შანდორ პეტეფი
|
|
verikolataria | Дата: სამ, 13.03.2012, 02:48 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ***
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა. ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ, რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს. ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად. ჯოჯოხეთი ხარ, ჩემო ლამაზო? ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან, რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 02:31 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი, შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო, იცი, როგორ მიყვარს ოდნავ შეხება მათი, ო, იცი, როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი, მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფარტო, მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მთელი გრძნობით და ძალით. მტელი სამყარო ვრცელი შენიტ არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუტვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ, სატრფოვ, შვილო და დედავ, ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად, ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ, ვარ შენი ტრფობის შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუტვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 26.08.2012, 21:04 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად
ვაითუ მოვკვდე ლოგინში წყნარად!
ვაითუ მოვკვდე ნელ-ნელა, ნაზად,
მჭკნარი, უსულო ყვავილის მსგავსად.
და როგორც ქრება სანთელი მკრთალი,
მეც ისე გავქრე, დავხუჭო თვალი,
არა, ასეთი არ მსურს სიკვდილი,
მე მინდა მოვკვდე ბრძოლით, ჭიდილით.
მსურს მუხა ვიყო, შეურიგალი,
მაპობდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალი.
მთიდან კლდეთ მოვწყდე უზარმაზარი,
რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით.
როცა დაღლილი მძიმე უღელით
ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი
დროშებს დააწერს ,,თავისუფლებას”
და ცა დროშებით დაიღრუბლება.
როცა მტრის რისხვად, ხალხთ გასახარდ,
ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა,
იქ ჩემი სისხლიც დაიქცეს წმინდა,
მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა.
და რომ მომხვდება ბასრი მახვილი,
უკანასკნელი ჩემი ძახილი,
დე, დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში,
დე, გაქაფული ცხენებით მაშინ,
ჩემს მკვდარ სკეულზე გადითქარუნონ,
ოღონდ ჩამძახონ სასიხარულო,
მტრის დამარცხების ხმა დარხეული.
დე, გადიქელოს ჩემი სხეული,
შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც,
მაშინ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას,
ზარის გუგუნში დროშებს გაშლიან,
დროშებს ევლება შავი არშია.
და დაგვმარხავენ საფლავში ერთად,
მათ, ვინ გასტეხეს სიმაგრე მტერთა,
ვინც საოცნებო დროშა გაშალა,
თავისუფლებას ვინც ენაცვალა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:33 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ გაზაფხული გიყვარს
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის, ზამთრის სიცივე გეუცხოვება, გაზაფხულია ცხოვრება შენი, შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.
ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში, შენი ლოყები ვარდივით ღვივის, ჩემი თვალების დაღლილ გუგებში კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.
გულსაც ნაღველი შემოეპარა, ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა, და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა, რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.
შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად, მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი, ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ, აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:34 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვარდი ხარ?
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა. ნამი ხარ? ნამად ვიქცევი უცებ, რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად. ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო? ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან, რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:34 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიყვარული და თავისუფლება
სალოცავ ხატად ორი რამ მინდა, თავისუფლება და ტრფობა წმინდა, ყველა ოცნება ამისრულდება, გულს სიყვარული თუ მიქცევს ფერფლად, მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება, მას სიყვარულსაც შევწირავ მსხვერპლად.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:34 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შევსვათ
ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი, ღვინო შესვას ფერად ლალი, დაიჯერებს, რომ ნამდვილად მისთვის კვდება ყველა ქალი. ღვინო შესვას, ბლომად შესვას, ვისაც არ აქვს ორი გროში, მას თავისი ეგონება, რაც ოქროა მსოფლიოში. ვისაც დარდი არ ასვენებს, ღვინო სვას და დათვრეს ხელად, ღვინო წუხილს დაავიწყებს, ღვინო შეიქმს უდარდელად. სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს, დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ. ამიტომაც სხვაზე მეტი, სამჯერ მეტი უნდა შევსვა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:35 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ შემოდგომა
ისევ მოვიდა მშვენებით სავსე, რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა. მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე, რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა! ვზივარ მაღლობზე და აღტაცებით გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის, ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ. მზის სხივი კრთება ცაზე გვიანი, სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული, მზე დედასა ჰგავს ალერსიანი, მიწა ბავშვია ძილმოპარული. არა, არა ჰგავს მიწა მომაკვდავს, თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი, მას დაღლილივით ძილი მოაკლდა, მას ძილი უნდა, განა სიკვდილი?! მას გაუხდია სამოსი ჭრელი, საწოლთან უდევს, იგი მზად არი, კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი, როგორც კი გავა ცივი ზამთარი. იძინე ასე, ბუნებავ, ტკბილად, მძინარიც მიყვარს მე შენი სახე და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა, იძინე, ტკბილი სიზმრები ნახე. აი, ეს ქნარიც, ეს ჩემი ქნარიც, შენს ძილისპირულს არ დამღერს განა? ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი მინდა გაისმას სევდიან ნანად! დაჯექ ჩემ ახლოს, იყუჩე, კარგო, ჩემს მკერდს მიეყრდენ თვალმიხუჭული, მისმინე, ვიდრე არ დაიკარგოს ჩემი ხმაც, როგორც სიოს ჩურჩული. იყუჩე და ტუჩს შეახებ როცა, უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს, მაკოცე ჩუმად, რომ ჩვენმა კოცნამ, არ გააღვიძოს ბუნება უცებ.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:35 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი საფლავი
როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი, ძლივს დაინახავს პატარა დაფას, ზედ წაწერილი ჩემი სახელით.
მაგრამ ეს დარდი ცივ ქვად რომ იქცეს, დარდი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით, ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს, პირამიდებზე მაღალი ძეგლი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 17:36 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ მიყვარხარ!
როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ, მკლავს უნდობლობა შენი ფარული, რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა, რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.
ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა, რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი, მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც, მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.
რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ, არ დავზოგავდი შენთვის ათასებს, შემოგავლებდი ოქროს და ქარვას, შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.
მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა, ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე შენი ხელებით მე დამხუროდა.
რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი, ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი, მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.
მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმე მე დავტოვებდი სამყაროს ფართოს, თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი, რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო.
|
|
|
|