იოსებ გრიშაშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
იოსებ გრიშაშვილი
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:37 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავბერდი? - არა

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:13 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქურდული ალერსი 
გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა.
შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა,
მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა
და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, -
თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი,
როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"

ერთხელ გითხარ: მომბეზრდა ეს ალერსი ქურდული.
მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული,
გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი და
შევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან.
შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი, -
როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"

წუხელ მაგრად დავითვერ. ღვინობ ვნება დათენთა.
დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა -
ცელქი, შეუშინარი შენს ბინაზე მოველი:
"ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!"
მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა...
გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:14 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!”
მე ვიმეორებ ყოველ ცისმარე.
სხვის მიწის ხვეჭა ჩვენ არ გვჩვევია,
ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ.”
ეს მთა ჩვენია! ეს ხე ჩვენია!
”მე ვიმეორებ ყოველ განთიადს
.თუკ რამ კარგი გადამრჩენია,
ისიც სამშობლოს დროშად ანთია
სამშობლოს დროშა, როგორც ფოლადი,
ერთი მიზნისკენ ჩვენს გულებს იკრებს
...გულო! მებრძოლებს გაუტოლადდი,
თოფის ლულაზე აწყობდი ფიქრებს!
ჩემს სიცოცხლეში ზამბახზე მძიმე
არ წარმომითქვამს სიტყვა და ლექსი
,პეპელას ფრთებზე გამოვიძინე,
მინანავებდა სიოს ალერსი.
როგორც მებრძოლი,ეს მართალია,
მე არ ვყოფილვარ, ძვირფასო, წინათ;
ჩემში რითმამ და თოფის ფიალამ
თან ამოსანგრედ ვერ იქორწინა.
მაგრამ თუ ატყდა ომი ფიცხელი,
შემოანგრიეს მზა ჯებირები
კალმის მაგივრად ხმალს ვსტაცებ ხელსა,
პოეტებს აქაც გავეჯიბრები.’’
ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!
”მე ვიმეორებ ყოველ განთიადს,
და თუ რამ კარგი გადამრჩენია,
-ისიც სამშობლოს დროშად ანთია.
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:14 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დააჩქარე! დააჩქარე! და ის ვინც გაქებდა...და ის,ვინც გალხენდა,
ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ,ბოროტი,მავნე,-
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - 
თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობალად...
და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...

ეხლაც,როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,
შენგან დანავიწყი შენს წერილებს ველი,
ეხლაც! ეხლაც-მეთქი,ის შენი დობილი
ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი
და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს:
''ჩემსავითო,გწამდეს,ვერვინ გიერთგულებს!''
აი,გადაიძრო თავიდან თავშალი,
აი,გადიყარა კოხტად თმა ნაშალი
და ცრემლები თეთრი,და ცრემლები წმინდა
ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...

ჩქარა!ჩქარა!ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,
იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ - 
საალერსოდ მიწვევს შენსა ლექთამწყობელს
და წაგართმევს ჩემს თავს ,და წაგართმევს მკობელს!
დააჩქარე,გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - 
თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი!
თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მოსაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:15 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დარდი მაქვს იმ უბნის,იმ ქუჩის, იმ მიწისა
შუბლი გამიფართოვდა,როგორც ველი დიღმისა.
ვფიქრობ, მაინც ვერ მივხვდი,სადაური წესია,
ვინც აქამდე კვნესოდა, ისევ ისე კვნესიან.
ქათმებსა და კურდღლებსა აჯგუფებენ ჯიშებად
ივარჯიშონ, რა მიდის თუკი ევარჯიშებათ
ქუჩებს აფართოებენ,ვაი ასეთ სიფართეს,
იქ ქართველებს ვერ ვხედავ,ვხედავ უცხო სიფათებს.
საფლავიდან მკვდრებს ჰყრიან,დაღლილებს და ნასვენებს,
დასანგრევს აშენებენ,და ანგრევენ ნაშენებს.
ქუჩებს აფართოებენ, ყვირიან და კივიან,
ქუჩებს აფართოებენ,ესეც კოლექტივია?
ქუჩებს აფართოებენ,ასწორებენ იწროებს,
ქუჩებს აფართოებენ,სული შეავიწროეს.
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:16 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წინათ რა იყო, ეს მე არ ვიცი,მე
იმას ვამბობ, რასაც დღეს ვხედავ.
ქართული კაბა როდის ჩაიცვი -ბავშვო,
მიჯნურო, დაო დე დედავ!
უბერებელო! რა ხარ? ვინა ხარ?
შენზე არ ითქმის: “დროსგან ნამუსრო!”
შენს კაბის შრიალს გულში ვინახავ,
ტავდახურულო ხალხის ნამუსო!
ლაპარაკობენ თვით შენი ძვლები,
როცა სცენაზე გწვავს სიხალისე.
ათიათასჯერ გარდაიცვლები,
ათიათასჯერ ცოცხლდები ისევ.
სიტყვის ტავთუხო! ლექსების წყობავ!
ქართული სცენის სულო და გულო,
ერთი სიცოცხლე შენ არ გეყოფა,
შენ, რამდენჯერმე დაბადებულო!ა
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:17 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"

როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.

ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.

მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:18 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე
დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,
ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე
შემხვდება ორი ნაჯიბგირალი.
”დაგვლოცე, ფირუზ!”
“ვახ, გამარჯობა?!”
მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს
...ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა
-განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.
მოქეიფენო! ძველმა თბილისმა
მეც ჩამომართვა უძარღვო ხელი
-მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა,
სად არის ძველი ყარაჩოღელი?
გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი,
ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს,
და მერიქიფე, ლოთი, მურდალი,
ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.
გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო:
ხლებში არ მყავს ძმა-მოყვარული,
და ავტირდები, როგორც ეს ღვინო
კინტოს პერანგზე ჩამოღვარული.
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:19 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოვიბერტყე წლები ქეჩოდან,
ისევ მონა ვარ ძველი კოცნისა,
გიხილე და ვთქვი: "ო, რას მერჩოდა?"
და ხელმეორედ გავხდი ოცისა.

მთვარე ხარ - გიყვარს ცად მოვანება,
თავთუხის ძნა ხარ გაულეწელი,
გნახე და მყისვე ჩემს წლოვანებას
ჩამოეწერა ორმოცი წელი.

რად მომივლინა ზეცამ სასჯელი?
ახალი ეშხი რად მაგრძნობინა?
რად დამიშაქრდა ფიქრი მტანჯველი
და ყვავილებით ამევსო ბინა?

ასეთიაო, მგოსნების ბედი,
მათი ეკალიც ჰყვავის ვარდებად.
მაშ, ნუღარ ამბობთ: "სოსო დაბერდი"!
და აღარავინ შემიყვარდება!..

მე ჩემს იღბალთან კიდევ მსურს შეხლა,
აკაკის ლექსი წინ მიდგას მცველად:
"თითქოს ჭაბუკი ვიყო მე ეხლა
და ვყოფილიყავ მოხუცი ძველად!"
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:20 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსის შექმნის დროს მე წარმოვადგენ
ცის და მიწის ხიდს, ხიდს მძლავრს და მჭიდროს.
მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღვადგენ!
ლექსის შექმნის დროს!.. ლექსის შექმნის დროს!..

მე შემიძლიან... თუ შენს გულს უნდა -
გაჩუქო აგერ ის არემარე,
სადაც ზღვის ჭავლი მზით ადუდუნდა,
ჭავლი ხუჭუჭა, ჭავლი მთვლემარე.

მე შემიძლიან - მხოლოდ მარტო მე -
სიყვარულიცა... სილამაზეცა...
მე შემიძლიან, თუ მოვინდომე,
ცხვირსახოცივით დავკეცო ზეცა.

მე შემიძლიან, კანონი ღვთისა
ისე შევცვალო, სატრფოვ სვიანო,
რომ ჩემის ლექსით თვით ჩასვლა მზისა
ცოტა ხნით კიდევ დავაგვიანო.

ო, მე სულ სხვა ვარ! მე წარმოვადგენ
ცის და მიწის ხის, ხიდს მძლავრს და მჭიდროს,
მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღგადგენ!
ლექსის შექმნის დროს! ლექსის შექმნის დროს!
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость