ალექსანდრე ელერდაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ალექსანდრე ელერდაშვილი
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 00:24 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ინგლისური ხალხური პოეზია
* * *
"მარტოდმარტო სად მიდიხარ, მშვენიერო ალვა ?"
"ბაკში ძროხის მოსაწველად, სერ", - მიუგო ქალმა.
"რომ გამოგყვე, გეწყინება, მშვენიერო ალვა ?"
"რასა ბრძანებთ ! - როგორც გსურდეთ, სერ", - მიუგო ქალმა.
"ნეტა ვისი ასული ხარ, მშვენიერო ალვა ?"
"მამაჩემი ფერმერია, სერ" - მიუგო ქალმა.
"ცოლად ხომ არ გამომყვები, მშვენიერო ალვა ?"
"დიახ, თქვენ თუ თანახმა ხართ, სერ", - მიუგო ქალმა.
"მაგრამ მზითვად, მზითვად რა გაქვს, მშვენიერო ალვა ?"
"მხოლოდ სახე, მშვენიერი, სერ", - მიუგო ქალმა.
"მაშინ, ალბათ, ვერ წაგიყვან, მშვენიერო ალვა",
"კალთებს არვინ არ დაგახევთ, სერ", - მიუგო ქალმა.
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 03:17 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტად არ დავიბადე,
ჩვევად არა მაქვს მე წერა,
უფრო მიტაცებს თეატრი,
კინო, თარგმნა და ფერწერა.
როცა ხანდახან მე მუზა
ძველი დოსტივით მეწვევა,
სულ "აქშა-აქშას" ვეძახი
და გული ეჭვით მერწევა.
სხვასავით არ შემიძლია
ხალხში, ვით პოეტს შეღწევა,
ალბათ, ამისი შნო არ მაქვს
ანდა უფლისაგან შეწევა...
ეჰ, ერთი სიტყვით, მე ნიჭი
დამესეტყვ-დამემეწყერა
და მაინც... ღირდა ცხოვრება
ზოგჯერ ლექსი რომ მეწერა.

ალექსანდრე ელერდაშვილი
 
nukriaДата: ორ, 18.06.2012, 03:07 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ცის თაღს რომ იჭერს ოდითგანვე, ერთი ხარია,
მეორე ხარის სამფლობელო მიწის კარია;
გონზე მოდი და თავად ნახავ შენ ამ სიმართლეს -
ამ ორ ხარს შუა ძალზედ ბევრი სახედარია.

ომარ ხაიამი
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 21:57 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
66-ე მეგრულად!!!

ირით შულადირს, ონატრებელო ღურაქ დჷმოსქიდ,
რახან მათხირო გინორთელე ასე კოჩანა,
რახან ირფელ ჯგირ თე უკოჩობაშ კათეფს რენ ოსქიდ,
რახან გურ ქოჩენ, მუკკართუნა ლაბანს ქორჩანა,

რახან ვალალეფს ჟინოსქუაშ პატი ქიგედვეს,
რახან ტოლოფით აკოწიკვე მუთ ქორდჷნ წკონდა,
რახან კოჩანაშ ჯოხო ამდღა, ჩიჩიეფს გედვეს,
რახან კობუებქ გამკაჸათეს მუთ ქორდჷნ მონდა,

რახან ქუალეფს ოჸოთანა გამწაშე წირდეს,
რახან ურჩქენდეფ უნჩაშენა ქიჸანას ეფას,
რახან სიმართეს სიბორუეშ მარწკინდი დირგეს,
რახან გურს წირკე გამოთხოზაფ ჸოროფათ ეფშას.

თაშნე შულადირს თე ქიჸანაშე ქომისხუნ იმნტე,
მარა ჸოროფილს მა ხვათახვალე თაქ მუჭო დიბტე?
 
nukriaДата: პარ, 26.10.2012, 22:52 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ დღეს ჩემი ხარ და ვეღარსად წახვალ იცოდე,
დრო ახლა ჩვენი მოყვარეა, განა მტერია,
ლამაზ სიყვარულს დაემონა ჩვენი სიცოცხლე
და მის გარეშე არსებობა არ გვიწერია.

არ ვნაღვლობ, ბედმა სიმართლისგან რაგინდ გამყაროს,
გამრიყოს დროის მსვლელობისგან რაგინდ დროებით,
სჯობს ერთი მზერით შევეხიზნო მე შენს სამყაროს,
იმ მზერით, შენი ცბიერებით ნასაზრდოებით.

და თუ ცრემლებიც თვალთმაქცობით ხშირად გეფრქვევა,
თუ მღალატობ და ფიანდაზად სულ სხვას ეგები,
მე ბედით ბედკრულს ბედნიერი მაინც მერქმევა,
რადგან სიკვდილსაც სიყვარულით შევეგებები.

ვეჭვობ, ღალატს და ორგულობას შენ არ იცნობდე...
ოღონდ ეს ცოდვა, გთხოვ, არასდროს მე არ ვიცოდე.

–შექსპირი
 
nukriaДата: პარ, 02.11.2012, 00:03 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ბუსთანი" (სურნელებათა ბაღი)
კარი მეოთხე - თავმდაბლობისათვის

საადი შირაზელი

(1184 - 1291/1294 წწ)

მსმენია ერთი ამბავი, ბრძენკაცის თავს რომ ხდებოდა,
მას მთვრალი რინდი ანაზდად ქეჩოში ჩასჭიდებოდა...

გონებადაბნელებული ურტყამდა ნათელაზრიანს,
ის კი არაფერს ამბობდა, კრინტსაც არ სძრავდა ბრაზიანს...

მივიდნენ, ჰკითხეს - "რად სდუმხარ, განა შენ კაცი არ ხარო?!
გალანძღე მაინც ეს ურცხვი!... როდემდე უნდა ახარო?!"

ეს რომ გაიგო ბრძენკაცმა, სულში ჩაიდგა ნათელი
და თქვა: "დაწყნარდით! არ ითქმის ჩემთან ასეთი სათქმელი.

განა ვერ ხედავთ - მთვრალია! მას, ჩემი ქეჩო კი არა,
ძალუძს თვით ლომსაც შეებას და დააჩნიოს იარა.

გონიერისთვის ეს საქმე ცუდია, განა კარგია,
რომ ის გალანძღოს, ვისთვისაც ჭკუა ზედმეტი ბარგია;

თუ კაცი გქვია, ეს სიბრძნე შენ გულზე ამოიკვეთე:
ბევრი სიავე ნახე და მაინც აკეთე სიკეთე!"
 
nukriaДата: კვ, 04.11.2012, 00:56 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საადი შირაზელი, "ბუსთანი"
კარი მეშვიდე - აღზრდისათვის

იგავი

მისრეთში კაცი ცხოვრობდა ღარიბი, მაგრამ კეთილი,
სულ ჩუმად იჯდა, შეუცნობ დუმილში გამოკეტილი;

ზოგი შორიდან უმზერდა, ზოგი ახლოსაც ბედავდა
და, ვით ფარვანა სანთელში, სინათლეს ყველა ხედავდა.

მაგრამ ერთ ღამეს აწეწეს მისი არსება ფიქრებმა
და დაიჩივლა: "ამდენი დუმილი განა იქნება?!

მგონი, არასწორ საქმეს და სურვილებს გავუტაცივარ,
ჩუმად მყოფს ვინ მიმიხვდება, რომ მე ჭკვიანი კაცი ვარ?!"

ალაპარაკდა და ვაი! - მოყვარეა თუ მტერია
დაფრთხა და ყველამ გაიგო, იგი როგორი შტერია.

მისრეთში ყოფნა წაუხდა, გარს მოესივნენ ბრიყვები...
წავიდა... ერთი მეჩეთის თაღს წააწერა სიტყვები:

"მე ჩემი თავი სარკეში ერთხელ მაინც რომ მენახა,
ვიტყოდი - სჯობდა დუმილი კვლავ დიდხანს შემომენახა...

სახეზე მაჩნდა ნათელი და ჭკუით გავააუგე,
სხვას რა მოვთხოვე, როდესაც ჩემს თავს თავად ვერ გავუგე".

* * *

უტვინომ რაგინდ სიტყვებით იკეკლუცოს და იკარგოს,
სიბრიყვეს ვერ დამალავს და სჯობს სადმე გადაიკარგოს.

გონიერისთვის დუმილს თუ სიდარბაისლის ფასი აქვს,
ბრიყვისთვის არის საშველი - მალავს მის ბრიყვულ ხასიათს.

შენ თუ ბრძენი ხარ, გამიგებ - სიტყვას სიფრთხილე რად უნდა,
თუ უგნური ხარ, დადუმდი! - ის შერცხვა, ვინც არ დადუმდა...

ჭკვიანი კაცი ფასდება ფიქრით და სიტყვაძვირობით,
ყბედს კი ვირიც სჯობს თავისი პირუტყვობით და ვირობით.
 
nukriaДата: ოთხ, 06.11.2013, 02:47 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფრანჩესკო პეტრარკა (1304–1374)
მე–17 სონეტი


მწარეცრემლებითდამეღარადღესისევსახე,
მკერდიდანისევშემომესმახმაქარიშხალთა...
დაგამახსენდა, ოდესმზერამოგაპყართვალთა
და, მარტოობისგარდა, შვებავეღარსადვნახე.

ნაზიღიმილითოდესჩემთვისგააბიმახე,
გადამაფარეოდესვნებაისე, ვითკალთა,
საშველადმექცამგზნებარებატრფიალისალთა
დამაშინმზერითუკვდავებისგზაგადავლახე.

მაგრამუმალვეშემეხუთატკივილითსული,
ოდესუეცარგანშორებასგავუგეგემო,
ოდესშევიცანბედისწერისსასჯელისრული

დამივხვდი, მიჯობს, რომსხეულიუსულოდვგვემო,
რომთითქოსდადგაწუთისოფლისდღესაღსასრული,
რომსულიჩემიშენგამოგყვა, სიცოცხლევჩემო.
 
nukriaДата: ოთხ, 20.11.2013, 21:30 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შექსპირის მე-80 სონეტი

ო, რა ძნელია შენზე ფიქრი და ლექსის წერა,
როცა მესმის, რომ შენი ქება სხვას დაუკვეთეს;
ენა მებმება, აღარც ჩემი უნარის მჯერა,
თუ შენ მეხოტბედ სხვას დაეძებ, ჩემზედ უკეთესს.

თუმც შენი სული, როგორც სივრცე ოკეანისა,
მოფენილია ხომალდების თეთრი აფრებით,
იქ გამოვჩნდებით მეც და აფრაც ჩემი ნავისა
და ზურგის ქარებს ჩვენც ჯიუტად ჩავუსაფრდებით.

იმედი მაინც შემაშველე, ზღვამ თუ გამწირა,
სხვა ალბათ ძლიერ ხომალდს ანდობს თავის იმედებს,
სხვას თუ ცხოვრებამ სიამაყე გაუნაწილა,
ჩემთვის დაღუპვის მოლოდინს და ფიქრებს იმეტებს.

სხვას ბედი სწყალობს, მე კი მარტო ვრჩები სრულიად,
რაც თურმე ჩვენი სიყვარულის დასასრულია.
 
nukriaДата: კვ, 01.12.2013, 18:04 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(შექსპირი, 112)

ჩემს სასიკეთოს როცა სიტყვას ამქვეყნად იტყვი,
ჩემთვის სიყვარულს და სიბრალულს როცა იმეტებ,
როცა მავიწყებ - ბრძენი ვარ თუ უგნური ბრიყვი
და ნაძრახ დროში მოწყალებით რომ მაიმედებ,

მე მაშინ ვხვდები, რომ ქედს უხრის კეთილს ავი და
რომ წუთისოფლის ყველა მადლი შენში მინახავს,
მთელი წარსული რომ ამ გრძნობის ძებნით გავიდა
და რომ სიცოცხლე მხოლოდ შენთვის შემომინახავს.

და ვკარგავ ხსოვნის უფსკრულებში ყმაწვილს თუ ხნოვანს, 
ვისთვისაც ჩემი ნაფიქრალი გზად ვანიავე,
და მლიქვნელთა და ავყიათა საზარელ ხროვას
ვეღარსად ვხედავ, რადგან ქვეყნად ქრება სიავე.

რაც შენზედ ფიქრმა ჩემს სიცოცხლეს ხელი დარია,
ჩემთვის, შენს გარდა, სხვა ამქვეყნად ყველა მკვდარია.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость