ომარ ხაიამი
|
|
verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 18:30 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** მითხრეს როდესაც გაიხსნება სამოთხის ბჭენი, დაგვხვდება ღვინო,ფერიები,ლაღი და მშვენი, ბოლოს თუ მაინც იმავ საქმეს უნდა ვეწიოთ ვეღარ გავიგე,რაღა არის ცოდვები ჩვენი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.08.2012, 17:00 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
ვინ გადაურჩა უცოდველი დღეების დენას, ვინც არ შესცოდა, როგორ შეძლო მან თავის რჩენა? მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო, ცუდად რომ მიხდი, - შე დალოცვილო, ღმერთი ხარ, თუ კაცი ხარ შენა?!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 27.01.2015, 17:03 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიზმრად ვნახე ვიღაც ბრძენი, მითხრა - "რა დროს ძილიაო? აქ სიცოცხლის ვარდი ჭკნება, ცხადში გადაშლილიაო; ძილში ყოფნით ვერ შეიცნობ მას, ვინც ყოფნის შვილიაო, სანამ დროა, გამოფხიზლდი! - ძილი მიწის წილიაო".
ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ, თავსა და ბოლოს ვერ ვხედავთ და შუაზე დავალთ; არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ, რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ. / ომარ ხაიამი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.02.2015, 00:07 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა მეგობარი გყავდეს, ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს, ვინც კი დაგიზავდეს, იქნებ ხალხში ის გფიცავდეს მეგობრობას ნამდვილს, ნამდვილად კი მტერი იყოს, საქმით დუშმანს ჰგავდეს."
|
|
|
|