nukria | Дата: ოთხ, 02.12.2015, 11:15 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბილავება – დაცემულის უკუქცევა აზეზება – შებორკვისგან თავდაღწევა არდიგარდა – იგურდივი, დამორა, განივ გადატარება არქმა – ხელში ატაცება ასკიპარჭვა – აპლაკვა, აქარჩხვა, ფეხაშვერით წაქცევა აფრობა – შეპყრობა (აიფრე) აწიალება – კიდურით ატაცება აწიკვა – აზიდვა ბრეშა – ბღვერა, საჭიდაოდ გამზადება ბუსკნაობა – თავრქით ჭიდაობა ბუღრაობა – თავით და მხრით მიწოლა ბღლარძუნი – უგვანი ჯიდება ბწკნა – წადილი გაშვებისათვის გათანგვა – შებოჭვა გაკაიპება – გახევება, გამაგრება განსხირპვა – გაჭიმვა, განტევება – გაშვება გარდე – სარმა (მეგრ.) გასარქვა – სწრაფად შებოჭვა გაცლა – ფანდის ნაწილი გაძაბვა – მცირედ გაჭიმვა გაძაგვრა – მტკივნეულზე დაჭერა გახერება – უძრავად დადგომა გრიკა – რჩოლა, რკინება დაბალითება – მოტყუება დაბოძება – დაკოსება, გამაგრება დაგნასვა – დაფრთხობა დაზინება – მოზიდვა, დათრევა დათელება – მივარდნა დაკაპტოება – ხელში ჩაჭერა დაკვერცხება – მოწყვეტით დანარცხება დაკიდება – მოსაქანცი ხერხი დამარმუთება – დაფაცურება დატიტვა – ჯობნა, დაცალვა, დაჯალდვა დაშარტვა – მაგრად შებოჭვა დაშტაკნება – დაჭიდება (რაჭ.) დაცქვრენა – დაძვრომა დილიმანი – გუმანით მოქმედება დინახალენი კაჭა – შუასარმა ვერაგი – ილეთის სახეა ზავთი – რიხი, ძალა ზარფი – დიდი ძალა ზიდილა – გაწევ–გამოწევა ზურგული – ილეთის სახეა ზღართანი – მოწყვეტით დანარცხება იერიში – სწრაფი შეტევა იღლიღორა – ჯვარედინად შებმა კვანტი – ილეთის სახეა კავური – კაური, ილეთის სახეა (გარეკაური, შუაკაური) კისრული – ილეთის სახეა კიწავი – სახელოში ჩაჭიდებით კონტი – უკუფანდი კოტაობა – ტყუილი ჭიდაობა ლიბირღვიელ – ბუღრაობა (სვან.) მაკარტო – მაკრატო, მაკრატელასავით (?) მანდიკური – წელიდან მხრით აყვანა მეგორდია – მოგვერდი მოთარვა – ხელში მოგდება მოსაგვა – მოკატუნება, საგვა მოყინწვა – მოხუთვასავით მოყრონჭვა – ყელში წაჭერა, მოყლარჭვა მოცელვა – ფეხგამოსმით (გვერდიდან) მოწოლი – მოგვერდივით მოჭიდავე – მორკინალი, მრკენელი, მატეკარი (გურ.), მაჭუდარი (აჭარ.) მოხამურება – მოგრეხასავით მოხელთება – ხელში ჩაგდება მოხუბურკვლა – მოხოჯვა, ხელით შებოჭვა მხარიღლივ – მხრიდან მეორე იღლიის მიმართულებით ნამგალა – ფეხგამოსმით (უკნიდან წინისკენ) ნიათი – არაქათი, იკლიკი ონა – ძალდატანება ონარი – საჭიდაო ხრიკი ჟრიატი – იდუმალი შიში რკენა – ჭიდება, ტეკობა საბეჭური – კანაფის უსახელო საჭიდაო ჩოხა (იმერ.) სარმა – ილეთის სახეა საფალავნონი – ჭიდაობა, ხევისბერთა მონაწილეობით უგანა – გაუხტა ფერცხელი – კოტრიალი, გორაობა (მეგრ.) ფეხდაბიჯება – ილეთთა ჯგუფი ფილფო – ღონე ქილვა – თმაში ჩავლება, ქირჩნა ქიფება – ჯგიმვა, ჭიმვა ქიჩავი – გაწევ–გამოწევა, ქიჩმაჩი ღორება – მოტყუება ყინტი – მოყინწვა–მოხამურება შარკლა – ფეხების აჩაჩხვა შეჯავახება – მძიმედ შეტაკება ჩიგორგალი – კისრულივით, დაბალ დგომში ჩოქური – მოგვერდი წაჩოქებით ცერული – ილეთის სახეა ცლინგური – ხელიდან დასხლტომის ხერხია ცუცურაკი – მოტყუება ჭიდაობა – კაცის რკინება ცხოველთან ხარდიორდა – ფუნდრუკის ნაირსახეობა ხერხი – ფანდი, ხვანჯი, ლინგი ხვანჯი – რთული ილეთი ხრიკი – ფანდი, ხიმანი, ჩხაკვი ხუთვა – შთობა ჯანი – ღონე, საფანელი, ილაჯი, სიქა ჯაჯგური – ჭიდების სახეა ჯიბრი – ჯობნის სურვილი ჯიკავი – ხელის კვრა, ჯირგალი ჯლეხა – რჩოლა
|
|
|
|