თემო არაბული
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:27 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ, მთაში მისავალი წვრილი ბილიკები, ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო, შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.
ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ, განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს, განახებ იებს და განახებ ენძელებს და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.
ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს, და დასასრული არ მივცეთ სიარულს, ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ, ხანდახან ბობოქარს, ამჟამად მხიარულს.
წამოდი გაჩუქო წითელი გრძნობები, ჭაღარა მწვწრვალზეც, ჩვენ ორნი ავიდეთ, წამოდი ლამაზო რა გინდა ქალაქში, ხელი ჩამკიდე და წამოდი წავიდეთ.!
წამოდი!!! ხო, მართლა ავიდეთ მწვერვალზე პატარა თითებით შეეხე ვარსკვლავებს, გული გაუხსენი, ჩემს ლამაზ გძნობებს და ეს ჩემი გრძნობებიც თავისას განახევბს.
წამოდი!!! ძვირფასო განახო გუდანი, მომლოცველ ხევსურებს ვეწვიოთ „ხატობას“, მთიელთა ღრეობებს განახებ,ლამაზო და მერე ამაყად ხევსურთა დათრობას.
მერე კვლავ დავუყვეთ, მიმავალ ბილიკებს, უფსკრულებს ჩავხედოთ, კლდეების არეში, ბუნების სიცოცხლით, ვიცხოვროთ ძვირფასო და მთვარეს ვეფეროთ, უკუნოთ ღამესი.
წამოდი!!! ვეწვიოთ შატილის ალმასებს, მუცოშიც თამამი, კოშკები გველიან, განახებ ამაყი კლდეების ყვავილებს, რომ მხოლოდ, ლამაზი ქალისთვის მღერიან.
წამოდი!!! შევხედოთ, არხოტის სალ კლდეებს, ერთ ჭიუხს გაჩუქებ, ის უკვე შენია, ვუყუროთ ნისლებში გახვეულ მწვერვალებს, ნისლები??? ამათი მუდმივი სენია.
წამოდი!!!ლამაზო,,, მე ვერ ვძლებ უშენოდ იცოდე შენგანაც წამოსვლას ველი, შენ ჩემი სიცოცხლის ნატამალი ხარ, ვხვდებო რომ უშენოდ, არა ვარ მთელი.
|თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:27 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დედი *** გარეთ აცივდა, დადგა ზამთარი, ცოტა ქარია, ბორგავს ალვის ხე, შენი გრძნობებით დედი გამთბარი, ისევე შენი გრძნიბით ავივსე.
დედი, უნდა ვაგო, მწვერვალები, აი ასეთია ჩემი განაჩენი, სულ მაღლა, დედა, და, მამა მეყვარებით და მერე თანდათან, ყველა დანარჩენი.
დედი, უნდა ვწერო სტრიქონებიც, ხედავ? ესიც შენგან მბედებია, მეც რომ ლექსებისკენ ვილტოლვები, რითმა, საგულეში მფეთებია.
დედი, რავი, ჩემით გაგეხაროს. გეთქვას,- ყვავილიო, აყვავილდა, ჩემო ფარდაც ისე დაგეფაროს, როგორც, შემოდგომა გადავიდა.
დედი, სანთელი ჩემიც აინთო, მადლობას გჩუქნი, ბევრსაც გაჩუქებ, რომ დამაბედე, ჩემ თვედ, აგვისტო, და მეთვრამეტე ციფრი მაჩუქე….
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:27 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** სამნი *** ღამეს მოპოეტო უჩნდა წინათგრძნობა, კოცონთან სხდებოდა სამი არაბული, ლექსის მოლოდინში ღრუბლებს ეცლებოდა მთვარე წყნართან ერთად,ცოტა თავადური…
ზეცას უფრო-უფრო აჭრელებდა, წვრილ-წვრილ ვარსკვლავების ელვარება, ლექსის მოლოდინში დასტყობოდა, მტკიცე არაგვსაც კი მღელვარება…
ლექსებს მოჰყვებიან ხევსურები, მერე ჭიქებს ხმაურს აუგებენ, თითოს გადაჰკრავენ არაყიანს და,ლექსებს უკეთესად გაუგებენ…
ღამეს ილეწავდნენ ლექსად, ლექსიც არაბულებს ჰგავდა, ცოტა ხევსურული რითმა, სტრიქონს მადლიანად ჰყავდა…
ფეხზე წამომდგარან კლდენი, მთებიც პოეზიას ჰყვარობს, ყვავილტ გაუსჰლიათ მხრები, ლექსიც მსმენელებით ხარობს…
და მეც მართლა ვყვარობ ღამეს, როცა არაბულებს ვხედავ, თან ორ მართლა პოეტ კაცთან ლექსის წამოძახილს ვბედავ…
|თემო არაბული |
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:28 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ●●●
ღვერა-ღვერა დაგილაგო ლექსები, კალმის წვეროც „მოსაწკეპი“ გამიხდეს, ვიოცნებებ, – მოდი, ვითომ ვერც ვხვდები, ისევ მასზე, რაც არასდროს ამიხდეს.
ხან ვიფიქრებ, დავთმო ყველა ოცნება, შევერიო ამ ცხოვრების სიბილწეს, მაგრამ სული მერე თავთან მიჩივის – ეს ხევსური, ჰეი, საით მიიწევს?!
ხელის მტევნებს შევაჩვიე ჭიქები, ქუჩა-ქუჩა, ხეტიალი დამჩემდა, დღეში თითქმის მთელ სამყაროს ვხვდებოდი, ღმერთის გარდა კი ვერავინ მამჩნევდა.
ფულად მხოლოდ შემრჩენია ხურდები, სამათხოვროდ ხელი არა მნებდება, ხან ვიფიქრებ, ერთი ტყვია და მორჩა, მერე ისევ ლექსი დამფიქრჩემდება.
არა მტოვებს ჩემი მთა და არაგვი, სულში ისევ რაღაც რითმებს ალურჯებს. მოვიკითხავ, ფურცლის ნაგლეჯს კალამით, ანუ – ერთი არაბულის საუნჯეს.
მერე ისევ სულ ყველაფერს გადავდებ, ერთი წუთით, ერთი კვირით, ან კიდევ… ფეხს წამოვდგავ ამ ცხოვრების დაყრდნობით, და მარჯვენავ – ჩემი გუდა ამკიდე.
არავისი ქვეყნად არ შემშურდება, მე ასეთი შევიქმენი ეპოქა, არ ვიდარდებ, თუკი ვერსად შემამჩნევთ, შესამჩნევად, მთა და ღმერთიც მეყოფა.
მივაკვლიე, კვლავ ცხოვრების ალაგს და, მოდი აბა, გადამივსე ეს სური, ვისაც მოგწონთ, რავი თუკი მიიღებთ, ლექსებს გჩუქნით, ჭიუხების ხევსური.
|თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:28 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ეშმა და ხევსური *** -შამო, გაგიღე კარები აქ მასულ, რახელ გაბრუნა, ისეთა არაყ დამიდგა ეშმაკიც უნდა გაბრუვა.
ცელი კარებთან მიჰყუდე, მე შიში არა მქონია, მოდი სუფრასაც გაგიშლი, ვიტყვი,- შინ ეშმაც მყოლია.
ტაბლას მაუჯე ყროლაო, ღამე ვიმტვრიათ ზევსური, ერცხვაის ჭიქებს ვლეწავდათ, ერთი ეშმა და ხევსური.
ღამე დილისკენ ვათრიათ გონიც უკუღმა ტრიალებს, -ეს უშნოდ, რქადაგრეხილი, რა კარგად მიცლი ფიალებს.
ჩემსკენ მაიწი მახინჯო, რქაზე წაგავლო ხელია, ძირიდან უნდა გამტვრიო კაი ყანწების ფერია.
უნდა არაყით გავავსა და სულ ერთ ყლუპად ვაქციო, დაგატყვრეცია თვალები, კაცთ უნახავად გაქციო.
რა იყო, რა წარბ შამიკარ? ხო იცი? ვერას დამაკლებ, განა რად მინდან ეგ რქანი მართლა კი არას დაგამტვრევ.
ადე!!! დრო დადგა ეშმაო, ეხლა საშენოს წავიდეთ, ბლომად სავალი მოგვიძღვის, სანამ ქვესკნელში ჩავიდეთ.
იქაც რაადამ მწადიან, ჩემ წესებ უნდა გიმყაროთ, ისე დაგხადათ, ეშმანი აკეთოთ, რაიც გიბრძანოთ.
მონად გიხადოთ ხავსურმა, არაყი გაწურინოთა, „ქვაბებს“ სხვა აზრი ვუსახო სულ ხინკალ გადუღინოთა.
თქვენ მბრძანებლი „სატანა“ ცრემლად დაღვრილი განახოთ. ერთად ამდენი ურჯულო რჯულიანები გაგხადოთ..
|თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:28 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ისევ უშენოდ *** ისევ უშენოდ თენდება მთაში და მხოლოდ მთები მიწამლებს ამას, ოხ,როგორ მინდა იმ ლამაზ თმაში ვეფერებოდე საყვარელ ქალას.
დილას აწვება ღამის ლანდები მაგრამ გზას მაინც უთმობენ დილას, რიჟრაჟს კვლავ არყით შეუყვარდები ბებოც ჩამიყრის ხორციან ხინკალს.
თენებას ვხვდები „ჭაჭიან“ ბოთლით ვუცქერ დილა რომ სიბნელეს იყრის, მე უშენობამ დამარქვა ლოთი თითქოს არც გჯერა,ამ ლოთის სიტყვის….
მთებსაც თანდათან ეძლევა ფერი და მთვარეც მიდის ზეცის კალთიდან, არ ვიცი ალბათ ტაეპებს ველი ამოქარგულებს ჩემი კალმიდან…
ვარსკვლავნიც ნელა ქრებიან ცაზე და „ჭიუხვები“ ჩნდებიან უფრო, ერთი ხევსური დავდექი გზაზე ღმერთს ამ მთებისთვის სანთელი უნთო….
სახევსურეთოს უგვრძნია ვხედავ, რომ აღარ არის სამაყარო შავში, ჩემი არ ხარ და მაინცა ვბედავ გითხრა წამოდი ახლავე მთაში!!!
და ყველა რიჟრაჟს შევხვდეთ ჩვენ ასე შენ ნეტარების ხმაზე მღეროდე, თან ლოთის ჭიქა არაყით ავსე მერე ლოთისგან ლექსებს ელოდე…
ამ დღესაც ასეთ ფიქრებში გავლევ და ამ ღამესაც შევხვდები ბოთლით, აბა მოიტა ამ ერთსაც დაველევ მე…უშენობამ დამარქვა ლოთი.. |თემო არაბული|
***
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:29 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი პოეტი *** შენი პოეტი,–ისევ ცოცხლობს მუზის ამარა, და რითმებს კერავს,რითმებს თითქოს გულში დაგლეჯილს, შენი პოეტი,–ისევ ცოცხლობს ფიქრის ამარა, მისი საუნჯე?–კალამი და ფურცლის ნაგლეჯი.
შენი პოეტი,–კვლავ შენზედ წერს,ლექსებს მოგიძღვნის შენი პოეტი,–მთლად ქცეულა შენზე ფიქრებად, შენი პოეტი,–შენთვის ქარგავს ლამაზ სტრიქონებს და შენ ჩაგაქსოვს სიყვარულის ლამაზ რითმებად.
შენი პოეტი,–ლამაზ ვარდებს გადრებს,ლამაზს, შენი პოეტი,–შენზედ აშლის ოცნების აფრებს, შენი პოეტი,–ყოველ ღამე მოვა შენთან და მოგიყვება,ყურში,ჩუმად,ჩურჩულით ზღაპრებს.
შენი პოეტი,–ციდან წყვეტავს კაშკაშა ვარსკვლავს, და შენ გიგზავნის,შენ,ერთადერთს ამ ლექსთან ერთად, შენმა პოეტმა ხომ გიწოდა ლამაზი ქალი, და თან შეგრახცა თავისივე პატარა ღმერთად.
შენი პოეტი,–მთელ იმედებს შენზედ ამაყარებს, ის შენით ცოცხლობს და იცოცხლებს კიდეც მარადის, შენი პოეტი,–ლამაზ ლექსებს კიდევ დაგიწერს და, ვერასოდეს გეტყვის იგი,–აბა ნახვამდის!.
„–გთხოვ,მაპატიე უფალო,და შენც, ზემოთ პოეტი ვუწოდე ჩემს თავს, ეს მხოლოდ ლექსის რითმად ჯდება და სულაც არ ვფიქრობ“პოეტი“მერქვას“ |თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:29 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** გადავაშორე *** გადავაშორე ჭიქას სისველე, სიფხიზლეც უკვე წარსულს ბარდება, ვხვდები თანდათან ერთი ქალშავა უფრო და უფრო ჩემში ქალდება.
არ ვიცი როგორ მხიბლავს რაიმე, მთიდან გამოფრენილ არწივს, გრძნობებს გადმოვაქცევ წვეთად, მასაც არაყივით დავცლი.
მერე გაუყვები რელსებს, ხალხი სიმთვრალეს რომ არქმევს, და თან მოგიყვები ლექსებს, გულიც პოეზიას აქებს.
გზებზე დაბრკოლებეს ველი შენსკენ დავადგები შავ გზას ხევსურს დამეკარგა ფერი, ქალი ჯადოქრობას მალავს..
ჭიქას აღარ უჩანს ძირი, ღვინოდ იღვენთება,მთვარე მიყვარს აკრძალული ხილი, ყანწად გავსებული ღამე.
შავი დალალივით დილას, ბნელი მოაყარეს ბეჭებს, ვტეხავ ჩემი ლექსის ქილას გაყრი პოეზიის შხეფებს..
მთვრალი ხეტიალობს ჩემში სხვაგან წასასვლელი არ აქვს, გულით დამაქვს შენზე ლექსი ხედავ???რამდენი რამე დამაქვს,,,
*** მე შეგიშვებდი ოცნების ზღვაში გაგაყოლებდი მაშველად ფიქრებს, ჩემში გრძნობებით ტივს აგიგებდი შეგიკერავდი ტალღებში რითმებს.
გალაკტიონის ლურჯა ცხენებით შემოგაფრენდი კლდეთა ბილიკებს, და შენს სახეზე გამოვსახავდი ჩემს საოცნებო ლამაზ მიმიკებს…
გახსოვს?იმ გეგემებს როგორ ვხატავდით რომ შევხვდებოდით რა უნდა გვექნა, ჯერ მაგრად უნდა ჩამხუტებოდი მერე კი შენთვის ლექსები მეთქვა…
ლექსების მერე კვლავ ჩახუტება და ერთმანეთის გულების სმენა, მე უპრინცესო ცხოვრებას ვძულობ და სიყვარულზეც დავკარგე რწმენა….. |თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:30 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ღმერთის დარიგება *** ღმერთი–ჰეი!ხევსურო რას სჩადიხარ,ისევ მასზე წერ? არ ვიცი ბოლო ნუთუ მართლა არ უჩანს ამას, ნეტავ ასეთი რა თვალების მნახველი გახდი, თავს არ ანებებ,იმ პატარა ხევსურის ქალას…
ასე მოგხიბლა როგორ თვალებმა, რომ მთელ სამყაროს,მაგ თვალებს ჩუქნი, ახლა კვლავ ლექსის წერას აპირებ, მაგ ლექსაც ვიცი მაგ თვალებს უქმნი…
ნუ გავიწყდება თუ საიდან მოგდგამს ფესვები! ხანდახან ლექსებს სამშობლოზეც უნდა რითმავდე, მერე რა მოხდა,რომ თვალებმა გული გატკინეს ხევსური ხარ და ყველა ტკივილს უნდა იტანდე…
შენი ლექსები უნდა წერდნენ მაგალ ჭიუხვებს შენი ლექსები უნდა წერდნენ თოვლიან მთებზე, და შენ კი ყველა ლექსში თვალები მოგყავს ყველა სტრიქონში ლაპარაკობ ბზინვარე თმებზე.
მითხარი რატომ!ნუტუ მართლა არა აქვს ბოლო? ნუთუ ამ ქვეყნად მაგ თვალების ქებად მოხვედი, ჰეი ხევსურო მგონი ხედავ კითხვა დაგისვი, და ჩემს კითხვაზე მცირე პასუხს მაინც მოველი
ხევსური,–არ ვიცი ღმერთო,რა გგონია,მე განა ვიცი ჩემს გულს ეწვია ეს გრძნობები დაუკითხავად, ვეღარ ვჩერდები,ის თვალები რომ არ ვადიდო ვეღარ ვჩერდები იმ ტუჩების გაურითმავად…
ვიცი ღმერთო რომ არა მაქვს ამის უფლება მაგრამ ხანდახან უფლებებიც გვერძე იდება, მითხარი რა ვქნა თუ კალამი კვლავ წერას ითხოვს თუკი გრძნობების გადმოცემა ლექსად მინდება…
არ ვწერო?რატომ დავიმდურო ღმერთო კალამი? რატომ არ ვხატო,იხატება თუკი რითმები, არ ვიცი ღმერთო,მე ჩემ თავსაც ვერა ვცემ პასუხს რატომ დამჩემდა სამუდამოდ თვალთა ფიქრები…
არ ვიცი არა!მე თვითონაც მართლა არ ვიცი, ნუთუ ყველა ლექსს ლამაზ ქალზე უნდა ვქარგავდე ვიცი ღმერთო რომ მეც ლამაზი კუთხის შვილი ვარ, ხანდახან ლექსებს სამშობლოზეც უნდა ვქარგავდე… |თემო არაბული| ***
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.06.2015, 15:30 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუკი *** თუკი ტუჩებს შეეხება ტუჩები თუკი ლექსით გეტყვი,მე შენ მიყვარხარ, თუ საჩვენოდ განვალეგე ქუჩები ეს ნიშნავს რომ ჩემი ხარ და მიმყავხარ.
მიმყავხარ და მიგაბარებ მწვერვალებს თავზე ნისლებს წამოგიფენ ფარივით, მე ხევსური?შენც ხევსური გახდები ვერ იცხოვრებ ქალქელი ქალივით.
მიმყავხარ და თუნდაც წუთით ლამაზო არ იფიქრო ღალატი და რაიმე, შენ მიყვარდე შენ გიწერო ლექსები სხვა უკითხო?? მაშინ მოვკვდე ვაი მე….
მიმყავხარ და, დაივიწყე ქალაქი ჩემში სახლობს ამ თბილისის ფობია, მოდი გულზე მოგიხატო სტრიქონი იცი ალბათ წერა ჩემი ჰობია….
მიმყავხარ და,კაბას სიგრძე უზარდე ფრჩხილებს ლაქი მოაცილე ფაქიზად, მე ჩემს წესებს,წამოგიშლი უმთავრესს მე უწესო სიყვარული არ მინდა…
მიმყავხარ და შეგაყვარებ შენც ღამეს ცაზე ვარსკვლავს გადმოვითვლით როდესაც, ბედს მადლობა ჩვენ რომ ერთად შეგვყარეს და ვნანობ რომ არ მიყვარდი ოდესღაც..
გპირდები რომ თანასწორნი ვიქნებით ვერსად ნახავ ბატონობას კეისრულს, გთხოვ უბრალოდ მთისკენ მართე ფიქრები დაგავიწყებ ოდნოსა და ფეისბუქს..
მიმყავხარ და ერთად წავალთ მთებისკენ ახლა მუცოს,შატილს,არხოტს მიბარდი, შენი არ ვარ და მე მაინც გეტყვი რომ მიმყავხარ და,მიყვარხარ და, მიყვარდი..
და ამ ლექსაც გადმოწერამ უმართლა გამოვიდა ცოტა ალბათ მზეკრული, შემარცხვინეთ თუკი მართლა ოდესღაც სიყავრულის მონა გავხდე ხევსური..
|თემო არაბული|
***
|
|
|
|