ალუსი ალლა
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.05.2018, 18:26 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ალუსი ალლა
ჩემი თორმეტი
თორმეტჯერ უფრო იოლია ახლა სიკვდილი, მე თორმეტთაგან თორმეტივე ღამემ გამყიდა, ვდგავარ უდაბნოს სიცხეში და მზეებს მივტირი, ჰო, ჰაშიშიდან, კუმისიდან, გნებავთ არყიდან,
იბადებიან სტრიქონები არც არავისთვის, არც არავისი თანაგრძნობა ახლა არ მინდა, მთელი ეს ტვირთი რა ბევრია ერთი ქალისთვის, რა ძალა გინდა ყოველ თორმეტს შეხვდე თავიდან.
ტანზე შემშრალი უშენობის მხურავს მანტია, მკლავზე მიბმული ფალკონივით ზეცას მივკივი, ჰო, დედაჩემო, მე თორმეტი დამღა მატყვია, და ცოცხალი ვარ, არა არის რადგან სიკვდილი!
თორმეტჯერ უფრო იოლია თუმცა კი ახლა…
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.05.2018, 18:27 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკალას!
არყის სუნი აქვს ნიკა ძია მაგ შენს ჩაიდანს, ორთქლივით ზეცას შეეხიზნა ყველა სიამე, აღარ არსებობს გზა,რომელიც სხვა გზით წამიყვანს, მე დასასრული დიდი ხნის წინ გამოვიარე.
წილი სხვისია ნიკა ძია მიწის მაღლიდან, მე მიწის ქვემოთ კიბის არა,კუბოს ქვეშ ვგდივარ, დედაჩემია საფლავის ქვას თავს რომ ახლიდა, სხვა არაფერი მარტო მისი ცრემლები მტკივა.
ისევ ძლიერი რწმენა დამაქვს მიწის ქვეშეთშიც, ისე დამაქვს რომ მიწას გულზე არა აქვს წონა, მთვარის კოშკები გათენებას რგავენ მეჩეთში ჩემი მამაოს თვალებიდან მიყურებს მოლა.
ყოველღამით რომ კრიალოსანს ათვლის ვარსკვლავებს...
მკვდარი ვარ მაგრამ,განა მკვდარი რამდენს აიტანს, როცა დღითი-დღე სამიკიტნო ხდება ხალასი, არყის სუნი აქვს ნიკა ძია მაგ შენს ჩაიდანს, ჰო და დაასხი!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.05.2018, 18:27 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მირაჟებია
მირაჟებია, რომ ზამთარი მოვა და წავა, რომ ღამეები განშორებით იტანჯებიან, არსებობს მხოლოდ გარდასახვის სულ ერთი წამი, სხვა დანარჩენი ყველაფერი მირაჟებია. მირაჟებია: სუიციდი, სისხლი, ომები, რომ პლანეტები ვარსკვლავებად იფანტებიან, არ დაიჯერო ან მე დავრჩი, ან შენ მტოვებდი, მთელი სიკვდილის რიტუალი მირაჟებია. მირაჟებია, რომ იფარავს მკვდრებს შავი თალხი, თვითონ ეს ქვები, სადაც მკვდრები იხატებიან, ყველა პრიმატი პრიმიტიულს ჯერდება რა კი, ეს აწყობილი სტრიქონებიც მირაჟებია. ეს შემოდგომა ძოწისფერი, ზეცა სადაფის, მაგ მუქ-ქარვისფერ თვალებში რომ იკარგებიან, მთელი ღმერთი და უღმერთობა მხოლოდ აქ არის, სხვა დანარჩენი ყველაფერი მირაჟებია.
|
|
|
|