ვახტანგ ჯავახაძე
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:17 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზღვას მიუსაჯეს დუმილი...
ზღვას მიუსაჯეს დუმილი, მთვარეს _ ღრუბლების კატორღა, ნაპირთან დარჩა კატარღა და ერთადერთი კატაღა...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:17 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ტელეფონების წიგნაკში"
ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა, ვით მავანთან და მავანთან - გულის გახსნა და გადაშლა, რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი, რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში. მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია, რომელიც მეხსირების სასაფლაოზე მარხია. რაც უნდა გაწონასწორდეს წლების და წლების ბალანსი, არ იწურება ლიმიტი - დარდის და დარდუბალასი. რაც უნდა მოვილხინო და რაც უნდა წავიგურმანო, ხელი არ მემორჩილება, არც - გული, ჩემო მურმანო: აბასთუმნის ტყეები, ხუდადოვის ხედები - ანტისამოთხეები ანუ ჯოჯოხეთები: დანომრილი ხეების და დათვლილი დღეების ტყეში მივეხეტები.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:18 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემომაბერდნენ ლექსები, ჩარითმეს წიგნის არშია: ეჰ, ჩემი უმრავლესობა უკეთეს ქვეყანაშია. თავისუფალთა ზონიდან მივდივარ ნაცნობ ნაძვებთან, გამიწყრა ტელეფონი და სალამი გამინაწყენდა. ასაკმა დამისურათა ოთხივე აღმოსავლეთი: ვარსკვლავთა დიქტატურა და გაქვავებული სალუტი. ვარამი შემომეყარა, გრძელია მისი არსება, უარესების ქვეყანა ვარსკვლავებს ეთამაშება.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:19 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარავის სჭირდება მკვდარი პეიზაჟი: რა კაცი ხარ, ჩიტები გაგიფრინდნენ ცაში. ვიცი, აღარ დათვრები, რომ აიღო გეში: რა კაცი ხარ, დათვები დაგემალენ ტყეში. ვეღარც უკეთესების ნაფეხურებს წაშლი: რა კაცი ხარ, თევზები გაგიცურდნენ ზღვაში. ცის და მიწის კიბესთან ცისარტყელა გენთო... ყველა შენ გაგირბის და მე როგორღა გენდო?!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:20 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტრიალებს და ტრიალებს წუთისოფლის კორიდა, წლების მერიდიანებს ითვლის: ერთი, ორი და...
საკენკს გვიყრის წიწილებს, შეგიტყუა შორიდან, საათივით ციმციმებს გული: ერთი, ორი და...
მაჩუმებს და მარჯულებს ეჭვითა და ჭორითა, უხილავი მსაჯული დამდევს: ერთი, ორი და...
თავზე მადგას უფალი, ჩემი ჯერიც მოვიდა, ჩემი წუთისოფელიც ჩქარობს: ერთი, ორი და...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:21 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დეკაბრისტები ებრძოდნენ ცბიერ მესაჭეს, გული ეწვოდათ უცეცხლოდ... ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი დასაჯეს... სიცოცხლით.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:21 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მანეს იასამანთან და მონეს იასამანთან მზემ გოიას საქანელა გაჰკიდა და გამართა. ხოკუსაის მთებზე ენთო კოროს შარავანდედი, იღვიძებენ ვან გოგის და რენუარის ვარდები. არც როდენის ქარი ჩანდა _ უთავისებურესი _ არც ვრუბელის ღრუბელი და არც რემბრანდტის ბურუსი. ორი ფერი ბატონობდა შერწყმით და შეთავსებით: ხან სეზანის ფორთოხლები, ხან მატისის თევზები. ველასკესის მეძებარი აღარავის უყეფდა, ფიროსმანაშვილის შველი იდგა რუსოს მუხებთან. დორეს ედემს ფერს მატებდა _ ტინტორეტოს ედემი, ვერონეხეს ლაჯვარდები და პიკასოს მტრედები. გადაევლო ცას რუბენსის ცისარტყელა ხალასი, ბოტიჩელის გაზაფხული შედიოდა ძალაში. შემოვიდა ცხრა ნაცნობი და ბაღს დაეპატრონა ტიციანის მადონა და ვან ეიკის მადონა და ვან დეიკის მადონა და ბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს, ჯოტოს, მიქელანჯელოს და რაფაელის მადონა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:22 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უნდა მივატოვო "კაბაკები", უნდა შევაგროვო კაპიკები, უნდა გიყიდო მე შენ ია და მოგიტანო მე შინ ია, - არ მეშინია გაფიქრების, არ მეშინია ჩაფიქრების, - გადაფიქრების მეშინია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 01:23 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გავუსწორე ხასიათი და შვილიშვილს დავემალე, მიპოვნის თუ ვერ მიპოვნის, დამთავრდება დავა მალე. და მე კითხვა ამიხირდა - სარისკო და სავერანო: ამას დავემალე, მარა იმას როგორ დავემალო, ვისაც ჩასაფრებული ჰყავს ცელიანი მცელავები და სამოცდამეთორმეტე სამალავში ვემალები.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:38 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
კარად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...
|
|
|
|