ხალხური ლექსები - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ხალხური ლექსები
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:22 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქში სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაში სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.

***
მასპინძელო ჩვენო ლხინო
მარნის კარი გიჭრიალებს
უხადი ქვევრი მოხადე
ყელი ჩაგვიმაჭრიანე.

***
ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა.
ვინა ვარ? - სამასმეერთე
არაგველთა ვარ ჯიშისა!
შენი გაზრდილი ბოკვერი,
მტრისთვის შემკვლელი თავისა,
სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,
თუ არ სამშობლო თავისა.

***
საყვარელო, შენი ქება
უცხო თემში მიამბესო,
გადმოფრენა დავაპირე,
მაგრამ ჯაჭვით მიმაბესო,
რამდენიც წამოვიწიე,
კალთა ლურსმნით დამიკრესო,
არ მაღირსეს შენი ნახვა,
ყველგან მახე დამიგესო,
- ქალო, გევხარ ალვის ხესა,
ბაღჩაშია დანერგულსა,
ტანი მიგიგავს ლერწამსა,
ზღვის პირასა ამოსულსა,
ყელი გიგავს არაბულსა
შეკაზმულსა ბედაურსა,
თვალ-წამწამი ყორანს გიგავს,
შავი ზღვიდან ამოსულსა,
ენა ჭიკჭიკ მერცხალს გიგავს,
ინდოეთიდან მოსულსა,
ადე და ჩემსკენ წამოდი,
შემოგახვევ ვარდის სუნსა,
თუ რომ გულით არ მიყვარდე,
ამომართმევს ღმერთი სულსა.
:wub:

***
სანამ ქალი ვარ გაჯავრებ,
ჯავრსაც არ შევჭამ შენსაო!
გზაზე რო შემომეყარო
არ დაგიდგები გზასაო!
გზის თავზე შეგიფრინდები,
მაღლა შევიყრი თმასაო,
გადავალ გომეწარშია,
სანთლით ავარჩევ ქმარსაო!
თუ იქაც ვერა ვიშოვე,
ხევსურს გავყვები კარგსაო,
ხევსურსაც იგეთს გავყვები,
დღე შუვ ლესავდეს ხმალსაო,
ლაშქარს წინ მიუძღვებოდეს,
დრეკავდეს შუბის ტარსაო!
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:22 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძილისა

დავწვები, დამეძინება,
პირჯვარი დამწერება,
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი
სულ თავთით დამესვენება.
ჯვარი მწყალობს ჯვარცმულის,
ჯვარი პატიოსანი,
მწყალობს წმინდა გიორგი,
ვერას მიზამს მაცდური.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:23 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელოდებიან ჩანთელსა,
ქისტეთ წასულა ხმლიანი,
სისხლის აღება უნდარის,
მტერს უნდა უყვას ზიანი.
ძმობილის მომკლავს დეეძებს,
შვიდ წელი ხდება მთლიანი,
მერვე წელს შეხვდა გზაზედა,
დღე დაუბნელა მზიანი.
ქისტსა ,ძმობილის მომკლავსა,
გულში მოარტყა ტყვიანი,
შვიდ წელს ტანთ შავად ჩაცმულმა
თვალებ იწმინდა წყლიანი.
ახლა მიდ-მოდის მღერითა
ჩანთელი სახელიანი,
ხელები ციხეს მიაკრა,
ბუზვნი სჭამენ და ჭიანი

---------------------------

ხოგაის მინდი

ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვიანა ჰხდებოდა,
ჩამოდიოდა მაკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შავარდენი, არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიუხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი, ტიალი,
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისი, ბეჩავი,
სულ შავად იმოსებოდა;
დედა იმის, საბრალო,
ტირის, აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო,
თმა-წვერით იხოშებოდა.
 
nukriaДата: კვ, 02.02.2014, 00:06 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხოს ალდი ჯობ მამაცად,
მშავლებ ჯობ კუკუმაური,

თუშებსა ლუის ლუხუმი,
გუდამაყრელთ ბუბუნაური,
მოხევეთ ღუდუშაური,
ხევსურებს ხუშურაული.
ხმლის ქნევად, ფარის ფარებად
მარტია მისურაული.
ამაგის გვერდი სადგომლად
იმედა მინანაური.
ცხვარს ვინ მოზვერავს მითხოსა?
ახალა შუქიაური.
ვინ ჩავას მოზვერულზედა?
გამახელ თემროზაული.
ზურაბის ლაშქართ ვინ ჩაჰყვა?
ჩააცვეთს ბაბურაული.
ხუთ-ხუთს ვინ ჩაჰხოცს მარტოი?
ძაღლიკა ხიმიკაური.
ვინ გაღმეტდება ლაშქართა?
ღულელი არიშაული.
ოსებს ვინ დაზდებს ბეგარსა?
ბერდია მამუკაური.
 
nukriaДата: კვ, 02.02.2014, 00:44 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა - ნუში აყვავებას იწყებს,
როცა - გული სისხლით ვეღარ ძღება,
ნიკოტინი როცა არ ვნებს ფილტვებს,
როცა - სულში გაზაფხული დგება.

როცა - ლექსებს აღარ ჰყოფნით წერა,
როცა - მუზა ერთია და ასი,
როცა - ქურდობ გულებს და ეს გჯერა,
როცა - ასგზის გადატეხე ნავსი.

როცა - უკვე აღარახარ ერთის,
როცა - ცდილობ "სენი" სხვასაც აცხო,
როცა - არსად სუნი არ დგას დენთის,
მაშინ არ გაქვს დასაკარგი აწმყო!

ბენჯი ჩხაიძე
 
nukriaДата: ოთხ, 14.05.2014, 15:39 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვიშისფერი ცხენით მოხვალ,
მურყვამებმა თავი დახარეს...
გზაყაყაჩო მოწითალობს,
გზაგვირილზე მოენგურობ,
თამარ დედფალ,
თაიამარე....
 
nukriaДата: პარ, 16.05.2014, 20:01 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამზეოდან მოდიოდი ,
ცხენი ჰგავდა დაღამებას,
თეთრ კოშკებთან ჭიხვინებდა,
შაი, ვოდი შამარერა!
ჰე, რაინდის ნაფეხურზე,
თოვლის ფიფქიც აყვადება,-
მეგონა და ასეც იყო,
შაი, ვოდი, შამარერა!
ენგურს სათქმელს გაატანდი,
ნაფოტოვით ატარებდა,
მეც ველოდი სველ ბარათებს,
შაი, ვოდი, შამარერა!
ძმადნაფიცი უშბა იყო,
შხარა მხრებით გატარებდა ,
მაშინ მერქვა თამარელა...
შაი, ვოდი, შამარერა!
შაი, ვოდი, შამარერა!
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 20:33 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეჲ სჯობავ თუ ღამეჲ?
ხალხნო, მე გკითხავ ამასა.
ღამე ნიადე კარგია,
დღეჲ სინათით სძალავსა.
ხმელეთზე მანათობელი
მზეჲ მაუდის თანაცა,
ცხვარ-ძროხა მაეფინება,
მაღლა მთას, დაბლა ჭალასა,
მააშრობს დილის ცვარ-ნამსა,
მწყერ ყანას ეტყვის სალამსა.
მაგრამ რო ღამე არ იყოს,
ისი ღმერთმ დაიფარასა!
რა დადგეს ღამის წყვდიადი,
ბევრსა უხარის ქალასა.
ძმობილთან წასვლა ღგულავის,
ძნელა რო დაეშალასა.
ვაჟასაც მოლოდინი აქვ,
არ უცდის პურის ჭამასა,
წავა, გაიგებს ლოგინსა,
გაიბუნბულებს ჩალასა.
გულშია გულის მისნადა,
თანა კი ფიქრობს ამასა:
"კი არა მამივიდეს, რა,
რომ რაით დაიშალასა?"
ქალ მიდის წყნარი ბიჯითა,
არ აჩუჩუნებს ჩალასა,
ამოიტოლებს ბოთლასა,
ჯალაფთად მანაპარავსა.
"რა ყინჩად დამძინებია!"
მოყმე დაიწყებს ზარვასა.
ქალ მალე გამააღვიძებს,
არც ალევიებს ხანასა.
ყბა რო ყბას გამეეტოლას,
მკერდი მკერდს შაახალასა.
უწინდელ ნაცნაურია,
ნადობს აღარას მალავსა, —
მემრ დაიწყებენ კოცნასა,
პირიდან ნერწყვის პარვასა.
დღე თუ ღამ, რომელი ჯობნის?
ხალხნო, მე გკითხავ ამასა.
ტურფა ქვეყანა თვალით ჩინს,
სიკეთით დღეჲ ძალავსა,
მუშაჲს სამუშავებლად,
სარჩოს შინ მოსატანადა,
ცხვარ-ძროხა მაეფინების,
ბალახს სძოვს მთასდ და ბარადა,
მანათობელი ქვეყნისა
მზეჲ ამუა თანაცა,
გააშრობს დილის ცვარ-ნამსა,
მწყერ ნანას ეტყვის ყანასა.
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 20:34 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 20:35 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა.
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость