რეზო თაბუკაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
რეზო თაბუკაშვილი
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 17:49 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
სჯობია მართლაც არამზადა იყო ნამდვილი
- ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.
ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი
-თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო.
რატომ შემიქეს ანთებული ვნება დამთქმელი?
სხვისი აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო?
თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი,
ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მოგვაჩვენონ.
მე იგივე ვარ. და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას,
თვითონ თავს იმხელს მე კი ვრჩები უზიანები.
სულით მდაბლების გარემოცვა მალიმალდება
და მსაჯულობენ თვითონ სულით კუზიანები.
-პატივ აყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ
რომ ცოდვის ბუდედ მოგვაჩვენონ მთელი სამყარო.

უილიამ შექსპირი
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:46 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სონეტი 102
უილიამ შექსპირი

მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი

მე ძლიერ მიყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ,
რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული,
მაშინ მიჯნური სიყვარულით არის მოვაჭრე,
თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული.

ახლა გრძნობები ლექსში ვეღარ სათუთდებიან,
ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი,
შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან.

შემოდგომაზე ბულბულები ღამეს ტოვებენ.
თუმცაღა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს,
ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები
და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაფოს.

მეც ბულბულივით დამუნჯდება ვრაცხე წყალობად,
რომ არასოდეს მოგაწყინოს ჩემმა გალობამ.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость