nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 02:26 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მამაკაცის პორტრეტი
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური
უცნობი მხატვრის ნახატი ლუვრში
მისი თვალები – მიწისქვეშა ტბების მსგავსია, მიტოვებული დარბაზები მეფის სასახლის. მას საუკუნო სამარცხვინო დამღა ასვია, იგი არასდროს ლაპარაკობს ღმერთზე ხმამაღლა.
მისი ბაგენი – ალისფერი ნაიარევი, შხამით გაჟღენთილ ბასრი ხანჯლით რომ დამჩნეულა; არ უგემია სიტკბოება, გონის ამრევი. სევდით აღსავსე ნაადრევად დადუმებულა.
ხელები – თეთრი მარმარილო, ციალი მთვარის. მათ საშინელი შელოცვისგან ვერავინ იხსნის. ეფერებოდნენ თმებს ჩამოშლილს გრძნეული ქალის და სხვათა ჯვარცმაზედ ნაკვალევს სტოვებდა სისხლის.
მას უცნაური ხვედრი ერგო, იტანჯოს ამით – იყოს ზმანება მკვლელისა და პოეტის თვალის. იქნებ, როდესაც დაიბადა იგი, იმ ღამით ცაზე კომეტამ სისხლიანი დატოვა კვალი.
მის სულში წყენა ასწლეულთა ბუდობს, იცოდე, მის სულში სევდა-ნაღველია, სახელი არ აქვს. მადონას ბაღზე, ყვავილნარით თავს რომ იწონებს, არ გასცვლის თავის მოგონებებს, გულით რომ დააქვს.
თუმც არ მკრეხელობს, სიბოროტე მან შეიძინა. ნაზი ფერი აქვს მის კანს, ის დროს არ შეუცვლია. მას შეუძლია გაიღიმოს და გაიცინოს, მაგრამ ტირილი... ტირილი კი არ შეუძლია.
ბოლო მომეწონა განსაკუთრებით.. ეხა წავიკითხე და
ავი ქალი
მთელ საქალეთში სულ დიდი–დიდი ერთი აღმოჩნდეს ავი და ფლიდი. მაგრამ ყველა ქმარს ეუფლება გრძნობა ისეთი, თითქოს მას ერგო სწორედ ის ერთი.
|
|
|
|