აღმოსავლური პოეზია
|
|
verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 18:56 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ***
შუაღამური მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო? მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.
მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო. მივუგე: ახლო.
მკითხა: არ გინდა,მიგაცილო? მივუგე: კარგი!
მკითხა: სახელი რა გქვიაო. მივუგე: ანა.
მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი? მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.
მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი! მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!
მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის? მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.
მკითხა: ეს არის შენი კარი? მივუგე: დიახ!
მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი? მივუგე: არა!
მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 14:32 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აჰმად რეზა აჰმადი
მე მუდამ
მე მუდამ სამ სიტყვასთან ერთად ვცხოვრობდი, მივდიოდი და ვთამაშობდი: ხე, ჩიტი, ზეცა...
მე მუდამ ვოცნებობდი სხვა სიტყვებზე და დედაჩემს ვეუბნებოდი: ბაზარში სიტყვები მიყიდეთ, განა კალათში ადგილი არ გაქვს-მეთქი. მომიგებდა: ისევ მაგ სამი სიტყვით იცხოვრე, ისაუბრეთ ერთმანეთთან და იმკითხავეთ ერთად. სიტყვების უქონლობა სიღარიბე არ არის...
მე ვიცოდი, რომ ფერადი ფანქრის უქონლობა უფრო მეტი სიღარიბე იყო ვიდრე სიტყვათა სიცოტავე...
როცა ხესთან ვიყავი, ჩიტი მეუბნებოდა: ხე მწვანე ფერით უნდა დაწერო, რომ მე ფრენის სურვილი გამიჩნდესო!
მე ხე მხოლოდ ყვითელი ფანქრით შემეძლო დამეწერა, ერთადერთი ფანქრით რაც გამაჩნდა. და ჩიტი სიტყვა ხის სიყვითლეში შემოდგომას ხედავდა და ბრაზდებოდა.
დღეს დილით დედას ვუთხარი: აჰმად რეზას ფერადი ფანქარი უყიდეთ-მეთქი! გაიცინა: თქვენი სნების წამალი სიტყვააო!
ერთ დღეს დედამ ბაზარში მიყიდა სიტყვა ,, ბუჩქი". თვალები დახუჭული ჰქონდა. დამიძახა და ბუჩქი ალერსიანი ოქროს ფოთლებიდან გარეთ გამოიტანა. ზედ ფოლაქები დაესხა...
ჩიტმა, რომელიც გალიის გვერდით ზღაპარს ყვებოდა, ბუჩქი რომ დაინახა, მიფრინდა და ზედ დააჯდა. ხე სკოლიდან დაბრუნდა, ჩანთა კუთხეში მიაგდო და ბუჩქს მიესალმა, მაგრამ ბუჩქმა პასუხი არ დაუბრუნა.
ჩიტმა ძრწოლამოძალებულმა იფიქრა ხესა და ბუჩქზე. ხე კი ქუჩაში გავიდა, რომ ბავშვებთან ეთამაშა.
სიტყვა ხე ქუჩიდან რომ შემობრუნდა, ჩიტი იჯდა და ქვითინებდა. ხეს უთხრა: მე მწვანე და ყვითელ ფერებს შევურიგდი!
ბოლო კალათით სიტყვა ისტორია და სხვები მოაღწევენ.....
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.06.2012, 23:34 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აჰმად რეზა აჰმადი
მოთენთილი შემოდგომა
მოთენთილი შემოდგომა იჯდა და ფოთლებს ყვითლად აფერადებდა. ფოთლები რომ გადაყვითლდნენ, პატარძალმა სული დალია.
სიძემ ახლა იცოდა, რატომ იზრდებოდა მოლი ცხენის ნაფლოქვარში, ყვითელი ფოთლები ხურჯინში ჩაიყარა და ტირილითა და ცხენით ზამთრამდე წავიდა.
თოვლი ცვიოდა... თმა ერთიანად გადაუთეთრა.. დაბერდა სიძე, მაგრამ მიხვეულ-მოხვეულიდან თავისმა ბავშვობამ დაუძახა: მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო, სიძეს თუმცა აღარ ესმოდა.
გაზაფხულადმე რომ მიაღწია, ყვითელი ფოთლები გადამწვანდნენ. პატარძალი გაახსენდა, მოუნდა, შემოდგომაში წასულიყო, პატარძალი გაზაფხულთან ჩამოეყვანა, რომ პატარძალსაც ეხილა გაზაფხული...
მაგრამ მისი ცხენი ზაფხულში წასულიყო, რათა სითბო ეყიდა ზამთრისათვის...
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.07.2012, 14:43 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აჰმად რეზა აჰმადი
შენ რომ ცოცხალი დარჩენილიყავ
შენ რომ ცოცხალი დარჩენილიყავ, შენ მეგობარს, ამხანაგს, ძმას დაგიძახებდით თვითონ სავსებით შეგეძლებოდა აგერჩია. შენც გიყვარდა სინონიმები. მუდამ ამბობდი: სინონიმები სიკვდილი, სიყვარული, რესტორანი, სახლი, სამსახური, ნემსიწვერა, კბილის ტკივილი მუდამ გსურდა, რომელიმე სინონიმში გაფოთლილიყავ და შინის გზა არ დაგეკარგა. ნესტიანი იყო ეს თვითმფრინავის ფრთები არ დამაცალა, რომ შენთვის სკოლის დღეებზე მომეთხრო. რომ მე და შენ მხოლოდ ერთი ხე გვინახავს ნაყოფიანი. შეხედე! ნახე, თუმცა არა, მე ვარ მღვიძარი, შენ კი მკვდარი ხარ, მაგრამ არა, არა მჯერა... შეხედე კაცს, აი, როგორ ჩასძინებია. ქალი შეძრწუნებისგან ბავშვს ძუძუს აწოვებს.. ქალი შყვარებულია. ეს თვითმფრინავის ფრთები ნესტიანი იყო და შენ ახალი ნასწავლი გქონდა, გეთქვა: დილა მშვიდობისა! მე ძალიან თეთრი ზეწრების თავი არა მქონდა, რომლებიც თეთრი იყვნენ, ხოლო სისხლი ჩემი ტანიდან ან ბაგიდან მოდიოდა, რომ ზეწრები გაერეცხათ. შენ შეძელი სინონიმებში მუდმივად გცოდნოდი მე. ისევ ამბობდი: სინონიმები სიკვდილი, სიყვარული, რესტორანი, სახლი, სამსახური, ნემსიწვერა, კბილის ტკივილი, არა, შენ მთელი დღეები ღამის სინონიმებად მიიჩნიე და მე მართლა, როგორ გავბედე მეთქვა და გითხარი: ღამე მშვიდობისა! ძილიდან გარეთ გამოხვედი, მაგრამ ეს თვითმფრინავის ფრთები უკვე დაბერდნენ. ტკბილი იყო შენი ძილი? ძილის შემდგომ, იმის შემდგომ, რაც თვითმფრინავის ფრთები დაბერდნენ, ისეთი ალერსიანი იყავი, რომ გავიგე: მოკვდი. ერთი კაცის სახე დავინახე ღრუბელში. გსურდა, ერთი კაცის სახეს ღრუბელში ჩვენთვის გაეხსენებინა ვიღაც, ვისაც სურდა დედამიწაზე, სახლში, ძილის შემდეგ საუზმის შემდეგ გადავერჩინეთ. შენ გსურდა არ ყოფილიყო სინონიმები
ჩვენ დედამიწაზე ვიმყოფებოდით.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.08.2012, 16:44 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო, ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო, ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი, მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!
ავიცენა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 18.10.2012, 14:50 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯალალ ედ-დინ რუმი * * * მიჯნურების ლამაზ ფეხთა მტვერი ვარ, თუმც მიწა ვარ, მაინც რარიგ ამო ვარ, დრო მოვა და თუკი დღეს ვარ ტალახი, ამ მიწიდან ნარგიზებად ამოვალ. შავს ჩავიცვამ, როგორც ღამე, რომელიც სიყვარულის დარდმა ასაღამოვა, ხოლო მერე ამ კუნაპეტ ღამეში, გაბადრული მთვარესავით ამოვალ. დამწვას ცეცხლმა უიმედო ტრფობისამ. შლეგი თუ ვარ, შენი ტრფობის გამო ვარ, ცათა შინა, სადა ახლა შენა ხარ, ამ ცეცხლიდან მე კვამლივით ამოვალ.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.03.2013, 22:02 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯალალ ედ-დინ რუმი * * * უშენობა გულში მარად აწრიალებს სევდის მოტივს, შენ ნათელი ბაღნარი ხარ, მე _ ზაფრანის ერთი ტოტი. შენი დარდი მუდამ რიყის სიპ ქვასავით გვადევს გულზე, მავანთათვის შესაძლოა, ხარ ბაჯაღლო ოქროს ზოდი. მე ბაღი ვარ სევდის უკან, ფოთოლცვენის ჟამი მხრუკავს, როს შენ მოხვალ, ამ ბაღნარის გაზაფხულიც მაშინ მოდის. ვრქვი: თუ ჩვენი მოგწვდა ჭანგი, ააჟღერე ტკბილი ჩანგი, რად ვიგლოვოთ მაშინ, შენი ხმა ჩვენ გვერდით არის, როდის? განთიადის იადონო, გულზე უნდა მოგვეფონო, შენი ეშხით დამწვარ მაშვრალს, შენი ტრფობით გულდაკოდილს. მე ვჩუმდები, ჩემს ძარღვებში ის ხმაურობს, როგორც სისხლი, წინ მოიწევს, მოგუგუნებს, სამყაროთა რყევით მოდის...
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
|
|
|
|