nukria | Дата: შაბ, 23.07.2016, 00:13 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბრინჯაოს მხედარი
ბრინჯაოს მხედარი
პეტერბურგული მოთხრობა
შ ე ს ა ვ ა ლ ი
წყალთა ნაპირას - ქანდაკის მსგავსი - ის იდგა, დიად ფიქრებით სავსე, და ველს გასცქერდა. წყალთა გროვებით რბოდა მდინარე; ზვირთების თავზე მოსჩანდა ნავი განმარტოებით. და ნაპირებზე ხავსის ნოხებით აქა-იქ ჩანდნენ შავად ქოხები - ჩუხონელთ ბუდე ველურ მხარეში. და ტყე - ჭაობით განაპოხეი - ნისლში დაფარულ სხივთა გარეშე მეფობდა ირგვლივ.
ფიქრობდა იგი: აქედან მედგრად შევუტევთ შვედელს, და - ჰკანკალებდეს მტერი სასტიკი - აქ ამოვიყვანთ ქალაქის კედელს. თვითონ ბუნებამ აქ აღიარა, რომ ევროპისკენ გავჭრათ ფანჯარა; ზღვის პირს დავეყრდნოთ მაგარი ფეხით, ახალ ტალღების კვალით უტეხით ჩვენ ვესტუმრება ფლაგთა კრებული და ვიზეიმებთ გალაღებული. ას წელმა განვლო, ნორჩი ქალაქი - ჩრდილო ქვეყნების უცხო მშვენება, იქ, სადაც იყო ჭაობთ ალაგი, აზიდულია ამაყ ჩვენებად. სადაც ფინელი მეთევზე წინათ, მწირი ბუნების გერი საწყალი, დაბალ ხავსიან ნაპირთა შინა ისროდა ბადეს ტალღებში - მკრთალი, სადაც სუფევდა უდაბნო მწირი, ჩანს ნაპირების სივრცეზე ხშირი სასახლეების, კოშკების რიგი, მწყობრ გიგანტების რკალი სასტიკი, მოჰქრის ტალღებზე გემი მრავალი ყოველი მხრიდან აქ მომავალი, რომ ნავსდგურთან იგემონ წყალი. შემოსილია გრანიტით ნევა და წყლებს ხიდები ყველგან ემჩნევა, ნევის კუძულნი მწვანე ბაღებით არიან ყველგან განაჩაღები. უმცროს სატახტო წინაშე თავი მოხუც მოსკოვმა დაჰხარა ზავით. ვით ნორჩ დედოფლის წინაშე მკრთალმა გვირგვინოსანმა ქვრივ დედოფალმა. პეტრეს ქმნილებავ! მე მიყვარს შენი მედიდურობით სავსე იერი, ნევა მეფური და მძლავრი დენით, ნაპირთ გრანიტი პირმშვენიერი, შენი გალავნის თუჯი ქსოვილი, შენ მოდუნებულ ღამეთა სვლაში სინათლე, არა მთვარით თოვილი, როცა ვკითხულობს მე ჩემს ოთახში და ვწერ ულამფოდ, როგორც ლანდები ჩანან ქუჩები ყრუ გიგანტები, ირგვლივ სიჩუმე, ნათელი არი საამირბარო დიდი ისარი. ცისკარი ცისკარს ცვლის მოკამკამეს, არ უშვებს წყვდიადს ოქროსფერ ცაზე, ნახევარ საათს ის უთმობს ღამეს, რომ კვლავ გამოჩნდეს ღრუბლების გზაზე. მე მიყვარს შენი მკაცრი ზამთარი, შენი ყინვები, ჰაერი, ჩრდილი, ნევის ნაპირას მარხილნი ჩქარი, და ქალწულთ სახე ვარდისფრად შლილი! მიყარს ხმაური მბრწყინავ ბალებით და უცოლოთა ქეიფი მალი, როცა დუღს ჭიქა აშხრიალებით და იწვის პუნშის ცისფერი ალი. მარისის მინდვრებზე ჰხიბლავს ოცნებას სამხედრო ძალთა მსვლელობა მარდი, ქვეითი ჯარის და ცხენოსნების ერთფეროვანი შნო და ნავარდი; მწყობრად დარხეულ ლაშქართ წყებაში, ნაბრძოლ, დაფლეთილ დროშათ ფრიალი, სპილენძიანი ქუდთ კრიალი, რომ დაცხრილულან ომების წვაში! მიყვრს, სატახტო ქალაქო, შენი ციხე-სიმაგრის გრგვინვა და ალი, როს მეფის ოჯახს - აღსავსეს ლხენით შესძენს საჩუქრად ვაჟს დედოფალი. ან თავის მტრების დაძლევის გამო, რუსეთს ზეიმი აქვს გამარჯვებულს, ან ტეხავს ნევა ყინულთა კრებულს, და მიაქვს იგი ზღვისკენ - აგზნებულს მით, რომ მაისი მოდის საამო.
პეტრეს ქალაქო! იყავ დიდებით, როგორც რუსეთი მძლავრი, რჩეული, და შენთან ერთად აწ დამშვიდებით დაცხრეს სტიქია უკვე ძლეული. დე, დაივიწყონ მტრობა, გოდება ფინურ ტალღებმა; გათავდეს დავა! ამაო არის ურჩობა კვალად და პეტრეს ძილის აწ შეშფოთება!
დრო იყო ავი და საგანგებო, ბევრში მეტყველებს იმ დღეთა გრძნობა, მინდა გიამბოთ, ამხანაგებო, თქვენ სევდიანი ჩემი მოთხრობა.
ნაწილი პირველი
ნოემბრის სუსხით ზეცა ზრიალებს, პირქუშ პეტროგრადს თავს დასტრიალებს. ნევა, როგორც რომ კაცი სნეული, თავი საწოლში ბორგავს, მძვინვარებს. და მისი ტალღა ბრაზმორეული ისევ ასკდება გალავნის კარებს. გვიანღა იყო. ღამე დგებოდა, წვიმა ფანჯარას ეხეთქებოდა. ღმუოდა ქარი სიბრაზით, წყენით. ამ დროს დაბურნდა სახლში ევგენი. მაშ ჩვენ დავარქვათ გმირს ეს სახელი, კარგია მისი გამოძახილი, მას შეეჩვია ჩემი კალამი, და ეგებება ძველი სალამით. ჩვენ არ გვჭირდება იმის გვარი, თუმა წარსულ დროთა წარსულ არეში ის იყო მძლავრი და მოთარეშე, მტერს არაერთხელ დასცა თავზარი, ის კარამზინის იცნო თხზულებამ, ვით ჩვენი ქვეყნის დიდი თქმულება, დღეს კი ეს გვარი, წინათ ქებული, არის ყველასგან დავიწყებული. აქვს კალომნაში ევგენის ბინა, ის სამსახურში ეწევა შრომას, გაურბის იმას, რაც იყო წინათ, არ გლოვობს მკვდარდა ნათესაობას, და არც გარდასულ დროთა ყიჟინას. როცა ევგენი სახლში დაბრუნდა, სწრაფად გაიძორ თავის მაზარა, მას დაძინება ძლიერად უნდა, მაგრამ სიმშვიდე რამ შეაზარა? რაზენ ფიქრობდა იგი დავრდომით? რომ ის ღარიბი იყო და შრომით უნდა იპოვოს თავის ადგილი, პატივისცემა, სახელი ტკბილი, რომ ღმერთს შეეძლო მისთვის მიეცა მეტი ფული და ჭკუა, რომ ზეცა ზოგ ბედნიერებს წყალობს ყოველთვის, რომ მას სიამე სოფლისა ელტვის, რომ მისი ყოფა მეტად ძნელია, რომ ის მსახურობს ორი წელია; კიდევ ფიქრობდა, რომ ეს ავდარი აღარ ცხრებოდა. მდინარე ჩქარი სულ მატულობდა, ალბათ ხიდები მოხსნეს - ნევაზე დანაკიდები, რომ ქარიშხალი კვლავ ივალალებს, რორმ ის პარაშას ვერ ნახავს მალე.
ის ატრიალდა ფიქრთა ჯარაში, და ოცნებობდა იგი მწუხარედ. - არ ქროდეს ქარი ესოდენ მწარედ, წვიმა არ სცემდეს ბნელ ფანჯარაში! ბოლოს თვალები იმან დახუჭა განაწვალები. ავდრიან ღამის წყვდიადი ქრება, დღე გაფითრებულ ნისლად იშლება, საშინელი დღე! ნევა იმ ღამით გარბოდა ზღვისკენ, მაგრამ გრიგალი მას არ უშვებდა შეურიგალი, და მოიქანცა ნევა თამამი. მის ნაპირებზე მეორე დილით გამოჩნდა ხალხი სწრაფ თავმოყრილი, წყლებს გახელებულს უცქერდა ყველა, ცვლის ტალღას ტალღა ვეებერთელა. მაგრამ უბედან ქარის სვეტებით გადაღობილი ნევა სიმაღლით უკან იხევდა დანაფეთები, და ის კუნძულებს ფარავდა წყალით. მთლად გატიალდა ამინდი ავი და გაიბერა ნევა პირშავი, დუღდა ვით ქვაბში წყალი ღმუილით გავერანებით, მეტი შხუილით. უცბად გაცოფდა, გადიქცა მხეცად, მოულოდნელად თვით ქალაქს ეცა. მის წინ გაიქცა ყველა მცხოვრები, ტალღებს ვერავინ ვეღარ აჩერებს, - ეწვიენ სარდაფთ - შეუპოვრები, მოაწყდნენ არხნი თვის მოაჯირებს. წელამდე ფარავს პეტროპოლს წყალი, ვით ტრიტონი სცურავს ახალი. ტალღების ალყა! სიბრაზით ხტიან და ქურდებივით ჩუმად ძვრებიან ფანჯრებში. საჭით ამტვრევენ მინებს ნავები. რისხვა ეწვია ბინებს. ყოველივეა ტალღათ ზვარაკი: სახურავს, კედლებს იტაცებს ზვირთი, სცურავს დაშლილი ქოხების ტვირთი, და საქონელი - ვაჭართ მარაგი, ღარიბთან მცირე ავლა-დიდება, მოტაცებული წყალზე ხიდები: წალეკილ საფლავთ ჩანს კუბოები ყველგან ქუჩებში. ხედვენ ბრბოები ღვთის რისხვას ხალხი შიშისაგან გმინავს ვაი! იღუპვის საზრდო და ბინა! სადღა ვიშოვით? მართავდა მაშინ რუსეთს ხელმწიფე განსვენებული, ის აივანზე გაჩნდა ვნებული. სთქვა: - ამ ღვთიური რისხვის წინაშე მეფენი გრძნობენ თავის უძლურობას! სევდით უცქერის უბედურებას! და მოედნები იდგნენ ვით ტბები, და შედიოდნენ მათში ქუჩები მდინარეებად. სასახლე ჰგვანდა სევდიან კუნძულს და ობლად ჩანდა. მეფემ სთქვა სიტყვა და გენერლები ეწვივნენ ქუჩებს საშიში გზებით, ტალღებს - ავარდნილს უღრმჯეს ფსკერიდან ისინი წუთით არ მოერიდნენ, - შველიან ხალხსა, რომ გმინავს მწარედ, და იღუპება სახლში და გარეთ.
პეტრეს მოედანს ამკობს ახალი სახლი რჩეული და ტანმაღალი. მის აივანზე მუდმივ დარაჯად აწეულ თათით დგას ორი ლომი, თითქოს ცოცხალი და დაუდგრომი. მარმარის მხეცზე სოველ ფარაჯით, უქუდოდ, გულზე ხელებდაკრეფით იჯდა ევგენი - ნაცემი შხეფით. . . ის არ ნანობდა თავსი თავს - მკრთალი, მას არ ესმოდა, თუ რარიგ წყალი ბრაზობს და იმის ლანჩას ეხება, როგორ გრგვინავენ ქარნის მეხებად, როგორ მოაძრო გრიგალმა ქუდი, ახსოდა სხვა დრო და სულ სხვა წუთი. სასოწარკვეთით აღსავსე ცქრა მხოლოდ ერთ მხარეს მან მიაშტერა. და ამბოხებულ სიღრმის ზვირთები კვლავ მოგორავდნენ, ვითარცა მთები.
ქარი ღმუოდა ტალღები ზევით სახლის ნაფლეთი ჩანდა გარკვევით. ო, ღმერთო, ღმერთო! წყალთა მეზობლად, თითქმის უბესთან მდებარე ობლად პატარა სახლი, ტირიფი, ყორე, იქ მშვიდად ცხოვრობს არსება ორი: ქვრივი ასულით. ოცნება შორი - მისი პარაშა. სიზმრად თუ ხედავს ყვლაფერ ამას? თუ არის ნეტავ ჩვენი ცხოვრება - ყალბი ზმანება, ბედის დაცინვა, ძირს დაქანება?
თითქოს მარმარმა მოჯადოებით ის დაატყვევა თავისი ცქრით. ვერ ჩამოსულა! წყლის ურდოები ირგვლივ და მეტი სხვა არაფერი! იმისკენ ზურგით შემოქცეული, ხელშეუხებელ მაღალ მწვერვალზე, სადაც ბობოქრობს ტალღა წყეული, ამობოხებული მდინარის წყალზე - მოჩანს მხედარი ბრინჯაოს რაშით, ხელით - აწვდილი მაღლა ზეცაში.
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 23.07.2016, 00:16 |
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.07.2016, 00:16 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაწილი მეორე
ნევამ იჯერა გული დარბევით, და მოქანცულმა მეტ თავხედობით იბრუნა პირი დანახარბევი, რომ დატკბეს თავის ველურ ქმედობით. . . თავის ნადავლი ზიზღით დატოვა ასე ყაჩაღი, რომელსაც ხროვა ახლას ავაზაკთ - დაესხმის სოფელს, ყველაფერს მისცემს მახვილს ულმობელს. . . ძარცვა, მკვლელობა და კბილთა ღრჭენა. . . კვნესამ, განგაშმა წაიღო სმენა! შემდეგ ნაძარცვით დატვირთულები, დევნისა შიშით დაქანცულები, ავაზაკები შინ იჩქარიან, გზაში კარგავენ ნადავლს შარიანს.
წყალმა დაიკლო და ქვაფენილი ბრწყინავს, უეცრას გამოჩენილი. ეტრფის მდინარეს ჩვენი ევგენი, მოცული შიშის ფარული სენით, მხოლოდ მწუხარე ხმებისა მსმენი. კიდევ ბრაზობენ ავი ზვირთები, ზეიმის გრძნობით დანატვირთები, თითქოს მათ კიდევ ხანძარი სწვავდა და ქაფიანი ქურქი ფარავდა. მძიმედ სუნთქავდა ნევა რხეული - - ცხენი ბრძოლიდან გამოქცეული. ევგენიმ წყალთან მისვლა გაბედა და ნავს წააწყდა ის უცაბედად. იგი მენავეს ახლა ეძახის, რომელიც თავის უდარდელ სახით ართმევს უზალთუნს მას გასამრჯელოს, სჯერა: გაიტანს ტალღების ლელოს. დიდხანს ებრძოდა მენიჩბე მარდი ტალღებს - ამღვრეულს და გაბრაზებულს. ნავი მისდევდა ზვირთების კრებულს, თავის მგზავრებით მათი ნავარდის ყოველ წუთს მსხვერპლი რომ გამხდარიყო, მაგრამ მდინარემ ნავი გარიყა, აი ნაპირი! საბრალო გარბის ნაცნობი ქუჩით, უცქერის ხარბი ადგილებს ჩვეულს და თან გარეულს, სურათს საშინელს და სიზმარეულს! და მის წინ ყრია უწესო გროვად, რაც კი მდინარის რისხვამ დასტოვა. დაშლილ ფიცრების გამოჩნდა ტევრი, დანგრეულია სახლები ბევრი; ზოგიერთები უკუღმა დგანან, ვით ბრძოლის ველზე ყოველგან ჩანან დამხრჩვალთ გვამები. მაშინ ევგენი სასოწარკვეთილ და გიჟურ რბენით იქ მიჰქრის, სადაც ბედი მარადი ელის დაბეჭდილ უცხო ბარათით. და იგი გარბის საოცარ გრძნობით. უბე. . . სად არის სახლი ნაცნობი? ზარდაცემული - იგი დგას სვეტად: უკან დაბრუნდა ის უცაბედად. ნაცნობ სახლისკენ ისევ იჩქარის, აი ტირიფი. . . კვალი ჭიშკრის არ ჩანს და სახლი აღარსად არის, ის შებოჭილი დარდით, მწუხარე, ეკამათება თავის თავს ცხარედ. უცბად მიირტყა მან შუბლზე ხელი და ახარხარდა. ღამისა ქსელი მთრთოლვარე ქალაქს მოედვა ბნელი. მაგრამ მცხოვრებლებს დიდხანს არ სძინავს, ურთიერთშორის აქვთ საუბარი გარდასულ დღეზე; დილა კი ბრწყინავს სატახტოს თავზე - წითელ საფარით ფარავს წარსული დღის ბოროტებას და დარბეულთა კვნესა-გოდებას. კვლავ ყოველივემ სახე ჩვეული ისევ მიიღო და დარბეული გამოდიოდა ქუჩაში ხალხი, მის უგრძნობ სახეს არ აჩნდა თალხი. კვლავს სამსახურში მოხელე მიდის, აღებს ვაჭარი - არ მცოდნე რიდის - მდინარისაგან სარდაფს გაძარცულს და იმედი აქვს, რომ ზარალს წარსულს იგი აიღებს მალე სხვებიდან. ნავებს ზიდავენ ეზოებიდან, გრაფი ხვოსტოვი კვლავ ლექსებს წერდა და მირონცხებულ მგოსნის გზებითა უბედურებას იგი უმღერდა. მაგრამ საბრალო ჩემი ევგენი . . . იგი მოიცვა სრულ დაღონებამ. ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ საშინელ განცდებს! ტყვექმნილი სმენით ნევის და ქარის ხმაურს უსმენდა. უცხო ფიქრებით აღვსილი, - კენტად ის დადიოდა. რაღაც სიზმარი მას აწვალებდა წუთი ცისმარი. და შეპყრობილი საოცარ სენით, არ ბრუნდებოდა სახლში ევგენი. როცა გავიდა საკმაო ხანი, მიაქირავა მისი საკანი სახლის პატრონმა ხელმოკლე პოეტს. ევგენი გაჰყვა აშლილ გონებას. . . არ მიაკითხა თავის ქონებას. ემალებოდა ბრბოს მიეთ-მოეტს. დიდი ხანია მან დაგმო ბინა, და ნავსდგურში ხშირად ეძინა. ის სამოწყალოს გამოწვდილ ლუკმით ცხოვრობდა, მუდამ მოხეტე, უქმი. ბავშვნი ესროდნენ ქვებს იმას - ეულს, მუდამ უცნაურს და ჩამოხეულს. გზას არასოდეს ის არ ამჩნევდა, და სცემდნენ მათრახს მეეტლეები. ჰქროდნენ უმიზნოდ მისი დღეები, და სწვავდა რაღა უთქმელი სევდა. ფარულ განგაშით გაყრუებული, ის ეწეოდა ყოფას შხამიანს, და უსახური, მკრთალი, ვნებული არც ნადირს ჰგავდა, არც ადამიანს. არც ის და არც ეს, ვით ცოცხალ-მკვარი. მას ნავსადგურში ერთხელ ეძინა, და შემოდგომის იყო ავდარი. ქარმა გასტეხა მდინარის ინა. ტალღა სწვდებოდა ნაპირს ჩივილით, საფეხურებთან ის მდუმარებდა, ვით მომჩივანი გულისტკივილით ყრუ მსაჯულების სასტიკ კარებტან, გამოეღვიძა საბრალოს. ქარი გმინავდა ისე, როგორც აფთარი, ზეცას მდუღარე ცრემლი სდიოდა, და შორს გუსაგის ხმა გაჰკიოდა. უცბად წამოხტა ევგენი, იმას მთელი წარსული საშინელება, რაზედაც ფიქრი მას ეძნელება, კვლავ წარმოუდგა, უსმენდა წვიმას. ირგვლივ დაიწყო მან ხეტიალი, სწრაფ შეაჩერა ნაბიჯთ ტრიალი, თვალი მოავლო მან შიშით არეს, სახლის სვეტებ ქვეშ ახლა ის არის; იქ მოდარაჯე იდგნენ ლომები, აწვდილი თათით, დაუდგრომები. და მის პირდაპირ საშინელ ლანდად, ირგვლივ შეზღუდულ და მაღალ კლდეზე, აპყრობილ ხელით მხედარი ჩანდა, ამაყად მჯდარი ბრიჯაოს ცხენზე.
ევგენი შეკრთა. მას მოაგონდა კვლავ ყველაერი: ტალღათ კრებული, წარღვნის ფართობი გააფთრებული, სადაც სტიქიას ზეიმი ჰქონდა. იცნო ლომები, ნისლით ბურვილი, და ის მხედარი ბრინჯაოს თავიტ, რომლის ულმობელ ამაყ სურვილით ზღვასთან ქალაქი დაარსდა ავი. საშინელია ის ამ წყვდიადში! შუბლზე ბეჭედი იდუმალ ფიქრის! ნეტა რა ძალა იმალვის მასში, როგორი ცეცხლით იწვის ეს რაში? ამაყო რაშო! შენ საით მიჰქრი, და სად დაუშვებ ფეხებს გიჟ სვლაში? სასტიკი ბედის მძლავრო მფლობელო! განა შენ ასე უფსკრულის თავზე რკინის აღვირით, ო, ულმობელო, არ დააყენე რუსეთი ყალყზე?
და კვარცხლბეკს გულის აფრთხუაკებუთ უვლის შეშლილი, მთლად მოცახცახე. ის მიაჩერდა გიჟურ თვალებით ძლევამოსილი მპყრობელის სახეს. ისევ შეშფოთდა. თავისი შუბლით ცივ მოაჯირის მიეკრა ფოლადს, თვალნი აევსო უეცარ ღრუბლით, და რაღაც ცეცხლმა ის აათრთოლა. მოაწვა სისხლი. ის დადგა მკვახედ ამაყ კერპის წინ, ბრაზმორეული, და კბილთა ღრჭენით, ცოფიან სახით სთქვა, შეპყრობილმა ძალით გრძნეულით: "მაშ კარგი, ვნახოთ, აღმშენებელო!. . ." უცბად გაიქცა განაქანები, მას მოეჩვენა რაღაც ზმანებით, რომ მეფის სახე შიშაღმგზნებელი მისკენ მოიქცა სწრაფ მრისხანებით. რბის ყრუ მოედნით საბრალო გიჟი, უკან ხმაური მას ესმის შიშით: თითქოს დამტვრეულ გრგვინვის გრიალი - ცხენის თქარუნი - შორით შთენილი, და უპასუხებს მძიმე ზრიალით ამბოხებული მას ქვაფენილი. განათებული ფერმკრთალი მთვარით, ხელით - აწვდილით მაღლა ზეცაში იმას ბრინჯაოს მოსდევს მხედარი გამოჩენებულ და მგრგვინავ რაშით. და მთელი ღამე საბრალო გიჟი, სად არ წავიდა, ესმოდა შიშით, რომ მას მოსდევდა მძიმე ჭენებით იგი მხედარი მონაჩვენები. და აის შემდეგ, როს უხდებოდა იმ მოედანზე გავლა ევგენის, იმის სახეზე შიში ჩნდებოდა, ხელს მიიკრავდა ის გულზე ტკენით. თითქოს აცხრობდა მის ცემას მარადს, ქუდს გახუნებულს იხდიდა წყნარად, და მიდიოდა განზე ძუნძულით. არის პატარა ზღვაზე კუნძული: ხანდახან მივა იქ ალმაცერად მეთევზე თავის ღარიბი ფაცერით, და თვით იკეთებს ის ვახშამს მცირეს; ანდა მოხელე აქ მოდის კვირას ნავით. ჩუმია მკვდარი სავანე, მასზე არ ხარობს ბალახი მწვანე. აქ წყალდიდობამ უბოროტესმა მოაგდო ძველი სახლი ოდესმე. და იგი ჩანდა, ვით ბუჩქი შავი, და ის გასულ წელს გაზიდეს ნავით; ის იყო თითქმის მთლად დანგრეული, იმის კარებთან ევგენი ნახეს. და მისი გვამი, ცივი, ეული, ღვთის გულისათვის იქვე დამარხეს.
|
|
|
|