ხალხური ლექსები
|
|
verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 22:27 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** ათას უგულო მეომარს გულადი ორი სჯობია. არამ მწყერს, ხოხობ-კაკაბსა ალალი ქორი სჯობია.
*** შაიყრებიან ყორნები, არ გაირევენ ძერასა... კაცი ვერსაით მაჰრჩება თავის ბედსა და წერასა.
*** მთაო,გადმიშვი მაღალო, რა ნისლი მოგიხვევია, მთას იქით ჩემი ლამაზი სხვას ვისმეს ჩაუხვევია.
*** ქალაუ,ისე თეთრი ხარ, როგორც საყდარში კირიო, სიზმარში მომაგონდები, წამოვჯდები და ვტირიო, შენი დანახვა მეწადა, რად მომარიდე პირიო.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.05.2012, 14:38 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ქვეშ უქრის ნიავქარია, მხარზედა ჰკიდავნ მათრახი სამოცდა სამი მხარია. ვისაც დაუქნევს, დააჩნევს - ცხენზე დაკრული მწარია. შამაუარა საყმოთა, სულ შააგროვა ყმანია, უგულოს გული ჩაუდგა, წელზე შააბა ხმალია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 05.06.2012, 14:30 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ნეტავი,გოგო,შენი ხმა ავადმყოფს გამაგონაო. ტუჩი ტუჩს დამადებინა, ძუძუებს ჩამაკონაო. მალ-მალე მოდი ჩემთანა, შენც ობოლი ხარ,მეცაო, უბეში ხელის ჩაყოფა შენც გეამება,მეცაო. ნეტავი,გოგო,მე და შენ ერთადამც დაგვაწვინაო, დაგვხურა ჩემი ნაბადი, მაღლით დაუშვა წვიმაო. ნეტავი,გოგო,მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო, რომელიც მეტი მოვიდეს, მაკრატლით დაგვასწორაო.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.08.2012, 22:09 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აყვავებულა არაგვზე დეკა აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მიცურავს მთა - მთა, სევდა მასწავლე ფშავლის ასულო, ემაგ თაფლისფერ თვალთა. ციხეგორობას სტუმრად მოგივალ არ მაკოცება ნეტა? შენთან ღრეობა მწადიან ქალო, ყოფნა მწადიან შენთან. ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს რაისად სთელავ კენტად, მოდი, ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლახოთ ერთად. და თუ შენს გამო ფშავლის ასულო შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, ნეტა მანახა როგორ მიტირებ გლოვის სევდიან ხმაზე. აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მიცურავს მთა - მთა სევდა მასწავლეს ფშავლის ასულო ემაგ თაფლისფერ თვალთა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 22.08.2012, 23:09 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა. თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა.
* * *
არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა.
* * *
ეკლის ადგილზე ამოსვლა ეკლისა არის წესია მოხუცი მომკის იმასვე, რაც სიყრმით დაუთესია.
* * *
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა, კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი, არც თავის დედასა. * * *
წუთისოფელი ასეა, - ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია.
* * *
წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება, რასაც ვაამებთ ურთიერთს, იმის მეტი რა შაგვრჩება? სამი ადლი ტილოს მეტი, სამარეში რა ჩაგვყვება?
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 22.08.2012, 23:09 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა! თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. - თხაო, ნუ გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა. იმას რომ დარჩა ლეკვები, ისინიც მგლებად მაიქცა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 26.08.2012, 21:06 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ომი გიქნიათო გივარგი ომი, ომი ვქენითო ბეთქალ, წაგიგიათო ომი, გივარგი წავაგეთ ომი ბეთქალ. მაშ რა აზრი ჰქონდა ბრძოლას გივარგი?! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბეთქალ...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:41 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხალხური მინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა.
ქვა უბეში ჩავიდევი, დამამძიმა, დამძალა!.. ქალო, შენი სიყვარული გამწარდა, ვით სამსალა.
ქვა ავიღე, გადავაგდე, მივუმატე ძველ ყორეს... ქალო, შენი სიყვარულიც გადვულოცე მეორეს!
იმ ქვას წვიმა დაასველებს, - ცრემლები - შენს სიყვარულს... მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს და ცრემლები კაცის გულს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:45 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი თხა
ჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო.
წვერი გაქვს დეკანოზისა და რქები ეშმაკისაო, კბილები, ნამგლად ნალესი, ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო.
მთაში რომ წაკოკინდები, დააგდებ მინდორ-ველსაო, ჯიხვებს ეწვევი კლდეებში, იქ მოიღერებ ყელსაო!
გაძღები, გასისინდები, ჯიქანს გაივსებ რძითაო, რა გზითაც დილას წასულხარ, ბრუნდები იმავ გზითაო.
მოხვალ და საწველს ამივსებ, არ დამამადლი წველასო!.. მეძღვნეო ჩემი შვილების, შენ მირჩევნიხარ ყველასო.
თვალის-ჩინივით მოგივლი, ნუ გეშინია მტერისო!.. მაგ ძუძუების ჭირიმე: საწველში ჩაიმღერისო!..
ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ! შენ ჩემო კარგო ბელაო!.. ჩემი ოჯახის ურგები შენ გენაცვალოს ყველაო!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:51 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ობოლი (ხალხური)
დედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები.
ხელში ჩამიგდო ობოლი კუდურმა დედინაცვალმა. დამწყევლა ენაბოროტმა, გამღალა მისმა მე თვალმა…
აღარც ვიზრდები, არც ვკვდები, შევკვნესი სხვისა კერასა, დედის სახელსაც ვერ ვამხელ, ვაი ჩემს ბედისწერასა!..
დედას ვეძახი - "მამასა”, ვეძახი მამას - "პაპასა”; არც ერთი პასუხს არ მაძლევს და იმან გამაკაპასა.
ოჰ, რა ძნელია ობლობა და უძნელესი - გერობა! დედინაცვალის დედობა, მისი მოყვრული მტერობა!!.
დედის რძე თაფლი ყოფილა და დედინაცვლის - ნაღველა: დავლიე - ყელზე დამადგა, ძირმწარედ წამომახველა!..
ისევ დედის რძის ჭირიმე, ძუძუებს ვენაცვალები! ოცნებით მაინც შევეტკბო, სიცხადით განაწყალები!
|
|
|
|