სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაოი სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაოი დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო, ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაოი - თეთრი გედი მღეროდაოი ვაჰ, შენს დედასო!... შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო, შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაოი - თეთრი კაბა წყალს მიჰქონდაი ვაჰ, შენს დედასაოი შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაოი - შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო! - ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაოი - ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო! - ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაოი - საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...