პაულ ცელანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
პაულ ცელანი
verikolatariaДата: კვ, 11.03.2012, 04:39 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
გადაარჩიე ნუშისგულები.
გადაარჩიე, და ყველაზე უმწარესი, ძილს რომ გიფრთხობდა,
მე გადმომეცი.
თვალს რომ ახელდი და ჯერ ვერვინ ვერ გხედავდა, მე შენს მზერას ვეძებდი უკვე
და საიდუმლო ძაფის ბოლოს ჩემსკენ ვითრევდი,
რომელსაც ცვარი მოჰყვებოდა შენი ფიქრების
და წვეთ-წვეთობით ავსებდა ჭურჭელს,
სადაც ესვენენ უცხოთაგან საიმედოდ დაფარული ჩემი სიტყვები.
და იქ პოვებდი შენს ერთადერთ ნამდვილ სახელს, შენად გაჩენილს,
და საკუთარი თავისაკენ უდრტვინველად მიაბიჯებდი.
მსუბუქად ვცემდი ჩემს უროებს მოწკრიალე გრდემლკადონზე შენი სიჩუმის
და შენსკენმსწრაფი ჩემი სმენა
კვდებოდა და გეხვეოდა მკვდარი ხელებით,
მერე კი, ერთად მიმავალნი, საღამოს კვეთდით.
მე გადმომეცი უმწარესი,
გადაარჩიე ნუშისგულები.

გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 18:30 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუნდში ყველაზე თეთრი მტრედი აფრინდა:მყავხარ.
ჩუმად იღება ფანჯარა და კარსაც ათრთოლებს.
ტყე დააბიჯებს ფეხაკრეფით ოთახში ახლა.
ისე ახლოს ხარ, თითქოს დამტოვე.
ჩემი ხელიდან მაინც იღებ ვეება ყვავილს:
ის არც თეთრია, არც ცისფერი,და მაინც იღებ.
არც ყოფილა და არც ახლაა იქ, სადაც ყვავის.
არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ნატვრამ აჯობა იღბალს.

(ზვიად რატიანი თარგმანი)
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость