ვახტანგ ჯავახაძე
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:43 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გალაკტიონი
აქვს ფანტაზია ბავშვის ცაში დაეძებს სოროს სამსართულიან სახლში მეცხრე სართულზე ცხოვრობს
ოპერიდან გამოვიდა მარტო (ჯერ შორს იყო მარტი) იუბილარს ეცვა მუქი პალტო (ჯერ შორს იყო მარტი) რუსთაველზე იდგა მარტოდმარტო (ჯერ შორს იყო მარტი) თვალი ფრთხილად გააყოლა ტატნობს (ჯერ შორს იყო მარტი) და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო (ჯერ შორს იყო მარტი) მხოლოდ ჩრდილი მიყვებოდა პატრონს (ჯერ შორს იყო მარტი) დადგა მარტიც, ამაღლებულს, ჩაძინებულ არწივებთან... მთაწმინდისკენ, ნახევარი საქართველო აცილებდა.....
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:45 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
კარად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 08.03.2014, 14:17 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა იცვლება ქორწინების შემდეგ? როგორია კომერსანტის აზრი? - ჩვენ ვყიდულობთ რაფაელის შედევრს, აღმოჩნდება რაფაელის ასლი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.08.2014, 01:36 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი, დაყოფილი დახლებად, რიგებად და უბნებად, გამოკეტილ გალიებს აწყდებოდა ბრმასავით, ჩალის ფასად გასაყიდი ჩიტის თავისუფლება... უცებ ბიჭი გამოჩნდა, რომელიღაც ჩიხიდან, შემოიჭრა ხალხის და მანქანების ხმაურში, შეირბინა ბაზარში, სამი მტრედი იყიდა, გამოვიდა ბაზრიდან და სამივე გაუშვა...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.11.2017, 07:22 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ის დრო, რომელიც თქვენგან გვასხვავებს, სულ არის, მაგრამ ყველასთვის არ ჩანს, თუ მოისურვა, წვეთს გააზღვავებს, და გულს დატოვებს, თითქოს რომ დარჩა.
ეს ალბათობა იქცა კონცეპტად და დროს მიჰყვება მუდამ ცვალებადს, სხვა ვერაფერი გააოცებდა, მაგრამ სიტყვები ექცა თვალებად!
დაჯდა სიპზე და ქვის გაგრძელება, რომ არ ისურვა, ვერ გაამხილა, ის ღვინოსავით გრძნობს დაძველებას და ყველა სიტყვის ერთად ახელას..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.11.2017, 14:12 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჟინი შემრჩა უფრო მეტად წარსულიდან გადმოხედვის, რაც შემეძლო გელოდე და, რაც შეგეძლო არ მოხვედი...
გაილია ისე უცებ წლები, როგორც კვეს-აბედი, რაც შეგეძლო-იკეკლუცე, რაც შემეძლო- შეგაბერდი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.11.2017, 14:13 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდოდა, კიდევ მყოლოდა გოგო, ცისფერთვალება... პეპლებით სულში. მამის თვალები ჰქონოდა ოღონდ, დედის - გული და ფიქრები ურჩი.
ჩამოიშლიდა კულულებს, თამამს, ენიდან - ცელქ და ჭიკჭიკა მერცხლებს, ეყოლებოდა საფიცრად მამა, ენახა თუნდაც ათასში ერთხელ.
მსურდა, ჰყოლოდა გოგონას მხოლოდ მამა, რომელიც არაფერს უშლის... გაიზრდებოდა პატარა გოგო, ცისფერთვალება... პეპლებით სულში.
/ნინო ალადაშვილი/
|
|
|
|