nukria | Дата: შაბ, 16.08.2014, 00:13 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ არ დაეცი, ვერასოდეს ვეღარ შეიგრძნობ, რომ წამოდგომას რაოდენი ჰქონია მადლი, როს ბედნიერობ აბა მაშინ როგორ შეიცნობ, შენთან, შენს გვერდით, ვიღაცას რომ აწუხებს დარდი. თუ არ ატირდი, გაცინებას ფასი აქვს ნულის, ჩვეულებრივი გეგონება ღიმილი მუდამ. ღმერთის წყალობად რომ მიიღო არსობა პურის, რომ დააფასო, უსათუოდ მოგშივდეს უნდა. თუ არ დაგტოვეს, არ ღალატით გადინეს ცრემლი. ორგულთა მოდგმის თუ უფალი არ გაგხდის მნახველს. გაამაყდები, გეგონება ქვეყანა შენი, ერთგულებასაც ჩვეულებრივს დაარქმევ სახელს. თუ არ აგტკივდა,რას შეიგრძნობ სიცოცხლეს ისე, რად გვავიწყდება ლხინის ჟამს რომ სანთელი გვენთო, როს განსაცდელი მოთმინების ფიალას გვივსებს, მაშინ მოვიხმობთ და გავყვირით გვიშველე ღმერთო. მაშ მიმატოვონ, დაცემული უფალო ჩემო, ერთგულების და წამოდგომის რომ ვიგრძნო გემო.
|
|
|
|