nukria | Дата: კვ, 29.01.2017, 19:37 | Сообщение # 81 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის, ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს სიხარულს ნერგავს.- შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის, ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
კაცს - კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! კაცს შენისთანას - ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად, წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!
შენი სახელის ხსენებაზე ყორანი ჩხავის, - რიყეში ვარ და გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას... შეხე, რაგვარად, რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის - ცოდვაა სწორედ - სარეველა ყაყაჩოს ერქვას!
|
|
|
|