ირაკლი დეისაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 16:35 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წინაპრის საფლავთან
ჩავრგე, მიწის სიღრმით ვფესვე რა კიჩირი, ვხვდები წინაპარო, კმაა შენი სული. ობლად გაზრდილი ვარ, ხოდა მას გიჩივი, მიტომ ვიარები ასე შენისლული. სიტყვა არ მყოფნის და ლუყი დავმუნჯაობ. მთელი საქონელი ვახ რომ ჭირმა მოკლა. მალე წავალ, იქნებ მიწა ვამუშავო, გაიავდრიანა და თუ წვიმა მოყვა, ცოტა მოსავალიც მოვა მადიანი... აი საოცრება, ღმერთო მომკალი და ჩვენი ეზო კია ძალზე მადლიანი, გვალვის ნაჩრდილარით მაინც მოყვავილდა. ეხ, დღეს კიდევ ერთი წავა მეზობელი, უფრო ქალაქისკენ იწევს ეს თაობა. ტურებს შემორჩებათ მალე ეს სოფელი, შრომა არვის უნდა, ხო და ლოთაობა უსაქმურობისგან ბიჭებს დაუწყია, მითხრეს ერთი-ორჯერ: ,,წამო დავლიოთო"... ვუთხარ: ,,რადროსია? კოხი დაუყრია, ყანას მივალ, რომ იქ საქმით გავიოფლო". ისე დაგვსეტყვა, რომ თითქმის ოთხი კვირა წელში გაწყვეტილი ვენახს ვესარჩლები. ახლა ამინდია, ზეცა მოთოკილა, გაგეცინება და ცასაც ვევაჭრები. წავალ, შენს საფლავთან კიდევ შევჩერდები, ვირივით ვმუშაობ, არც რა მაქვს სამყოფი, სიმინდს შევურჩიო უნდა ჯერ ჩელტები, მერე მარხილი მაქვს ისევ ასაწყობი. იქნებ გაისისთვის ხარი შევიძინო. კარგა დრო გავიდა ტყვილა ლაყბობაში. ნეტა შემეძლოს, რომ შენებრ დავიძინო, ანდაც გადავქანდე წამით ბავშვობაში.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 16:35 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯვარცმულს
ახლა ტკივილს ტანზე მჭიდროდ შევეცვი, ვცხოვრობ განცდით, ნერვით დამაქვს კელობა, გოლგოთაზე, ღრმად მწამს, ჯვარზე შენ ეცვი, რა საზარი იყო შენი მკვლელობა. ოცდაერთი საუკუნის იქით ვარ, უკანასკნელ ჟამთან ახლოს მდებარე, გაკვირვებით მითხრა დროის შიკრიკმა, რომ შენც ჯვარზე აცრემლება ვერ მალე, როცა შენი შექმნილისგან მოკვდინდი, იქ სად მრავლად გედგა ხარბი მედროვე. მახსოვს ის დრო, მხოლოდ კაცად რომ გთვლიდი... მაპატიე, ღმერთო, ჯვართან ვერ მოველ, რომ მეკოცნა მიმსჭვალული ტერფები, შენი მზერა, საოცარი, შემეგრძნო, ასე რატომ დაიჩაგრე ვერ ვხვდები, კაცთ გამოხსნა, როცა სხვაგვარ შეგეძლო, ასე რატომ ატკივილდი არ ვიცი, მოიბორე სისხლიანი გოდება. მთელ ოცდაერთ საუკუნეს განვიცდი და სხეულში მინდა ჯვარცმის მოდება, მაგრამ არა, არ ხერხდება შენდენი, არ გამომდის სიკვდილისთვის მუდარა, ახლა დროის შარიათში შემდევი ვნანობ, რომ სხვამ დაგაფარა სუდარა და ტკივილის ტანზე მჭიდროდ ვიკვრები, ვცხოვრობ განცდით, ნერვით დამაქვს კელობა, რადგან ვიცი დღემდე ჯვარზე მიკვდები და ჩემს მხრებზეც არის შენი მკვლელობა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 16:36 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხმა გაქვს ეპოქავ
სხვა არის უფრო, უსინათლო კაცის ტრაგიზმი, სხვა არის გლოვა, სხვა სილაჩრის მძაფრი არია, ყოფაზე მეტად, ეს ქერეთი არის სადიზმი, სიკვდილის შიშმა ამიტომაც ხელი დაგვრია.
და სანამ ზეცა მოიქუფრავს და ღრუბლებს გაშლის, განვძარცვოთ ფიქრებს სამოსელი- ჩაგვრა ზანგელა, თორე ლოდინი ისტორიის ფრაგმენტებს წაშლის, ე, იმ ფრაგმენტებს, მტერთან ბრძოლა სულ რომ ახელა.
დაანგრევს შვილთა მომავალსაც ბაძვის გრიგალი, ბაძვის,რომელიც საძრახია, სიძვის ბეღელი. ჩვენ თუ არა ვართ, მაშ მომავლის ხიდი ვინ არი? ხმა გაქვს ეპოქავ და სიმღერას შიშით ვერ მღერი!
ვერ მღერი, რადგან ფუფუნებამ გული მოგპარა. ყველასთვის, ყველგან მკვდარ ძაღლივით რისთვის გაცივდი? წარსულის სისხლი სიდუხჭირემ როგორ მოგბანა? აღარც სამშობლო, არც ღირსება, ძლიერ დამცირდი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 16:36 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხარაკირი
მოვიკლა თავი, სუიციდი კლავს მისტერიას... ბავშვობა მინდა, არ განცდილი დრამად-ის წუთი, ჩემი ზმანება საიქიო, ღრმა ცის ტევრია, აქ მბოჭავს დრო და შინაგანი გლოვით მივმწუხრდი.
ადვილია და ყველა შეძლებს ჭირში ხარაკირს. ლხინი ისეთი სიშორეა, როგორც სივრცე და ნანგრევებს ვეძებ თავშესაფრად. შოვნად აღარ ღირს ბედნიერება, ანდაც მასზე ხარბი მიცვენა
რა ბედენაა? განა რაა მასში სიუხვე? სიხარულია დაუსრულო აწმყო-არ გავა... ჯობია სიკვდილს მოსასვლელი მხარე მივუხვდე, თორემ ცხოვრება უმისობამ მიანაგავა.
ვახ, რომ მძიმეა, ვერ ხვდებიან ჩემსას. ახლა კი აზრის ნამცეცებს ვეზიდები სულის საძღომად, ღმერთი ვიცი, რომ არ გამწირავს ნაღდად ხარაკირ შეუსრულებელს და თუ მკვდრეთით მელის აღდგომა,
დაე ცხოვრებას გამოვფატრავ გამომძღარ სტომაქს! სისხლისგან დაცლილს მაინც გულით მიჭირავს ხელში მე უკვდავება, ზვარაკივით, ნატანჯი მომაქვს ოღრო-ჩოღროზე, რომ სადგომი ვიპოვო ღმერთშ
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 16:36 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წმ. ბერ გაბრიელს
მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია, ზედ წარწერა- იცხოვრა დაუსრულო დიდებით, მისი გული უბრალო, მარად ღმერთის სახლია, ვერ გატეხეს ტანჯვით და ვერც ცრუ გადაბირებით.
მისი ცივი სხეული,მისი სულის აკლდამა, ზედ წარწერა- ნიჭივე იმსახურა, სახურავ გადახდილი დახურა, გაუკვალი გაკვალა და მიწის ღრმა ალერსი მართლაც დაიმსახურა.
მისი ცივი გონება, მისი ფიქრის სასახლე, ზედ წარწერა- იპოვა მისტიური ქარტია, სადაც მონათმფლობელთა არ დატოვა ნასახი, მისი გონიც ჯვარცმულის საუკუნო სახლია.
მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია, ზედ წარწერა- ის ღმერთმა შეიწყალა, საკლავი არ დაუკლა, რადგანაც მასში ღმერთი მარხია და თვით ღმერთის საყდარი არის მისი საფლავი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 16:39 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წინაპრის საფლავთან
ჩავრგე, მიწის სიღრმით ვფესვე რა კიჩირი, ვხვდები წინაპარო, კმაა შენი სული. ობლად გაზრდილი ვარ, ხოდა მას გიჩივი, მიტომ ვიარები ასე შენისლული. სიტყვა არ მყოფნის და ლუყი დავმუნჯაობ. მთელი საქონელი ვახ რომ ჭირმა მოკლა. მალე წავალ, იქნებ მიწა ვამუშავო, გაიავდრიანა და თუ წვიმა მოყვა, ცოტა მოსავალიც მოვა მადიანი... აი საოცრება, ღმერთო მომკალი და ჩვენი ეზო კია ძალზე მადლიანი, გვალვის ნაჩრდილარით მაინც მოყვავილდა. ეხ, დღეს კიდევ ერთი წავა მეზობელი, უფრო ქალაქისკენ იწევს ეს თაობა. ტურებს შემორჩებათ მალე ეს სოფელი, შრომა არვის უნდა, ხო და ლოთაობა უსაქმურობისგან ბიჭებს დაუწყია, მითხრეს ერთი-ორჯერ: ,,წამო დავლიოთო"... ვუთხარ: ,,რადროსია? კოხი დაუყრია, ყანას მივალ, რომ იქ საქმით გავიოფლო". ისე დაგვსეტყვა, რომ თითქმის ოთხი კვირა წელში გაწყვეტილი ვენახს ვესარჩლები. ახლა ამინდია, ზეცა მოთოკილა, გაგეცინება და ცასაც ვევაჭრები. წავალ, შენს საფლავთან კიდევ შევჩერდები, ვირივით ვმუშაობ, არც რა მაქვს სამყოფი, სიმინდს შევურჩიო უნდა ჯერ ჩელტები, მერე მარხილი მაქვს ისევ ასაწყობი. იქნებ გაისისთვის ხარი შევიძინო. კარგა დრო გავიდა ტყვილა ლაყბობაში. ნეტა შემეძლოს, რომ შენებრ დავიძინო, ანდაც გადავქანდე წამით ბავშვობაში.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 17:04 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერილი სიმარტოვის საცოლო ჩემს საცოლეს
ათას განსაცდელს გადალახავს ჩემი კრიპერი... მომენდე ჩემო, გრძნობას მსგავსად არსად უვლიან. კარგად იცი, რომ არც ქლესა ვარ და არც პირფერი, დროს ვითხოვ ცოტას. გრძნობა სევდით დაბურულია
და სისხლი ჩემი გაყინული. შენი ენდალმა ახლაც მაქვს ხელში. გული, როგორც სისხლის ტურბინა, ამჩქარებია. სიზმარია ჩემი შენდამი ისეთი, რომ თვით სუიციდმა შემოურბინა
ჩემს კუბოს გარსს და უსასობამ დახსნა დაფიონ- შესხმული სივრცის დარაბები. ასჯერ მითქვია- ჩემი ფიქრები სიღრმეების ფსკერზე დაქრიან, ალბათ მზის ჩასვლაც მათი დიდი ჩანაფიქრია.
ვერ დავყრი ფარხმალს, ჩემმიერო, მაქვს რა იმედი, ვკოცნი შენს თითებს, დამჩნევიათ ძლიერ ასოებს, მე, ამ სიგიჟით, იმ ქმედების ზღვარზე მივედი, რომ მთვარეს ვკლავდი, მიმკრთალებდა ღამით ნაქსოვებ
დუმილს, უკუნს და მერე ყეფდა, როგორც აისი. რაც ხდება ჩემში ვერ აღწერეს ალბათ სიტყვებმა, მაგრამ თუ წახვალ, სიბრალულით გული აივსე, მე ნუ მეტყვიან - სიმარტოვეს ცოლად მიყვება..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 17:57 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ირაკლი დეისაძე - ფოტო ირაკლი დეისაძე
პოეტი ძვირფასო, მზეც მოკვდა შენსავით..
ათასჯერ გითხარი, თვალები ქუთუთო-ფარდებში დამალე, მზე იწვის შენსავით, მოწამლულ სივრცესაც მინდა, რომ ვუწამლო, ვერ ვნახე წამალი, გზა მიდის ვერსაით.
ნაღადრი ღალატი, ნაქები მიმწუხრის მონსტრებით, განა რა გრძნობაა? ღმერთკაცის სიკვდილის რატომ ვართ მომსწრენი? თუ ღმერთის გმობაა
აზრი, რომ უფალი მოვკალით მარტივად, ეს არის, სირცხვილი... ადამიანი, ცხოვრების ბატონი-ნამდვილი სატირა და აზრის შიმშილი.
სიფიცხე მაკვირვებს სულწასულ ღამეთა, მე, ვუცდი ალიონს, ის, რასაც სამყარო წყვდიადი ჟამისას დალევდა, მთვარეს სურს დალიოს.
ძვირფასო, სიცოცხლე მეც დამიღამავეს, ვიწვოდი მზესავით. თვალებმა ხატება შენი ვერ დალანდეს, მზეც მოკვდა შენსავით...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 18:16 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხოვრება წლების მორგია
გოდება სუნთქვამილეული ავიდა ცამდი, საუკუნეებს გაემიჯნა წლების დინება... იყო დრო ღმერთო, როცა გულით უფრორე მწამდი, ახლა ჩემშია მადლის უხვად გამოდინება. ახლა ჩემს თავსვე მე დავუდგი ძუნწმა ღორგია. არ მინდა ვნახო ამ ქაოსის შედეგი მძიმე. სასრულია და ეს ცხოვრება წლების მორგია, ჟამია–მალი დაბერება, უაზროდ მცირე... შეეტყო გრძნობას სისპეტაკის გასვრა და ოხრავს, მიჭირს, რამდენჯერ შევაჩერე მოდება ნათლის, ეს განცდა, ამ ხორცს ნელ–ნელა და ტკივილით მოხრავს და სული გასვლის დროს წამების სიმცირეს დათვლის.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2018, 18:19 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ირაკლი დეისაძე
პოეტი ცხოვრება არავის პატიობს..
სად ეძებ დიდებას, სად ელი ქებას და სად მარხავ სტატირებს?! აქ ხშირი სტუმარი, დიდების მაგიერ, ფურთხი და ნერწყვია, რა მიწა გაგაძღობს? ხომ ხედავ ეპოქა მიღმეთსაც ატირებს, არ ესმის სიწმინდე, არ აზრობს საერთოდ, უვადოდ ბერწია. რა წუწუნს მიპრავებ, არ გახსოვს? წარსულში დერეფანს სარჟავდი! ახლა ამ დერეფანს შენ თვითონ გადიხარ და სხვაგან უნდება შენს აწმყოს ბერება. ვაი, რომ ლალუკი ნეხვივით დაჟამდი და სწუხხარ ბებერი. დრო-ჟამის სიყალბე უკან არ ბრუნდება. ხვდები, რომ ვერც აწმყოს, ვერც წარსულს მომავლით ვერაფერს ვერ შველი, ტკივილი დიდია, ზღვა მოგონებები მინაზე ბასრია, ვაი, რომ ცხოვრებას ასეთი ლაჩარი მისხალ არ შეშვენი, მაგ შენი ნაკვალი სიმცირით მიწეთი ღვთაებას დასვრია. რად გინდა დიდება, რა ჭირად გარგია ამდენი სტატირი?! ხომ ხედავ დამდაბლდი, დამბლა და კანკალი ერთობით გაგიჟებს, მოეშვი მაგ წუწუნს, მოეშვი მაგ ოხვრას, ეს დედა ნატირი ცხოვრება არავის არასდროს პატიობს დამშეულ ნაბიჯებს.
|
|
|
|