება, მანდ ოცნებები კვდება და აქ ასე ვფიქრობთ,-ახდება.
მე თბილად ვზივარ, ღუმელთან, შენ ალბათ თბები, „კარმებით“, მუხლამდე ჩექმა გაცვია, აქ კი დავდივართ „ქალბნებით“.
მე ლამპის შუქზე ჩავფიქრდი, შენ ალბათ, ჭაღი გინათებს, გარეთ ცის მადლით გავდივართ მანდ ლამპიონი ინათებს.
მე ფურცელს ვჯღაბნი რითმებით, ვცდილობ ავაწყო ტაეპი, შენ ალბათ „ლეპტოპს“ უზიხარ, თან “facebook”-ზე გაები.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:31 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტო მთების ****
ღამეც უღიმღამო დადგა, ალბათ ცუდის მოსვლას უწყის, შენი არ ვარ, აბა რა ვქნა! ცრემლი მოიწმინდე ნუ გწყინს.
არას მახეირებს ხევსურს, მერქვას საკუთრება სხვისი, ქვეყნად აღარც ერთი ქალის მქვია მარტო მთების ნისლი.
თავს ვთვლი, სულ პატარა კენჭად, ჭიუხვს მომტვრეული ლოდის, მთა ვარ წამომდგარი კენტად, ვიტან აუტანელ ლოდინს.
მაღლა მწვერვალების თავში, თოვლთა ის სითეთრეც მე ვარ, რითმებს ჩაუდექი, კვალში ცოტა მელექსესაც ვგევარ.
მწვანედ შეფერილი ქვა ვარ , შხეფით ვუხავსივარ, არაგვს, ანდაც არაგვი ვარ თვითონ, რავი… მნიშველობაც არ აქვს.
მგლების ყმული ვარ ტყეში, აქაც… უფრო მგელი თვითონ, კალამს მოვიტოვებ ხელში, ღამე წერით უნდა ვირთო.
მთვარის, მოფენილი სხივი, მთების დარაჯი ვარ ღამის, მაინც არ მასვენებს ფიქრი, ერთი ლამაზთვალა ქალის.
ხოდა…. ყველაფრის ვარ მთაში, ემაგ შენ თვალ წარბის გარდა,
არა, მას ვერ გავცვლი სხვაში, მუზად ერთი მყავს და… მყავდა.
რითმა ხვალ ახალ ლექსს უწყის, მახსოვს, მთებს ფურცლადაც ვყავდი, ცრემლი მოიწმინდე, ნუ გწყინს ტანზე ჩაიცვი და…. წადი…
|თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:32 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** „ალუდა ქეთელაურს“ (შენთვის მცირე რამ ძმობილო) *** ენა როგორ მომიბრუნდეს ძმობილო, რომ აღარ ხარ,ეს რა პირით წარმოვთქვა, ჯერ ვერავინ მომიგონა ის სიტყვა, ეს დარდი რომ,რამე სიტყვით გამოვთქვა.
გულში ბუნდად ჩამისახლდა დარდები, უშენობას ვერ აიტანს,სამყარო, ნეტავ მცირე ძალა მაინც გამაჩნდეს, რომ კარგების,უკვდავება ვამყარო.
უკვდავი კი დარჩა შენი სიმღერა, მაგრამ,თვითონ მომღერალიც გვინდიხარ, რატომ ჰბაძავ,გამოქცეულ მდინარეს?, არაგვივით, მიდიხარ და მიდიხარ.
წახვედი და წაიყოლე გულებიც, ყველამ შენზე,თვალთა ნამი დაყარა, სამუდამოდ ჩვენთან რჩები ძმობილო, არც მიდიხარ,არც წასულხარ…და არა..
(შენთვის მცირე რამ ძმობილო)
/თემო არაბული/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:32 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დამ-ფიქრ-ჩემდა *** ისე, დამ-ფიქრ-ჩემდა პოეზია ახლაც ლექსი მინდა ვწერო, კალამს საწერალი მოერია, -მოდი, დავწეროთო ჩემო.
ხოდა, ამოვქექე უჯრა, სადღაც ძველი აზრი ჩავდე, ფიქრებს ანგარება უჩანთ უნდათ, მოპოეტოს ვგავდე.
ღამეც მოუაზრო დადგა, ისე იწელება, რავი, კალამს მობეზრდა და ადგა, -ჩემო, დამანებე თავი..
-მოდი, არ წახვიდე არა, კაი,! მართლა ვწეროთ რამე, ქალზე, რაც დაწერეთ კმარა, სხვისთვის, შევითეთროთ ღამე.
ხოდა, აზრს საწერიც მოერია, რითმად იდინეო, წყარო,,, სულში, დამ-ფიქრ-ჩემდა, პოეზია, შენც კი, დამ-ფიქრ-ჩემდი ქალო.
|თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:32 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** შენ და ქალაქიც *** მახსოვს, კლდის ფხაზე გვედგა არაყი, იმ დღეს დავტოვე, თბილისის სივრცე, ჩამოგიშორეთ, შენ და ქალაქი, ახლა ეს გული, მთებს უნდა მივცე.
მახსოვს შემთვრალი აზრები მქონდა, ბოთლს, ნახევარი გაუხდა სითხე, მთვრალი ხევსური, მანდ ქალაქს ფლობდა, ჭიქადაცლილმა, მტრები რომ გიფრთხე.
ახლა??? ეგ ჟამი წარსულს ჩაბარდა, ყველა კარები, ცხვირწინ გიხურეთ, აქ ყველა ღამე,ქეიფს ქარგავს და, ახლა??? მე და მთებს,შურით გვიყურეთ.
ღამეც მთვრალივით, მოეგდო უცებ, შემოაბნელა, ტყე და ქარაფი, ცხრა კლიტე ვადე,სულ ყველა დარაბს, მიღმა დაგტოვეთ, შენ და ქალაქი.
/თემო არაბული/
***
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:33 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სანადიროდ *** ლულას ვუწმინდავ იარაღს, ტყვიათ ვუმზადებ დათვებსა, ხვალ კაი ნადიმს გავმართავ ბედი თუ გამიმართლებსა.
დილას,ბინდის ხან ავდგები, ბილიკს შავყვები მთებისა, საგზლად კეცეულს წავიღებ, არც არაყ დამცილდებისა.
საჯიხვეთ გზაზედ ვადგები, იებს მოგიტან კლდისასა, არაგვის ჩანჩქერს ვაფერებ, ბოლოებს შენი თმისასა.
ნისლებს მაღლიდან გავხედავ, უფსკრულთ,ჩავჰკივლებ ხევისა, იქიდან ექო მამესმას, როგორც ღრიალი დევისა.
მზის მოოქროვილ სხივები, მთებს ღონით დაადგებისა, მე მაინც თბილად ჩავიცომ, ზემოთ თოვლ არა დნებისა.
გამიხარდება დანახვა, მაღალი ჭიუხებისა, ხელ განა ამის ნახვაზე სულ ყველას მიუწვდებისა.
ჯიხვ თუ შამამხვდა კლდეებზე კაი დღე დაატყდებისა, შაშხანას დავცემ,რქათ-შუა რქა ყანწად გამადგებისა.
შინ ბნელების ხან წამაოლ, ცუდ თუ არ წამაწყდებისა, თეთრად მოფენილ სივრცეზე კვლავ ღამე გადმადგებისა.
საღამოს მწვადებს მივმართავ, ვუძახებ ვაჟკაც ძმებსაო, დედა სახინკლეს ჩაგვიყრის, გულ ისრ ვერ გაიძლებსაო. -ჟიპიტაურიც გადმადგი, თითები გაიწევსაო.
რა სჯობავ ძმებთან ღრეობას, დროის ტარებას,ტკბილისა, შამთვრალ აზრებით ავიღებ, ლომი, დაწყევლილ, თბილისსა, ქალაქმაც,ბევრჯერ ნაჩვევმა არც არა,გაიკვირვისა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:33 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** გულთან მობნეული დალალები, ლექსში სტრიქონებად დამებედა, უცებ შეგხედე და, ჩემებურად შენზე საფიქრალი დამეფეთა.
წარბიც შეკუმშული ნისლებივით, რითმე ამერია, დამერია,, აზრში ჩამისახლდი ,მიზნებივით, ლექსსაც შენზე წერა გაერია.
ჯიბეს ჩაყოფილი ხელები და, “ზედა” მხარბეჭებზე მოგდებული, ისე მყავხარ,როგორც ერთადერთი, ლექსებს,ტაეპებად მოდებული…
გულთან მობნეული დალალები, ლექსიში სტრიქონებად დავილაგე, ხევსურს არ სჩვევია,მაგრამ რა ვქნა, მაგ შენს,საეშხეში დავიკარგე.
|
|
|
|