ჰაიკუ - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ჰაიკუ
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 18:49 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ჭასთან ბადიას
ღამით სურო შემოხვევია...
მე მეზობლისას მივდივარ წყალზე.

*
თბილი შხაპუნა.
გზად მიდიან და მისაუბრობენ
ქოლგა და ”მინო.” (მინო_იაპონური მოსასხამი).

*
ანკარა წყარო.
უზალთუნები ბრწყინავენ ფსკერზე...
მგზავრს მოწყურებულს შიგ ჩაბნევია.

*
შემოდგომის წვიმა და მწუხრი!
ჩემთან კი არა,
მეზობლისას დაჰკეცეს ქოლგა.

*
ჰოი,განგებავ უმოწყალო!
ამ დიდებული მუზარადის ქვეშ
ახლა პატარა მწერი ჭრიჭინებს!

*
აჰა,საცაა ხე წაიქცევა!
ზედ კი ჩიტები კვლავ უზრუნველად
თხზავენ ბუდეებს.

*
ეს ველები და მთა-გორები
შეუმჩნევლად გაქურდა თოვლმა...
დაცარიელდა უცებ მიდამო.

თარგმანი თამაზ ჩხენკელისა


 
nukriaДата: კვ, 28.09.2014, 18:36 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰაიკუ
***
ამაოდ რითმავს
„ გუგუს“ გუგული _
გაქრა პოეტი.. ***
ფლეიტის ხმაზე
მღერის როცა ბამბუკი,–
ქარს უყვარს ვიღაც! ***
ახლა კი იმპროვიზაცია(ჯერ მარტო სათაური რად ღირს,ნახეთ) : ჩინეთში ემიგრირებული ქართველის ნაჰაიკუარი ასოციაციები ახლებური არქიტექტონიკით "სადღაც შორიდან
მესმის ბამბუკის ფლეიტის ხმა..
უცებ მომინდა,
მოგეხვიო და ჩურჩულით ვთქვა;
– აი მეღირსა,
შენთან ყოფნა შებინდებისას..
..და რის ბამბუკი,
მეღირსე თუკი,
ცრემლს არ დავმალავ
სალამურო ლერწმისა...
ქალავ.. ... სიყვარულს მანდობს
აბეზარი ქარი ჩურჩულით,
გამლექსავს ნატრობს
და არიგებს რითმებს გუგული,
რაღაცას დარდობს
ალბათ ისიც თვალდახუჭული..
...
ბამბუკი ისევ!..
და დარდი მყისვე იმ სიმღერისა:
„ქალავ..
ქალავ –მზექალავ.." ..რა შორსა ხარ ჩემო ქვეყანავ..."
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость