nukria | Дата: პარ, 13.04.2012, 19:29 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდვრის თავზე მთვარე სავსე...
მინდვრის თავზე მთვარე სავსე, მომნუსხავი ვერცხლის თასი, იდუმალად ბზინავს. შემკრთალია მწვანე მოლი და წყვდიადი, მასში მწოლი, უშფოთველად ფშვინავს. გარეთ გასვლა არის ძნელი, ახლა განცდა საშინელი მთვარის ქვეშე მეფობს. თუმცა იცი, ადრე დილით, მზე ამოვა და ღიმილით კორდებს გადაღებავს. შენ კი გიხმობს ბილიკები და საითაც გაუყვები, გრძნობ სიცოცხლის ჩქეფას.
კობა ჭუმბურიძე
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.02.2013, 02:32 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * იესოს ტაძარში გალობდა ქალწული იმათთვის, ვინც ქვეყნად ზღვაშია გასული, ვინც ჩარჩა უცხოეთს დაღლილ-დაქანცული, ვინც უსიხარულო ცდაშია ჯვარცმული. ხმა იგი წკრიალით გუმბათს ეხლებოდა და იდგნენ წყვდიადში და სული ხარობდა, ცა იგი სარკმლიდან ბეჭზე ეღვრებოდა და თეთრი კაბა მზის შუქზე გალობდა. და ყველას ეგონა და ყველას სჯეროდა, რომ უკვე გემები ნაპირთან ირწეოდნენ, რომ უსამშობლოებს სამშობლო ეპოვნათ და აღთქმულ მხარეში ლხენას მისცემოდნენ. ცა იყო უღრმესი, ხმა იყო უტკბესი და ყველა იმ ერთის გარდა ტყუვდებოდა. აღსავლის კარებთან ცრემლების ტბაში იჯდა და ტიროდა მისანი ბავშვი, რომ უკან არავინ არ დაბრუნდებოდა.
თარგმანი მურმან ლებანიძისა
|
|
|
|