verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 18:16 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| სიყვარულის ფილოსოფია
ამქვეყნად ყველა ნაკადული ერთვის მდინარეს, ყოველ მდინარეს ელოდება ზღვის სტიქიონი, ზეციურ ტატნობს, ნეტარებით პირ–მომცინარეს, უერთდებიან ტრამალებზე მქრალი სიონი.
არავის აწევს მარტოობა მძიმე კირთებად, განგებამ ყველას მოწყალების თვალით შეხედა. სულდგმული სულდგმულს მიესწრაფვის და ენივთება, მე კი ვერ შევძელ სანატრელო შენთან შეხვედრა....
შეხედებ მთაც კი შესწვდენია ზეცის ბაგეებს, ტალღაც კი ტალღას ჩაჰგრეხია ვნებამორევით, მომდურებულ დას ძმა სიკეთის ღიმილს აგებებს, აღარც კი ახსოვს რომ ახრჩობდა ბოღმის მორევი.
თუნდ ჩამოცალოს მზემ მიწაზე ალერსის თასი, თუნდ მოაფრქვიოს მთვარემ ზეცას ვნების ტბორები. განა ექნება ამ ყველაფერს რაიმე ფასი, მე შენს ბაგეებს თუკი ვეღარ ვეამბორები?!
ალექსანდრე ელერდაშვილი
|
|
|
|