ზღაპრები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ზღაპრები
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:03 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამირანი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მონადირე, სახე4ლად სულუკმახი. ჰყავდა ორი ვაჟიშვილი: ბადრი და უსუპი. სულუკმახი თავის სიცოცხლეში ნადირობდა და განთქმულო მონადირედაც ითვლებოდა. ერთხელაც წავიდა სანადიროდ, დაუღამდა და ერთ გამოქვაბულ კლდეს მოადგა. იქ ქალღმერთი დალი ცხოვრობდა. შუაღამისას მაღლიდან ქალის წივილი მოესმა. სულუკმახი წამოხტა, კლდეს ირგვლივ შემოურბინა, მაგრამ ასავალი გზა ვერ იპოვა. დილით სულუკმახი სოფელში წავიდა. მტეხელს რამდენიმე ცალი სატეხი გააკეთებინა, თან ჩაქუჩიც წამოიღო და უკან დაბრუნდა. სატეხები კლდეს მიაჭედა და საფეხურები გააკეთა. სულუკმახმა მაღლა მწოლარე ქალი ნახა.

– რად ყვირი, რა გაჭირვება გაქვს? - ჰკითხა ქალს.

– მე ვარ განთქმული ქალღმერთი დალი. ერთ ღამეს, როცა მეძინა, გვერდით მომწოლოდა ერთთი მონადდირე, სახელად ცამცუმი, და ჩემი ოქროს ნაწნავები დაეჭრა. გამომეღვიძა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და წავიდა. ახლა სიკვდილის დრო მომიახლოვდა. აიღე ჩემი დანა, გამიჭერ შუაზე მუცელი, შიგ ცოცხალი ბავშვი მყავს და ამოიყვანე, ცოდვაა, სამარეში ცოცხალს ნუ ჩამატან. ამას მუცელში დრომდი რომ დასცლოდა, დიდი გმირი გამოვიდოდა. წაიყვანე ბავშვი, თუ ვაჟი იყოს, ამირანი დაარქვი, თუ ქალი – რაც შენი მნებაა, ისა. სამი დღე-ღამე უშობელი დეკეულის გვამში გაჩერე, ერთი დდღე-ღამე კურაყის გვამში და გაიზრტდება, - უთხრა დალიმ.

სულუკმახმა მაშინვე გაჭრა ქალი და ამოიყვანა ბადრივით ვაჟი. ქალმა კი სული დალია. სულუკმახმა ბავშვს ამირანი დაარქვა, წაიყვანა შინ, სამი დღე და ღამე დეკეულის გვამში ამყოფა, ერთი დღე და ღამე კი – კურატის გვამში და ზრდის თავის შვილებთან ერთთად. შვილებსა და დედას ძალინ უყვართ პატარა ამირანი. სულუკმახმა თქვა: საწყალი კაცი ვარ და ბავშვი მდიდიარს უნდა მოვანათვლინოო. ნათლობაში უფალმა ღმერთმა ჩამოიარა და და სულუკმახს უთხრა:

– მე მომანათვლინეო!

ხათრი ვეღარ გაუტეხა და მოანათვლინა. უფალმა ღმერთმა ნათლულს დაანათლა: აღელვებული მტკვრის სიმარდე, მგლის მუხლი და გაქანებული გუთნეულის ძალა. ამირანი მართლა ასეთი ღონიერი გამოვიდა.

სულუკმახმა სიკვდილის წინ შვილებს დაუბარა: მე რომ მოვკვდები, დევები დაგიწყებენ ბრძოლას. აქედან აიყარეთ და ამა და ამ ალაგას ივცხოვრეთო. მალე სულუკმახი მოკვდა და შვილები ობლად დარჩნენ.

ბადრი, უსუპ დ ამირან

ობლები დავიყარენით

ევების შეშინებულნი,

ჩაბალხში ჩავიყარენით.

ამირანი როცა წამოიზარდა, ძმებს უთხრა:

– წავიდეთ, ბიჭებო, იქნებ რამე ვიშოვნოთ, თორემ მშივრები დავიხოცებითო. ძმები დაეთანხმნენ.

სამნი ძმანი წამოვიდნენ:

ბადრი, უსუპ, ამირანი.

ცხრა მთანი გადმოიარეს,

მეათე ალგეთისანი.

იქაც ერთი კოშკი იდგა,

ნაგები ბროლის ქვისანი.

ცხრა დღე და ღამე უარეს,

ვარ უპოვეს კარნი მისნი.

ამირანმა წიხლი მისცხო,

იქ შეიბა კარი მისი.

კარებს უკან მკვდარი იდო,

საწყალი და საბრალისი.

თითებს შუა წიგნი ჰქონდა

დანაწერი ქაღალდისი:

– ვინც ჩემს ბაყ-ბაყს მომაშორებს,

ჩემი რაში ალალ მისი;

– ვინც ჩემს ბაყ-ბაყს მომაშორებს

ჩემი კოშკიც ალალ მისი;

- ვინც ჩემს ბაყ-ბაყს მომაშორებს,

ცოლიც, ოქროც ალალ მისი.

ვინაობას თუ რომ მკითხავთ,

ძმისწული ვარ უსუპისი.

ამირანმა ძმებს უთხრა:

– წავიდეთ, ის ბაყბაყ დევი მოვკლათ და ამოდენი სიმდიდრე ჩვენ დაგვრჩებაო.

– არაო, - უთხრა უსუპმა, - ვინც ამას გაიგებს, იტყვის, მკვდარი გაუძარცვავთო.

ამირანი და მისი ძმები ისევ წამოვიდნენ. გზაში შემოხვდათ ბაყბაყ დევი,

– სად მიდიხარო? - შეეკითხნენ ძმები.

– ერთი მონადირე, ცამცუმი, მომკვდარა და იმის შესაჭმელადაო.

– გაბრუნდი, წყნარად წადი. შენ ადამიანის ხორცს ვინ შეგაჭმევსო, - უთხრა ამირანმა. ამირანი და ბაყბაყ დევი შეიბნენ:

ამირან, დევი შეიბნენ,

მინდორს გაჰქონდა გრიალი,

ამირანმა დევი დასცა,

დააწყებინა ღრიალი,

დასცა და ბეჭი მოსტეხა,

ადგილიც დახვდა ქვიანი.

– მაცა, ამირან, ნუ მომკლავ,

ქალი გსწავლო თმიანი;

წყალს გაღმა ქალსა გასწავლი,

სახელად კამარ ქვიანი.

წადი, იმისთვის იომე,

თუ ომი შეგიძლიანო.

– თან შიკრიკსაც გაგაყოლებ, კამარის გზას გასწავლისო, - უთხრა დევმა.

დევი ათთავიანი იყო, ამირანმა მოსჭრა ცხრა თავი.

– ეს ერთი თავი მაინც მაპატიე, - უთხრა დევმა.

– არა, ესეც უნდა მოგჭრაო.

– რახან ამასაც მომჭრი, თავიდან სამი ჭია ამოძვრება და ისინი მაინც გაუშვი ცოცხლებიო.

აიანმა მოსჭრა მეათე თავიც და ჭიები გაუშვა. უსუპმა უთხრა:

– ბარემ დახოცე ესენიც, რახან ერთი ჭირი მოიშორე, მეორეც ზედ მიაყოლეო.

– ნეტავი შენ, ჭამამ რა ქნა, ლოკვამ რა უნდა ქნასო! - უთხრა ამირანმა.

ეს ჭიები გველეშაპებად იქცნენ.ძმები წამოვიდნენ. გზაში შეხვდათ ეს გველეშაპები. უსუპმა უთხრა ამირანს:

– წადი და შენ ეომეო! ამირანმა პირველი მოკლა, მეორეც ზედ მიაყოლა, მესამემ კი ამირანი ჩაყლაპა. უსუპს გული მოუვიდა, ჰკრა ისარი გველეშაპს და ბოლო წააწყვიტა რამდენიმე ადლი. წავიდა გველეშაპი, მოინელოს. შემოეხვია ხეს, მაგრამ ბოლო აღარ მიწვდა პირამდის. გველეშაპმა დედას უთხრა:

– მუცელსა მგვრემსო.

დედამ ჰკითხა:

– დარეჯანიანთი ხომ არ ჩაგიყლაპავს? თუ ის ჩაყლაპე, ვერ მოინელებო!

ამირანს ჯიბეში დანა ჰქონდა. ამოიღო, გამოსჭრა გველეშაპს მუცელი და გამოვიდა. გველეშაპი მოკლა, მისი დედაც ზედ მიაყოლა და კიდეც მოვიდნენ ბადრი და უსუპი.

შეისვენეს, ცოტა პურიც ჭამეს, ადგნენ და წამოვიდნენ კამარის საძებრად. ბაყბაყის მოცემული შიკრიკი გზას ურევდა. ეს უსუპმა შეამჩნია და ჯვარედინ გზაზე ერთი მუუს კუნძზე დაკრა ისარი. მესამე დღეს ისევ იქვე ჩამოიარეს და ისარიც იპოვეს. უსუპმა უთხრა ამირანს:

ვარა უყურებ, ამირან,

არ გამარჯვების ნიშანი,

აი, მესამედ მოვედით,

გუშინ რომ დავკარ ისარი.

ამირანმა შიკრიკს თავი მოსჭრა. გზაში ერთ კოშკს მიადგნენ. ხმაური ისმოდა. ამირანმა დაუძახა:

– ოჯახის პატრონო, გამოდი გარეთო! კოშკში თურმე დევები ცხოვრობდნენ. ძთავიანთ დას უთხრეს:

– აბა, გადი, გახედე; ვინ არიან, თუ დარეჯანიანთი არიან, მათთან სიფრთხილე გვართებს. ამირანს ცხრილის ტოლა თვალები და წინ ოქროს კბილები აქვსო.

ქალი გამოვიდა. უნდა გაიგოს ამირანს ოქროს კბილი აქვს თუ არა და გაუცინა. ამირანმა უთხრა:

რას მიცინი დევის ქალო,

რას მიელვებ თეთრსა კბილსა,

გამივლი და გამომივლი,

გამისინჯავ ბაგე-კბილსა!..

ქალმა დაუნახა ოქროს კბილი, შევარდა სახლში და ეს .მებს უთხრა. ამირანიც უკან შეჰყვა და დაუწყო დევებს ბრძოლა. სახლში დახოცა დევები. კარები ჩახურულია. დადგა სისხლის მორევი და იხრჩობა ამირანი. წვდა ერთ დევს და კარებს მიახალა. ფიხარი გაიმტვრა და სისხლის მორევი დამოვიდა. ამირანსაც ეშველა.

წამოვიდა და მოადგნენ ერთ დიდ მდინარეს. ამირანმა უსუპს უთხრა:

– შენი თეთროვანი მათხოვეო (უსუპს კარგი თეთროვანი ჰყავდა!). უსუპს არ უნდოდა თეთროვანის თხოვება, შენი კამარის ძებნით დავიღალეთო, მაგრამ მაინც ათხოვა. შეჯდა ამირანი და გავიდა წყალზე.

კამარი კოშკში ზის. ავიდა მასთან ამირანი და უთხრა: ცოლად უნდა წაგიყვანოო. კამარი სპილოთა ხელმწიფის შვილი იყო. მის მამას ფეხები კაცისა ჰქონდა, ტანი კი სპილოსი. კამარი ჭურჭელს რეცხავდა. ამირანს უთხრა:

– დაალეგე, ოღონდ ფრთხილად, არაფერი გატეხო, თუ გაგიტყდა რამე, მაშინ მამაჩემს ამბავს მიუტანენო.

ამირანს ერთი თეფში სამჯერ დაუვარდა. აოღო, ძირს დაახეთქა და გატეხა. ნატეხმა ნატეხს უთხრა, მთელმა მთელს და ახარეს ხელმწიფეს: კამარ ქალი წაიყვანეს, კამარ ქალი წაიყვანესო!

ამირანმა წამოიყვანა კამარ ქალი. კამარმა თან წამოიღო მარილის კვნიტი, სავარცხელი და სარკე. სპილოთა ხელმწიფემ ჯარი შეკრიბა და დაედევნა. ამირან წყალს რომ გამოვიდა, ძლიერ დიდი ქარიშხალი ამოვარდა. კამარმა უთხრა: აი, მამაჩემი მოდისო. ადგა და სავარცხელი გადააგდო. უკან გაჩნდა უდაბური ტყე. სპილოთა ხელმწიფემ გადმოლახა ტყე. ამირანიანთ კიდევ წაოეწია ქარიშხალი. ახლა კამარმა მარილის კვნიტი გადააგდო. უკან გაჩნდა ერთი უდაბური პიტალო კლდე. სპილოთა ხელმწიფემ გადმოლახა ესეც. ამირანიანთ კიდევ წამოეწია ქარიშხალი. კამარმა გადააგდო სარკეც. უკან გაჩნდა დიდიზღვა. შემოესია ამ ზღვას სპილოთა ხელმწიფის ჯარი, მეტი ნაწილი გამოვიდა. ამირანიანთ კოშკში მივიდნენ. ცოტა ხანში კოშკს სპილოთა ხელმწიფის ჯარიც მოადგა.

– აბა, უსუპ, უნდა ეომოო! - უთხრა ამირანმა. უსუპმა დაუბარა ამირანს:

– სანამ ჩემი ხმალი პრიალებდეს, მანამ არ გამოხვიდეთო.

ბევრი იომა უსუპმა, მაგრამ დაინახეს, რომ მისი ხმალი აღარ პრიალებდა. გავიდა ახლა ბადრი. მანაც იგივე უთხრა ამირანს. როდესაც დაინახა კამარმა, რომ ბადრიც აღარ არის, გააღვიძა ამირანი. ჩავიდა ამირანი და დაუწყო ბრძოლა ჯარს.

სპილოთა ხელმწიფეს ერთი ჩარხი ჰქონდა. თვითონ ატრიალებდა მას და ჯარი სულ მრავლდებოდა და მრავლდებოდა. ამირანმა იმდენი იომა, რომ იმ ჩარხს მიადგა, ჰკრა ხმალი და დაამტვრია. მერე ჯარი აღარ მრავლდებოდა და სულ გაწყვიტა. ახლა შეიბნენ ამირანი და სპილოთა ხელმწიფე. ხელმწიფეს სპილოს ტანი აქვს. ამირანი ამ ტანზე სცემს ხმალს და ვერაფერს აკლებს. ეს დაინახა კამარ ქალმა და კოშკიდან გადასძახა:

ამირან, დოლე, გოლეო,

ომში გაქებენ ხოლმეო,

ომი კარგი გცოდნია,

ხერხი ვერ მოიგონეო.

ზევით რატომ სცემთ სპილოსა,

ქვევით მოუსვი რბილოსა!

ეს გაიგონა ამირანმა, მოუსვა ხმალი ფეხებზე და მოსჭრა. მაშინ სპილოთა ხელმწიფემ დაუძახა:

შეხედე ავსა კამარსა,

ეს ვინ არჩია მამასა!

ვაი, თუ ხელში ჩაგიგდე,

ყელში გაგიყრი დანასა.

ამირანმა აკუწა სპილოთა ხელმწიფე და ავიდა კოშკში. კამარმა დაუძახა:

– წადი, შენი ძმები იპოვეო!

წამოვიდა ამირანი, დახოცილი ჯარი დაათვალიერა და იპოვა მკვდარი ბადრი და უსუპიც, ერთად დააწყო და თქვა: ამათთან მეც უნდა მოვიკლა თავიო. ხან ხმალს დაიკრავს თავში, ხან რას, მაგრამ არ კვდება. გამოვიდა ერთი ქაჯი და ამირანს უთხრა:

– რახან ძალიან გინდა სიკვდილი, შენი სმლით ნეკა თითიდან სისიხლი გამოიშვი და ოკვდებიო.

გაიჭრა თითი, გამოიშვა სისიხლი და სული დალია. კამარმა ეს დაინახა კოშკიდან. გამოიქცა. დაიწყო ტიილი და გნიასი. გამოძვრა ერთი პატარა თაგვი და დახოცილებს დაუწყო სისიხლის წუწნა. კამარმა დასცხო მათრახი და თაგვი მოკლა. გამოვიდა მეორე თაგვი და უთხრა:

– აი, შე ავო დიაცო, მთელი ქვეყანა ამოაწყვეტინე, ქმარ-მაზლნიც წინ გიწყვია დახოცილები, ბრალი შენი, თორემ ამ თაგვს მე ახლავე გავაოცხლებო.

მოგლიჯა სამყურა ბალახი, მიუსვ-მოუსვა თაგვს და გააცოცხლა. ეს დაინახა კამარმა. მანაც მოგლიჯა იგივე ბალახი, მიუსვ-მოუსვა დახოცილ ქმარსა და მაზლებს და გააცოცხლა.

წამოვიდნენ კოშკში. ამის შემდეგ მარავალი გმირობა გამოიჩინა ამირანმა. მრავალი დევი და ავი სული დახოცა. მისი მომრევი ქვეყანაზე არავინ იყო.

ერთხელ ამირანს გზაზე შემოხვდა განთქმული გმირის ამბრის და, მკვდარ ძმას მიასვენებდა ურმით. ამბრს ურმიდან ცალი ფეხი გადმოვარდნოდა და ფეხი, როგორც გუთანი, ეგრე ხნავდა. დამ ამირანს შესძახა:

– აუწიე ფეხი და დაუდე ურემზედაო1

დაეჭიდა ამირანი, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. დამ ასწია და დაოდო ურემზე ფეხი. მერმე უთხრა:

ღმერთმა ხომ იცის ამირან,

შენ ამბრს ვერ მიედარები,

ცოცხალი ცოცხალსა გჯობდა,

მკვდარსაც ვერ შეედარები.

ამირანს დედამიწაზე მომრევი არავინ ჰყავდა. დევები სულ გაწყიტა და მერმე აღარ არიან დედამიწაზე. ერთხელაც ამირავი იალბუზის მთაზე მიდიოდა. გზაში თავისი ნათლია, უფალი ღმერთი შეხვდა.

– ნათლიავ, ასეთი ღონე რად მინდოდა, ჩემთან შემბმელი აღარავინაა ქვეყანაზე, მოდი, ახლა მე და შენ ვიჭიდაოთო!

უფალი ღმერთი მოხუცია, ხელში ხის ჯოხი უჭირავს.

– აბა, მე ამ ჯოხს დავარჭობ და თუ ამოაძრობ გამარჯვებული მიქნებიო, - უთხრა მან. დაარჭო უფალმა ჯოხი, დაწვდა ამირანი და ამოიღო. მეორედაც დაარჭო, მეორედაც ამოიღო ამირანმა.

– ე, ნეტავი რას მათამაშებ, რად მაწვალებო! მაშინ უფალმა შეულოცა ამ ჯოხსა და ისე დაარჭო. ჯოხნა დედამიწაში ფესვები გაიდგა. დაებღაუჭა ამირანი, მაგრამ ვეღარ იღებს. ღმერთმა ამ ჯოხზე გადააგდო ჯაჭვი და მირანი მიაჯაჭვა. გაუჩინა დღეში ერთი პური და ერთი ჭიქა წუალი. მცველად ყურშა დაუნიშნა.

წლიდან წლამდის ყურშა ლოკავს ამ ჯაჭვს. ამირანს ხელში ურო უჭირავს. დიდ ხუთშაბათდღეს მოფრინდება ერთი ბოლოქანქალა ჩიტი და ამოჯდება ჯაჭვზე, ამირანი დასცემს უროს. ჩიტი გაფრინდება, ჯოხი კი ისევ ჩაერჭობა მიწაში.

ყურშა ლოკავს ჯაჭვს, სადაცაა უნდა გაწყდეს, მაგრამ დიდ ხუთშაბათ დღეს მჭედლები უროს დაჰკრავენ გრდემლზე და ჯაჭვი ისევ მთელდება. მას შემდეგ ამირანი იალბუზის მთაზეა მიჯაჭვული. რომ აიწყვიოტოს, ქვეყანას ააოხრებს და პირველად მჭედლებს მოსპობს.

 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:03 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასფურცელა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ჰყავდა სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალი. მამა ადრე გარდაიცვალა. დედამ უთხრა შვილებს: - შვილებო, თქვენ დედულ-მამულს რატომ არ მოუვლითო?

შვილებმა არ იცოდნენ თუ დედულ-მამულლი ჰქონდათ. დედას უთხრეს:

- ჩვენ რომ წავიდეთ, საჭმელი ვინ უნდა წამოგვიღოსო? - დედამ უთხრა:

- თქვენს დას გამოვატანო.

მართლაც, გაუმზადა ერთი კვირის საგზალი და თან ხახვი გაატანა. გზადაგზა რომ იაროთ, ეს ხახვის ნაფცქვენები ყარეთ გზაშიო. თქვენი და გამოყვება ამ ნაფცქვენებს და მოგაგნებთო. გზაზე ერთი სოფელი იყო გასავლელი. იქ ცხოვრობდა ასთავიანი დევი, რომელსაც ჰყავდა ბებერი დედა. ამოვიდა, მოკრიფა ხახვის ნაფცქვენები და თავის გზაზე დაყარა. ერთი კვირის შემდეგ დედამ თავის ქალიშვილს გაატანა ბიჭების საჭმელი. მისდევს იგი ხახვის ნაფცქვენებს, მიადგა ასთავიანი დევის სახლს. დახვდა ასთავიანის დედა შინ. მოხუცს ძალლიან მოეწონა ქალი და უთხრა:

- მოდი, შვილო, ახლოს, თორემ ჩემმა შვილმა რომ დაგგინახოს შეგჭამსო.

ქალი მივიდა მოხუცთან. დედაბერმა დამალა. მოვიდა დევი და დედას ჰკითხა:

- დედი, ადამიანის სუნი მომდისო.

- არა, შვილო, აქ ადამიანს რა უნდაო. - ბოლოს გამოტყდა დედა: - თუ არ შეჭამ, გამოგიჩენო.

გამოუჩინა ქალი. ასთავიან დევს ძალიან მოეწონა, შეირთო ცოლად.

რაკი დანიშნულ დროზე ამ ძმებს ხარჯი არ ჩაუტანა, ბიჭები შინ წამოვიდნენ. დედას უთხრეს: - რატომ ხარჯი არ გამოგვიგზავნეო?

დედამ იცოდა, იმ სოფელში რომ ასთავიანი დევი იყო და დაიწყო ტირილი: - ჩემს შვილს ასთავიანი დევი შეჭამდაო. ძმებმაც გაიგეს ეს ამბავი და გაემგზავრნენ დის დასახსნელად. როდესაც მივიდნენ, გამოიხედა ბებერმა. დაიწყო ჩხუბი:

- ჩემი შვილის შიშით მაღლა ფრინველს ვერ გაუვლია, დაბლა ჭინჭველასაო. ვაჟებმა უთხრეს რომ ის ქალი მათი და იყო, მოხუცმა მიიპატიჟა შინ. ასთავიანი დევი სანადიროდ იყო წასული. როდესაც დევის მოსვლის დრო დადგა, დედაბერმა ვაჟები დამალა. მოვიდა დევი, მოიტანა ნანადირევი და გაიგო, რომ აქ ვიღაცა იყო. დედამ უთხრა:

- თუ არ შეჭამ, გამოგიჩენო.

მართლაც, გამოუჩინა დედამ და შეუდგნენ ვახშმის მზადებას. სანამდის ორნი ერთ ირემს გაატყავებდნენ, მანამ ასთავიანმა დევმა მოხარშა კიდეც. მიიპატიჟა ცოლისძმები და ჰკითხა: - ხორცის კაცნი ხართ, თუ ძვლისანიო? ცოლისძმებს შეეშინდათ და უთხრეს: - ძვლის კაცები, ხორცი რა ჩვენი საქმეაო. მართლაც, ასთავიანი დევი ხორცს ჭამს, ძვლებს კი იმათ აძლევს. მოიტანა ღვინო და უთხრა: - დოქის კაცები ხართ, თუ ყანწისაო? - დოქი რა ჩვენი საქმეა, ყანწი მოგვიტანეო. ვახშამი რომ დაამთავრეს, დევმა უთხრა: - ლოგინის კაცები ხართ, თუ გომისაო? - ლოგინი რა ჩვენი საქმეა, გომში დავიძინებთო.

დილით ადგა ასთავიანი დევი და უთხრა დედას: - საგზალი გამიმზადე, სანადიროდ მივალო. დედამ უთხრა: - შვილო, დაბლა ორი კუტი არის, ისინი ჩაილაგეო. ასთავიანი დევი ჩავიდა გომში, ერთი შეჭამა, ერთი იღლიაში ამოიჩარა და გაემგზავრა სანადიროდ.

გავიდა დრო. ვაჟებიც დაკარგა დედამ და ქალიც. ტირის. ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიარა კაცმა და ეკითხება დედაკაცს, რა გატირებსო? დედაკაცმა უამბო თავისი თავგადასავალი. კაცმა ამოიღო ერთი ვაშლი, მისცა დედაკაცს და უთხრა: - ეს ვაშლი ას ნაწილად გაჭერი და დღეში თითო შეჭამეო. დედაკაცმა დაჭრა ვაშლი ას ნაწილად. დაუწყო სათითაოდ ჭამა. გაათავა თუ არა ვაშლი, გაუჩნდა ერთი ვაჟი, დაარქვა ასფურცელა. ვინც წლით იზრდებოდა, ის დღით იზრდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს უბნის ბიჭები კოჭაობას თამაშობდნენ. ასფურცელაც ამ ბიჭებში იყო. ერთ სოფლის დედაკაცს კოკით წყალი მოჰქონდა. ასფურცელამ ყორა გაარტყა ჯოხს, გაბზრიალდა ის ჯოხი, კოკას მოხვდა და გატეხა. დედაკაცი გაბრაზდა: - დაგწყევლო, როგორ დაგწყევლო, დედისერთა ხარ, ვერ გიმეტებო. თუ შნო გაქვს, შენი ძმები და შენი და ასთავიანი დევისაგან გამოიხსენიო!

ასფურცელამ ეს რომ გაიგო, იმ წამს შინ გაიქცა. დედას უთხრა: - ძუძუ მინდაო. დედამ დაუწყო ჩხუბი: - რაღა დროს შენი ძუძუაო! მაგრამ ასფურცელამ ძალიან და ძალიან შეაწუხა. მისცა ძუძუ. ასფურცელამ მოუჭირა კბილები და დედას შეეკითხა: - მითხარი, და-ძმები მყავს თუ არაო? დედამ უთხრა: - ასთავიან დევთან არიანო. ასფურცელა ადგა და გაემგზავრა ასთავიანი დევის სახლისაკენ. გზაზე ერთი ხევი ჰქონდა გასავლელი. ხევს რომ მიუახლოვდა, გამოჩნდა ის სახლი, სადაც ასთავიანი დევი იყო. ბებერმა შენიშნა ეს ახალგაზრდა და თქვა: - დედიშენის ღმერთსაო! მიუახლოვდა ასფურცელა იმ სახლს. შევიდა ეზოში და სიბრაზით დაიწყო სიარული. ბებერმა ჩხუბი დაუწყო ახალგაზრდას: - წადი აქედან, თორემ ჩემი შვილი მოვა და შეგჭამსო. ასფურცელამ უთხრა: - მე მოგივლი შენცა და შენს შვილსაცაო! საღამო ხანს მოვიდა დევი და მოიტანა ნანადირევი, დაინახა ვიღაც უცნობი, თვალებიდან ცეცხლი გადმოსცვივდა სიბრაზისაგან. მივიდა ახალგაზრდასთან. ახალგაზრდამ უთხრა ასთავიან დევს: - შენი ცოლისძმა ვარ და არ მიმიღებ ამაღამაო? ასთავიანი დევი დაყაბულდა და მიიპატიჟა სახლში. დაიწყეს ნანადირევის გატყავება. სანამდის ასთავიანი დევი ერთს გაატყავებდა, მანამ ასფურცელამ ორი გაატყავა, დაკუწა და მოხარშა კიდეც.

დასხდნენ ვახშამზე. ასთავიანი დევი ეუბნება ასფურცელას: - ძვლის კაცი ხარ თუ ხორცისაო? - ძვალი რა ჩემი ხელობაა, ხორცი მომიტანეო! ხორცს ასფურცელა ჭამდა, ძვლებს კი ასთავიან დევს აძლევდა. ღვინოზეც ისევე ქნა: - დოქის კაცი ხარ, თუ ყანწისაო? - ყანწი რა ჩემი ხელობაა, დოქი მოიტანეო! დაამთავრეს ვახშამი და უთხრა ასფურცელას: - მოდი, ერთი დავეჭიდოთ, რომელმაც წააქციოს, ის იყოს ნაჯობნიო. ასთავიანმა წაავლო ხელი და ნძრევაც ვერ უყო. მერე წაავლო ხელი ასფურცელამ და წააქცია. ამ დევს ძალიან შეეშინდა, უთხრა: - გომის კაცმ ხარ, თუ ლოგინისაო? - გომი რა ჩემი საქმეა, ლოგინისაო. როდესაც ჩავიდა ასთავიანი დევი გომში დაიწყო ხმლის ლესვა. ასფურცელამ გაიგო ეს ამბავი, ადგა ჩუმად, გამოაღო კარები, შეიტანა ერთი კუნძი, დადო ლოგინზე, დააფარა ზევიდან საბანი თვითონ კი კუთხეში დაიმალა. როდესაც იფიქრა ასთავიანმა დევმა, ახლა კი სძინავსო, ამოვიდა მაღლა, შეაღო კარი ჩუმად და დაუშინა ლოგინს ხმალი. ეს ლოგინი სულ ქუცმა-ქუცმა აქცია, მერე წავიდა და დაიძინა.

ასფურცელა მივიდა, გადმობერტყა ლოგინი, ჩაწვა ისევე. ასთავიან დევს ეგონა, მოვკალიო. დილით გამოეღვიძა თუ არა, ავიდა მაღლა, ნახა, ასფურცელა ისევ ლოგინში წევს და შეეკითხა: - წუხელი რწყილებს ხომ არ უკბენია შენთვისაო? - არაფერი შემიტყვიაო. ასთავიან დევს უფრო შეეშინდა და უთხრა: მოდი ერთხელაც დავეჭიდოთ და თუ კიდევ მაჯობე, შენი მონა ვიქნებიო. ასფურცელამ წაავლო ხელი, გადმოაგდო მაღლიდან, ყელამდის ჩაჯდა მიწაში ასთავიანი დევი. ამოიღო ხმალი ასფურცელამ და უთხრა: - თქვი, რა უყავი ჩემი ძმები და ჩემი და, თორემ თავებს გაგაყრევინებო. ასთავიანმა დევმა უპასუხა: - შენი და სახლში არის, შენი ძმები კი მუცელში რომ ერთი კოლოფი მაქვს იმაში სხედანო. ასფურცელამ დააჭრა თავები, გაჭრა შუაზე, ამოიღო კოლოფი, რომელშიც ისხდნენ ძმები. მონახა თავისი დას და გაემგზავრნენ შინისაკენ. ერთ მშვენიერ ალაგს ერთი მუხა იდგა. მუხასთან რომ მივიდა, ასფურცელა შეეხვეწა თავის ძმებს და დას: - აქ დავისვენოთ, ძალიან დაღლილი ვარო. არ გაუტეხეს ხათრი და დაისვენეს. ასფურცელა ცოტა ხნით მიწვა. დაენძინა. უმადურმა ძმებმა დაგრიხეს წნელები, ააყენეს მძინარე ასფურცელა, მიაკრეს მუხაზე ისე, რომ თითის ფრჩხილებიდან სისხლი გასდიოდა. გამოეღვიძა ასფურცელას. ნახა, დაბმული იყო მუხაზე.

შეეხვეწა ღმერთს: - თუ მე ვტყუი ჩემს ძმებთან. აქვე მომკალი, თუ არადა, ეს მუხა მომაგლეჯინეო. მართლაც, მოგლიჯა მუხა და შინისაკენ გაეშურა. შინ რომ მივიდა, დაუძახა თავის ძმებს: - გამოიხედეთ, ეს მუხა მაინც მომხსენითო. ძმებს ძალიან შეეშინდათ: ახლა კი დაგვხოცავს ჩვენი ძმაო. მაგრამ რას იზამდნენ: მოხსნეს მუხა. შევიდა სახლში ასფურცელა და დედას ეუბნება: - დედავ, შენი შვილები მოგგვარე, მხოლოდ ძალიან დამტანჯესო. ამათ ყურებას ვერ შესძლებ, სხვაგან უნდა წავიდეო! მართლაც ადგა და წავიდა.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, გავიდა ერთ მინდორში. ერთი რცხილა იდგა, შეჩერდა ხესთან, გაისროლა მშვილდ-ისარი. წავიდა ისარი, გადაიარა ცხრა მთა და დაერჭო ერთი სახლლის წინ. იქ ცხოვრობდა ცხრა დევი. დილით ნახეს ისარი. ცხრანივე დაეჭიდნენ და ვერ ამოაძრეს. შეეშინდათ დევებს და გადაიხვეწნენ იმ ადგილიდან. მივიდა ასფურცელა, დაათვალიერა სახლი. ერთ ოთახს კლიტე ედო, გატეხა კლიტე, შევიდა შიგნით და ნახა ცხრა მზეთუნახავი ქალი. გაუღო კარები: - წადით, თქვენ თქვენი გზა ნახეთ, ახლა თავისუფლები ხართო! ქალები არ წავიდნენ. შემოეხვივნენ ასფურცელას და ეუბნებიან: არა ჩემი ქმარი უნდა იყო და არა ჩემიო. ასფურცელას ყველაზე ნაბოლარა მოეწონა და შეირთო.

ასფურცელას ნადირობა მოუნდა და გაემგზავრა სანადიროდ. როდესაც ინადირა, დაეძინა. ამ დროს ცხრა დევმა ნახა, მოსაკლავად ვერ გაიმეტეს და თვალები დასთხარეს. გაუშვეს ისევე ტყეში. დადის ასფურცელა. იარა, ცოტა იარა თუ ბევრი, გავიდა ერთ მინდორზე. ყვირილი შემოესმა. რომ მიუახლოვდა ასფურცელა, გაიგო - კამეჩი ჩავარდნოდათ ღელეში მეხრეებს და ვერ ამოჰყავდათ. მივიდა ასფურცელა მეხრეებთან, უთხრა: ისე მიმიყვანეთ ნაპირას, რომ შიგ არ ჩავვარდე და მე ამოვიყვან კამეჩსაო. მეხრეებმა უთხრეს: - შვიდუღელა საქონლით ვერ ამოვიყვანეთ, შენ როგორ ამოიყვანო. მართლაც დააყენეს ნაპირას. ჩასწვდა ასფურცელა კამეჩს, დაავლო ხელი და მაღლა შემოისროლა. ეს კამეჩი სულ ქუცმა-ქუცმად დაიბნა.

მეხრეებში იყო ერთი კაცი, რომლის ქალიშვილებიც ტყვეობაში ჰყავდა იმ ცხრა დევს. ასფურცელამ თავისი ამბავი აუხსნა მეხრეებს. მაშინ ენიშნა ეს სიტყვები. ამ კაცმა უთხრა ასფურცელას: ჩემთან წამოდი, თვალებს მე აგიხელო. წაიყვანა, წამალი გაუკეთა, წაუსვა თვალებზე და მოურჩინა. ასფურცელა გამოემშვიდობა ხალხს და გასწია თავისი სახლისაკენ: მივიდა, ნახა ცოლი და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა;

ქატო იქა, ფქვილი აქა.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:04 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩიტი და მელია

იყო ერთი ჩიტი-ჩიორა, ტყეში ერთი მოხერხებული ალაგი იპოვა და ბუდე გაიკეთა. მერე შიგ ჩაჯდა და სამი კვერცხი დადო. სამ კვირაში გამოჩეკა პატარა ჩიორები. დედა თავის შვილებს უზიდავდა კალიებს, პეპლებს, ბუზებს, აჭმევდა და ზრდიდა.

დიდ სიხარულში იყო ჩიორა. ჩქარა დავაფრენ ჩემს ბარტყებსო. მაგრამ მალე უბედურება ეწვია. წყეულმა მელიამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირში მიცუნცულდა და ჩიორას შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

შეეშინდა საწყალ ჩიორას. აიყვანა ერთი ბარტყი და გადმოუგდო მელიას. მელიამ პირი დაავლო, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მეორედ კიდევ მიირბინა და შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

დაღონებულმა ჩიორამ მეორე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ პირი სტაცა, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მესამედაც მიცუნცულდა მელია და ჩიტს შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

მწარედ დაღონებულმა ჩიორამ მესამე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ გაარბენინა და ისიც სწრაფად გადაყლაპა.

უბედური ჩიტი აფრინდა და მოშორდა იმ არემარეს, შემოჯდა ერთ ხეზე მეტად დაღონებული. მონადირემ დაინახა და ჰკითხა:

-ეგრე მწარედ რამ დაგაღონა, ჩიორაო?

- აბა, წამოდი, მიჩვენე ის წყეული და მე გაყურებინებ მის სეირსაო!

- ჩიტი გაუძღვა მონადირეს და მელიასთან მიიყვანა. მონადირემ მელიას თოფი ესროლა, შიგ პირში მოარტყა და კბილები ჩააყრევინა. დანით გაუფატრა მუცელი, ბარტყები ამოიყვანა და ბუდეშივე ჩაუსვა გახარებულ ჩიორას.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:05 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა. მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:

- მე გადავხტები და შენ რაღა გეშველებაო?

- განა მე კი ვერ გადავხტებიო?! - უთხრა ჭიანჭველამ.

რწუილმა ისკუპა - გადახტა; ჭიანჭველამ ისკუპა - წყალში ჩავარდა. შეეხვეწა რწყილს:

- ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობ!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და სთხოვა:

- ღორო მომე ჯაგარი,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ღორმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა:

- მუხავ მომე რკო,

რკოს მივუტან ღორსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

მუხამ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა:

- ყვავო, ეხსენ მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ყვავმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის წიწილა არ მოგიყვანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:

- კრუხო მომე წიწილი,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კრუხმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან და სთხოვა:

- ორმოვ, მომე ფეტვი,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ორმომ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის თაგვი არ მოგიორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და სთხოვა:

- თაგვო, ეხსენ ორმოსა,

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

თაგვმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კატასთან და სთხოვა:

- კატავ ეხსენ თაგვსა,

თაგვი დასთმობს ორმოსა,

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კატამ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ძროხასთან და სთხოვა:

- ძროხავ, მომე რძე,

რძეს მივუტან კატასა,

კატა დასთმობს თაგვსა,

თაგვი დასთმობს ორმოსა,

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ძროხამ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო!

რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა.

ძროხამ მისცა რძე, ძრე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა: თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილი მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მისცა რკო, რკო მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწსრი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს ფამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.

მერე ისევ ძმურად გაუდგნენ გზასა.

 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:06 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხუთკუნჭულა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ ცხრა ძმანი. ცხრავე ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ იმათას ვერც არას ცეცხლი დაწვავდა და ვერც არას წყალი წაიღებდა. ნახევარზე მშივრები იყვნენ. ბოლოს, თქვეს ძმებმა: წავიდეთ, ან მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთ, ან კიდევ ვიმუშაოთ, დღიური ლუკმა ვიშოვოთო.

წავიდნენ, იარეს, ერთ ქვეყანაში მივიდნენ. იქ ერთი დევი შეხვდათ. დევმა ჰკითხა:

- სად მიდიხართო?

იმათ უპასუხეს:

- სამუშაოდ, ლუკმის საშოვნელად, გვინდა მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთო!

დევმა უთხრა:

- მე დამიდექითო!

ძმებმა უპასუხეს:

- კარგიო!

წაიყვანა დევმა და წავიდნენ. დევს ცხრა ქალი, აუარებელი საქონელი, ძროხა და ცხენი ჰყავდა. იმ ღამეს დევმა კარგი ვახშამი აჭამა, დააწვინა და თვითონ კი დაუწყო თვალის ჭერა, თუ როდის დაეძინებათო. რვა ძმას სძინავს, ხუთკუნჭულა კი, უმცროსი ძმა, არ იძინებს, ლოგინში წევს და დევზე აქვს თვალი.

- დაგეძინათ? - დაუძახა დევმა.

- არა! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

- რა არ გაძინებს? - ჰკითხა დევმა.

- შენი ბატების ყიყინიო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

მაშინვე წავიდა დევი, გადაყლაპა ბატები და ცოტა მოიცადა.

- დაგეძინა, თუ ისევ გღვიძავს? - ჰკითხა ხელახლა დევმა.

- არაო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

- რა არ გაძინებს? - ჰკითხა ხელახლა დევმა.

- შენი ძროხების ფეხის ხმაო, - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

წავიდა დევი, გადაყლაპა ყველა ძროხა და დაბრუნდა. დაუგდო ყური ყველას სძინავს ვითომ.

- დაგეძინა? - დაუძახა ხუთკუნჭულას.

- არა! - უპასუხა ისევ ხუთკუნჭულამ.

- რა არ გაძინებს? - დაუძახა გაცეცხლებულმა დევმა.

- შენი ცხენების ჭიხვინიო, - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

დევი ისევ წავიდა, ახლა ცხენების დასაჭმელად. ამ დროს ადგა ხუთკუნჭულა, აიღო დევის ქალების ტანისამოსი და ძმებს დაუწყო, ძმებისა და თავის ხანჯლები და ტანისამოსი - დევის ქალებს, და გაიტრუნა, თითქოს დაეძინაო. მოვიდა დევი, დაუარა თავის ქალებს, ვაჟები ჰგონია, დასჭრა თავები და დაყარა. ხუთკუნჭულამ ჩააცვა ძმებს ქალების ტანისამოსი და გაისტუმრა, უთხრა:

- თქვენ წადით, ხიდს გადითო!

თვითონ იქ დარჩა.

მეორე დღეს ქალად ჩაცმულმა დევს უთხრა:

- ხორცს ჩავყრი, ის ვაჟები რომ დავხოცეთ იმათსას, და მეც ჩემ დებთან წავალ, საყდარში რომ წავიდნენ.

- კარგი, წადიო! - უთხრა დევმა.

წავიდა ხუთკუნჭულა და გავიდა ხიდს. დევმა ხორცი ამოიღო, ჭამა და აკი ძუძუები ამოუჩნდა. მაშინვე თქვა: ეს ხუთკუნჭულამ მიყოო. გადააგდო ხორცი და გამოუდგა ხუთკუნჭულას. კარგა გზა გაიარა და დაუძახა.

- ხუთკუნჭულავ, გამასწარ ხიდსაო? - გაგასწარ და თვალიც მოგთხარეო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

ის ხიდი დევისა და ერთი ხელმწიფის საზღვარზე იდო. იმ ხიდს დევი ვერაროგორ ვერ გავიდოდა და ძალიან ეშინოდა, ამიტომ, რაკი ხიდს გავიდა ხუთკუნჭულა, სამშვიდობოს იყო გასული. დაბრუნდა დევი შინ კბილის კრაჭუნით. ძმები კი წავიდნენ და მივიდნენ ერთ ხელმწიფესთან. ახლა იმას დაუდგნენ მოჯამაგირედ. ძმები აუშარდნენ ხუთკუნჭულას, მოინდომეს იმისი მოკვლა. ხელმწიფეს უთხრეს:

- ერთ დევს ერთი თხა ჰყავს, ის თხა გულთმისანია და, რასაც ნახავს, ან გაიგონებს, ყველაფერს იტყვის. ის თხა რომ მოიყვანოს კარგი იქნებაო!

თხა იმ დევისა იყო, ვისთანაც ძმები იყვნენ. ხელმწიფემ დაიბარა ხუთკუნჭულა და უთხრა:

- წადი და, ამა და ამ დევს რომ თხა ჰყავს, აქ მოიყვანე, თუ არ მოიყვან, სისხლის მეტი ვერაფერი გიხსნისო! რას იზამდა ხუთკუნჭულა, ადგა და წავიდა თხის მოსაყვანად. მივიდა დევის სახლში და დაენახვა თხას. თხამ დაუძახა დევს:

- ხუთკუნჭულა! ხუთკუნჭულა!

- გამოვიდა დევი გარეთ, ეძებს ხუთკუნჭულას. ხუთკუნჭულა კი კარის უკან არის დამალული. ეძებს დევი, მაგრამ ტყუილად. ხუთკუნჭულა კიდევ დაენახვა თხას. თხამ კიდევ დაიძახა:

- ხუთკუნჭულა!

კიდევ ეძებს დევი, მაინც ვერა პოულობს. ბოლოს, გაბრაზებული გაისვრის თხას გარეთ. ხუთკუნჭულა დაავლებს ხელს, გაიქცევა და გავარდება ხიდს. დევი იფიქრებს: ბიჭო, იქნება ის ოხერი ხუთკუნჭულა მართლა აქ სადმე იყოს, თხა მომტაცოს და წაიყვანოსო. და გამოიხედა გარეთ. სადღაა თხა! იმის კვალიც აღარ იყო. მაშინვე გამოეკიდა დევი, ირბინა და მიუახლოვდა ხიდს.

- ხუთკუნჭულავ გახველ ხიდს, თუ არა?

- თვალი კი არ მოგთხარეო! - მოაძახა ხუთკუნჭულამ და წაიყვანა თხა. დევი შინ დაბრუნდა გაბრაზებული.

ხუთკუნჭულამ თხა ხელმწითეს მოუყვანა და ძმებს კი, რასაკვირველია, ვერაფრად ეპიტნავათ. ხელმწიფეს უთხრეს:

- დიდებულო ხელმწიფევ, მაგ თხის პატრონს ისეთი ხალიჩა აქვს, რომ მისი ფასი დედამიწის ზურგზე არაფერი იქნება. თუ ხუთკუნჭულამ იმისი თხა მოიყვანა, ხალიჩასაც მოიტანსო!

ხელმწიფემ ისევ დაიბარა ხუთკუნჭულა და უთხრა, რომ შენ უნდა წახვიდე და, ამ დევს რომ ხალიჩა აქვს, ის მოიტანოო!

ხუთკუნჭულას რა მეტი ღონე ჰქონდა, ადგა და წავიდა. ხელმწიფეს კი მოახსენა, რომ ერთი მუჭა ნემს-მახათი ებოძებინათ. მისცეს და წაიღო.

ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა დევის სახლში, შეიპარა, სადაც ხალიჩა იყო დაგებული და დაარჭო ნემსები. მოვიდა დევი, დაჯდა ნემსებზე - შეერჭო, იქით გადაიწია, იქითაც შეერჭო, აქეთ გადმოიწია - აქეთაც შეერჭო. ბოლოს, რაკი ძალიან შეწუხდა, მოავლო ხალიჩას ხელი და გადაუძახა გარეთ. დაავლო ხელი ხუთკუნჭულამ, გააქცია და გავარდა ხიდს. დევმა იფიქრა: ის ეშმაკი ხუთკუნჭულა კი არ იყოს აქ სადმე და ხალიჩა არ წაიღოსო! გამოიხედა მაგრამ სადღაა ხალიჩა! დარჩა ხახაცარიელლი დევი. გამოეკიდა ხუთკუნჭულას და დაუძახა:

- ხიდს გახველ, ხუთკუნჭულავ, თუ არაო?

- გაველ და თვალიც მოგთხარეო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.

მივიდა და მიუტანა ხალიჩა. ძმებს უფრო აერიათ გული. ხელმწიფეს მოახსენეს:

- ხუთკუნჭულამ მაგ თხის და ხალიჩის პატრონიც რომ მოიყვანოს, ძალიან კარგი რამ სახილველი იქნებაო!

- დაიბარა ისევ ხუთკუნჭულა ხელმწიფემ და უთხრა:

- უნდა წახვიდე და ამ ხალიჩის პატრონიც აქ მოიყვანოო!

- კარგიო, - მოახსენა ხუთკუნჭულამ, - მხოლოდ ერთი ხელი იმერული ტანისამოსი კი მიშოვეთ და ხუროს იარაღები, რაც რამ არისო.

ხელმწიფემ უშოვნა, ჩაიცვა ხუთკუნჭულამ, აიღო ხელში ხერხი, ეჩო, ხუსტარა, საწარბელა, შალაშინი და სხვა და გასწია.

ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა დევის საბრძანებელში. უცებ დევს შეხვდა ტყეში.

- ოჰ, შენ არა ხარ ხუთკუნჭულაო? - დაუძახა დევმა.

- აი, ასე და ასე მოუვიდეს ხუთკუნჭულას ჩემი ცოდვა ნუ დაულიოს ღმერთმა, - უთხრა დევს ხუთკუნჭულამ: - იმ ვერანას ვშველოდი, იმერელი ვარ, არაფერი მომცა, გამომაგდო. დევმა მართლა დაუჯერა.

- თუ იმერელი ხარ, - ჰკითხა, - მაშ შენ კაი ხელობა გეცოდინება, რას გააკეთებ საკვირველსაო?

- მე ისეთ კიდობანს გავაკეთებ, - უთხრა ხუთკუნჭულამ, - რომ შიგ ჩაჯდე და ფიცარიც ვერ გააგდებინოო.

- აბა გააკეთეო! - უთხრა დევმა.

- საჩქაროდ გააკეთა კიდობანი ხუთკუნჭულამ და უთხრა დევს:

- აბა, ჩადი, ნახე, ძირს გააგდებინებ თუ ვერაო?

ჩაჯდა დევი, ჰკრა წიხლი და გააგდებინა. გააკეთა მეორედ, ჩასვა დევი და უთხრა:

- აბა, ახლაც გააგდებინეო?

დევმა, მართლაც, ვეღარ გააგდებინა, დალურსმა და უთხრა:

- ფეხით არ იარო, ზურგზე აგიკიდებ და შენს სახლში ისე მიგიყვანო!

- კარგიო! - უთხრა დევმა.

მოიკიდა ხუთკუნჭულამ და ხუსხუს ხელმწიფისაკენ! ხიდს რომ გავიდა, დევს გულმა გაუგო.

- აი, გადამიყვანე, განა ხიდს?! - უთხრა ხუთკუნჭულას და დაიზიდა, მაგრამ სად წავიდოდა?

წამოიყვანა ხუთკუნჭულამ და მოუყვანა ხელმწიფეს. დევის სანახავად შეიკრიბა მთელი ჯარი, ნაზირ-ვეზირი, ხელმწიფე და სხვა დიდებული. უნდოდათ, გაეხსნათ და ენახათ. ხუთკუნჭულა კი გაიქცა, წაიღო ერთი მარილის ქვა და ავიდა ერთ მაღალ ჭადარზე. იქიდან უცქერის სეირს. ახადეს კიდობანს, ამოვარდა იქიდან გაგიჟებული დევი, დაერია ხალხს და ყველა ერთად კი მოაქცია თავისი ხელმწიფითა და რვა ძმით შავ მუცელში. რაკი ყველა მიყლაპ-მოყლაპა, ხუთკუნჭულას დაუწყო ძებნა და მერმე ჭადარზე შეიხედა. იქ მჯდომი ხუთკუნჭულა დაინახა და დაუძახა:

- ხუთკუნჭულავ, მასწავლე მანდ როგორ ახველო?

- ამ მარილის ქვას ხომ ხედავ? - დაუძახა ხუთკუნჭულამ დევს, - ეს მარილის ქვა გულზე დავიდე, ამოვფრინდი და ამოველო.

- სად ვიშოვნო მაგისთანა ქვაო? - ჰკითხა დევმა.

- გულაღმა დაწექ, მე ჩამოვუშვებ, გულზე დაგეცემა და ამოხტებიო, - დაუძახა ხუთკუნჭულამ.

- დაწვა დევი გულაღმა. ჩამოუშვა მარილის ქვა, დაეცა დევს და ორად გახვრიტა. ხუთკუნჭულამ ამრიგად მოიშორა დევი თავიდან. ჩამოვიდა ხიდან, ის იმოდენა სარჩო იმას დარჩა. გახდა სიმდიდრისა და შეძლების პატრონი; გახდა ქვეყნის ბატონიცა და პატრონიც. აქვს მუდამ ძველი პური და ძველი ღვინო.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:06 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუნა და წრუწუნა

შემოდგომის თბილი დღე იდგა.
თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.
უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს.

ბებერი თავადი თავის სასახლის აივანზე გამობრძანებულიყო და თვალს ადევნებდა თამაშს, თან გრძელ, ტარიან ყალიონს ნება-ნბა სრუტავდა.

ამ დროს მობურთალთა ზედახორა დადგა. ვინ არ ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კაკალი, მაგრამ ყველას გულადმა წრუწუნამ აჯობა, მოიტაცა კაკალი და წინ გაიჭრა. გონს მოსული მობურთალნი უკან დაედევნენ გაქცეულს.

მაყურებელი დაიძაბა, ღელავდა მშვენიერი წუნა. იგი სხვებთან ერთად დიდი კაკლის ქვეშიდგა და გულისფანცქალით ელოდა, რა მოხდებოდა.

წრუწუნას მეგობრები ამხნევებდნენ:

- არიქა, წრუწუნ, არ გაჯობონ!

- მიდი, წრუწუნ, მიდი!

ამ ყიჟინასა და შეძახილებში წრუწუნამ ლელო გაიტანა. ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ულშემატკივრები გამარჯვებულს შემოეხვივნენ, ხელში აიტაცეს, ულოცავდნენ, აქებდნენ.

დამარცხებულები დაღონდნენ.

წრუწუნამ კაკალი წუნას მიართვა, თაგუნა გაინაზა და გამარჯვებულს მოკრძალებით ჩამოართვა კაკალი.

აივანზე გადმომდგარმა ბებერმა თავადმა წუნას დანახვაზე თვალები დააჭყიტა - ეს რა კოხტა ვინმე ყოფილაო და მსახრს უბრძანა:

- ის ლამაზი თაგუნა აქ მომგვარეთო!..

წუნამ და წრუწუნამ ხელი ხელს ჩაჰკიდეს და წისქვილისკენ გადაუხვიეს როცა განმარტოვდნენ, წრუწუნამ წუნას გული გადაუშალა და სთხოვა. წუნამ თანხმობის ნიშნად თავი ნაზად დახარა.

მშობლებმა და ახლობლებმა დიდად გაიხარეს წუნას და წრუწუნას ბედნიერებით.

გაჩაღდა ქორწილი.

აჭყიპინდა ზურნა და გარმონი.

მოქეიფეთა სიმღერა ცასა სწვდებოდა.

ცეკვავდა ნეფე-დედოფალი, მათთან ერთად ცეკვავდნენ ყვავილები, ხეები, მთელი ქვეყანა - წუნას და წრუწუნას ბედნიერების სიხარულით ფეხზე აღარ იდგნენ.

ხმაურზე ბებერმა თავადმა სასახლის აივნიდან გადმოიხედა და იკითხა:

- რა ამბავიაო?!

- წუნას და წრუწუნას ქორწილიაო, - უპასუხეს მსახურებმა.

- ჰაიტ, თქვე არამზადებო, ხომ გითხარით, ის მშვენიერი თაგუნა მე მომგვარეთ-მეთქი! - იქუხა თავადმა.

გაიქცნენ დაფეთებული მსახურები, მექორწინეებს მიეოარნენ და კატასავით დაიკნავლეს. შიშით თავზარდაცემული თაგვები ფაცხა-ფუცხით გაიფანტნენ.წუნას გული შეუღონდა.

გულწასული პატარძალი წრუწუნამ ხელში აიტაცა და გაიქცა, მაგრამ წინ თავადის მსახურნი გადაეღობნენ და ლამაზიწუნა ნეფეს ხელიდან გამოსტაცეს, წრუწუნა კი ქვევრში ჩააგდეს. აურზაური როცა მიწყნარდა, თაგვები სამალავიდან გამოძვრნენ და მეგობრის საშველად მოცვივდნენ. ქვევრში კუდებით ჩაეკიდნენდა წრუწუნა ზევით ამოიყვანეს.

ლამაზი წუნა მსახურებმა ბებერ თავადს მიჰგვარეს.

სასოწარკვეთილ წრუწუნას თავისი ქალაქელი მეგობარი, მჭედელი ფიცხელა მოაგონდა და ქალაქისკენ მოჰკურცხლა. მიეჭრა მეგობარს და შესძახა:

- მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები, ბატონმა ქორწილიდან საცოლე მომტაცა! - წრუწუნა გულწასული დაეცა ფიცხელას ფერხთით.

ფიცხელამ მეგობარი ფეხზე წამოაყენა და უთხრა:

- ჩემი თავი მოგიკვდეს, თუ შენი საცოლე ხვალვე არ ჩაგაბარო.

იმ ღამეს ფიცხელამ და მისმა მეგობრებმა წრუწუნა, გულზე დარდის გადასაყრალად ტივზე მიიწვიეს და ლხინითა და ქეიფით ცდილობდნენ მის გართობას.

განთიადისას კი ყველანი თავადის სასახლის წინ იდგნენ და წუნას უმღეროდნენ.

ლამაზმა ტყვემ ცხრაკლიტულის ფენჯრიდან გადმოიხედა და წრუწუნა და მისი მხლებელნი რომ დაინახა, ხსნის იმედი მიეცა.

ამ დროს თავადი შევიდა წუნასთან და შეეცაა მიალერსებოდა, მაგრამ წუნამ ახლოს არ გაიკარა ბებერი თავადი, ხელი ჰკრა და თვადმა და მის დასახმარებლად შემოვარდნილმა მოურავმა იატაკზე მოადინეს ზღართანი.

უცებ, გაცხარებულ თავადს სიმღერა შემოესმა და ფიცხლავ გავარდა აივანზე.

- რაო, ვითომაო, რა გინდათ! - გადასძახა მომღერლებს.

ერთი ხანდაზმული სტუმარი წინ წამოდგა და თავადს თავაზიანად მოახსენა - ამაღამ ქორწილი გვაქვს და წრუწუნას საცოლე გაანთავისუფლეო.

თავადი აღშფოთდა - ეს როგორ გამიბედესო, სასწრაფოდ მოიხმო მსახურები და მთხოვნელთა გარეკვა ბრძანა.

მსახურებმა მოციქული პანღურით გააძევეს.

გაბრაზდა ფიცხელა და თავადს თვითონ ეწვია.

- გირჩევ ბატონო, პატარძალი დაგვიბრუნო, - გააფრთხილა ფიცხელამ თავადი, - თორემ რაც მოდება, საკუთარ თავს დააბრალე!

ბებერი თავადი გაჯიუტდა, მსახურსა და მოურავს უბრძანა დაუპატიჟებელი სტუმრი სახლიდან გაეგდოთ. მერე შინ შებრუნდა და ტკბილეულითა და ალერსით შეეცადა წუნას მოტყუებას, მაგრამ ამაოდ.

მთელმა სოფელმა სასახლესთან მოიყარა თავი. ხალხი ბობოქრობდა, თავადს ემუქრებოდა. ვინ ორთითით, ვინ - ხმლით, ვინ კიდევ კეტებით შეიარაღებულიყო და სასახლეზე მიიწევდა.

შეშინებულმა მსახურმა დაიყვირა:

- არიქა, ბატონო, თავს უშველე, მთელი სოფელი ჩვენზე სამტროდ ამხედრებულა!

- წუნა დამალეთ, ბიჭებს დამიძახეთ! - დაიღრიალა თავადმა.

სად იყო და სად არა - წრუწუნა და ფიცხელა თავიანთი რაზმით სასახლეში შეიჭრნენ.

გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა.

თაგვებმა ბოროტი თავადის სასახლე დაარბიეს, პატარძალი წუნა ტყვეობიდან იხსნეს და სიმღერით წამოიყვანეს.

თავადი და მისი მსახურები კი სამაგალითოდ დასაჯეს.

მოდიოდა სოფლისკენ ბედნიერი ნეფე-პატარძალი, უკან გამარჯვებული მაყრიონი მოჰყვებოდა.

თაგვებმა ჩინებული ქორწილი გადაიხადეს, მათი მხიარულება ცას სწვდებოდა.

 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 18:07 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარა

ერთი ყმაწვილი იყო და დედინაცვალი ჰყავდა. ერთხელ დედინაცვალმა პური გაფინა გასაშრობად და გერი გვერდით მიუსვა. ყმაწვილს დაეძინა. პურს ქათმები მიესივნენ და კენკვა დაუწყეს. დედინაცვალი გაჯავრდა, გერს სცემა.

- რა ეშმაკმა დაგაძინა, პური შეჭამეს ქათმებმაო!

- დედი, დედი! მაცალე რა გითხრაო!

- რაო? - ჰკითხა დედინაცვალმა.

- ძილმა წამიღო, ბურანმა: ცალი ფეხი ბაღდადს მედგა, ცალი - ბაღდადის ბოლოსა; აქეთ მზე მეჯდა, იქით - მთვარე, შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.

დედინაცვალს სიზმარი მოეწონა, სტაცა გერს ხელი და უთხრა:

- მომეცი ჩქარა ეგ სიზმარი!

- ეს ხომ სიზმარი იყო, აბა, რა მოგცეო?

დედინაცვალმა სცემა და გააგდო ეს სიზმარა. წავიდა, იარა, ხელმწიფის კარს მიადგა.

- რას დადიხარ, ბიჭო, რას ეძებ? - ჰკითხა ხელმწიფემ.

- ასე და ასე იყო ჩემი საქმე, დედინაცვალმა მცემა და გამომაგდოო, - მოახსენა ყმაწვილმა და სიზმარი უამბო ხელმწიფეს.

ხელმწიფესაც მოეწონა ეს სიზმარი და უბრძანა:

- მომეცი ეგ სიზმარიო!

- აბა, რა მოგართვა, სიზმარი იყოო!

აიღო ხელმწიფემ და ეს ყმაწვილი ხაროში ჩააგდო.

ამ ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალს ყმაწვილი შეეცოდა: სადილის შემდეგ აიღებდა ხოლმე საჭმელს, სიზმარას ჩუმად მიუტანდა და ხაროში ჩაუყრიდა.

ეს ხელმწიფე დასავლეთის ხელმწიფე იყო. ამ მზეთუნახავ ქალს აღმოსავლეთის ხელმწიფე სთხოვდა, მაგრამ მამა არ აძლევდა.

ერთხელ აღმოსავლეთის ხელმწიფემ მზეთუნახავის მამას ოთხი ჭაკი ცხენი გამოუგზავნა და შემოუთვალა:

- გამოიცან, რომელია ამ ცხენში დედა, რომელი უფროსი კვიცი და რომელი საშუალი და რომელი უმცროსი? თუ გამოიცნობ, ხომ კარგი, თუ არა და შენი ქალი ჩემიაო!

ხელმწიფე და მისი ქალი დაღონდნენ, რადგან ეს გამოცანა ვერ გამოიცნეს. წავიდა ქალი სიზმარასთან და უთხრა:

- რა გეშველება, შე საწყალო სიზმარავ! მე ხომ აღმოსავლეთის ხელმწიფეს მივყევარ, შენ აქ მშიერი მოკვდებიო და უამბო გამოგზავნილი ცხენების ამბავი.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - დაუდეთ ცხენებს მარილი და ბლომად აჭამეთ; მერმე თავლაში შერეკეთ და კარი დაუკეტეთ. მეორე დღეს, კარებს რომ გააღებთ, დაუკვირდით: პირველად წყლის დასალევად გამოვა დედა, იმას გამოჰყვება სულ პატარა კვიცი, პატარა კვიცს გამოჰყვება იმაზე უფროსი და სულ ბოლოს გამოვა დიდი კვიცი!

ქალი წამოვიდა და ყველაფერი მამას უამბო. მართლაც ასე მოხდა.

ეს გამოცანა რომ გამოიცნო, აღმოსავლეთის ხელმწიფემ ახლა მარილის ქვა გამოუგზავნა და შემოუთვალა:

- ამ მარილის ქვას თუ კოპად დახევ, დაგეხსნები, თუ არა და შენი ქალი ჩემიაო!

ქალი ისევ სიზმარასთან წავიდა და გამოცანაც უამბო.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - მამაშენმა ეს მარილის ქვა უკანვე გაგზავნოს და შეუთვალოს: პირი აართვას ამ მარილის ქვას - როგორ უნდა დახევა - მსხვილად თუ წვრილად, რომ მეც იმის მიხედვით დავხიო-თქო!

ესეც რომ მოუგო, მაშინ აღმოსავლეთის ხელმწიფემ მშვილდი მოზიდა, ისარი იმ ხელმწიფის სახლის წინ ჩაერჭო და ადგილიდან ვერავინ დაძრა.

ქალი ისევ სიზმარასთან მივიდა და ყველაფერი უამბო.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - ამაღამ მე ამოვალ და ამოვიღებო!

მართლაც, იმ ღამეს სიზმარა ამოვიდა, მიანძრ-მოანძრია ისარი, ამოიღო და იქვე დააგდო, თვითონ კი ისევ ხაროში ჩაჯდა.

მეორე დილას ხელმწიფე გამოვიდა და გაკვირდა:

- ვინ ამოიღო, ვინა, ჩემი ქალი იმას უნდა მივცეო!

ყველა იძახის: მე, მეო, მაგრამ ხელმწიფე რომ ეტყოდა: აბა, თუ შენ ამოიღე, ახლაც დასძარ ადგილიდანაო, ისარი ვერავინ დასძრა. მაშინ ქალმა უთხრა:

- მამავ, იქნებ ის სიზმარა ცოცხალი იყოს და იმან ამოიღოს?

გაგზავნეს ვეზირები, ნახეს: სიზმარა დევს დამსგავსებია. მოიყვანეს, აიღო ხელში ისარი, გაჰკრა და აღმოსავლეთის ხელმწიფის სახლში ჩაარჭო.

მეფეს გაუხარდა და თავისი ქალი სიზმარას მიათხოვა. ორი-სამი კვირა ქალი და ვაჟი ერთად იყვნენ, შემდეგ სიზმარა ადგა და იმ ხელმწიფესთან საომრად გაემართა.

კარგა გზა რომ გაიარა, ერთი კაცი დაინახა. ეს კაცი თან ხნავს და თან მოხნულ ბელტებს ყლაპავს.

- კაცო, კაცო, ძალიან ძნელ საქმეს არ ჩადიხარ, რომ მაგოდენა ბელტებსა ყლაპავ? - ჰკითხა სიზმარამ.

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა. ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჰქნა: ჩვენი ხელმწიფის ქალი შეირთო და მეორე ხელმწიფეს ეომებაო!

- მე ვარ სიზმარა, მოდი, დავძმობილდეთო!

წავიდნენ. ერთ ალაგას შენიშნეს, ერთი კაცი ზღვას დაყუდებია და სრუტავს.

- ძალიან ძნელი საქმე არ არის, მაგოდენა ზღვას სრუტავ? - უთხრა სიზმარამ.

- ეჰ, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს კი ეომება!

- მე ვარ სიზმარა, მოდი ჩვენთან, შენც ჩვენი ძმა იყავიო!

წავიდნენ სამნი. ნახეს, ერთ კაცს ფეხზე წისქვილის ქვები შემოეცვა და კურდღლებს იჭერდა. ყველას გაუკვირდა და უთხრეს:

- კაცო, კაცო, რა ძნელ საქმეს ჩადიხარ?

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- სიზმარა მე ვარ, წამოდი ჩვენთანაო!

წავიდნენ ოთხნი ერთად. ნახეს, ერთ კაცს ყური მიწაზე დაუდვია და რაღაცას ლაპარაკობს.

- კაცო, რას შვრებიო? - ჰკითხეს.

- ქვესკნელს ჭიანჭველები იბრძვიან, აქედან ვაშველებ და სამართალს ვაძლევ.

- ძალიან ძნელი საქმე უნდა იყოს ესა? - უთხრა სიზმარამ.

- ეჰ, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, წამოდი ჩვენთანაო!

წავიდნენ ხუთნი ერთად. ნახეს, ერთი კაცი ზევით შეჰყურებს.

- რას შეჰყურებო? - ჰკითხეს.

- სამი დღეა რაც ისარი ცისაკენ ვტყორცნე და აგერ ახლა დაბრუნდა ქვევით, - უთხრა უცნობმა.

- ოჰ, ძალიან ძნელი საქმე გიქნიაო! - უთხრა სიზმარამ.

- ეჰ, რა ძნელი საქმეა, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, შენც ჩვენთან წამოდიო!

წავიდნენ ექვსნი. ნახეს, ერთი კაცი მტრედებს მიპარვია, ფრთებს აძრობს და ერთის ფრთას მეორეს უკეთებს, მეორისას - მესამეს, მესამისას - მეოთხეს და მტრედები კი ვერას იგებენ.

- უჰ, ძალიან ძნელი საქმე არ არის, მტრედები ვერ გებულობენ, ფრთებს ისე უცვლი?

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, აბა, შენც ჩვენი ძმა იყავიო!

წავიდნენ შვიდნი. ნახეს, ერთ მღვდელს ეკლესია აეკიდა და სადაც უნდოდა, იქ დგამდა და წირავდა.

- ოჰ მღვდელო, მღვდელო, სწორედ ძალიან დიდი საქმეა, მაგოდენა ეკლესიას, რომ დაარბენინებ?

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, აბა, შენც ჩვენი ძმა იყავიო! - უთხრა სიზმარამ.

წავიდნენ რვანი. მივიდნენ აღმოსავლეთის ხელმწიფესთან და ქალი სთხოვეს. ამ ხელმწიფემ უთხრა:

- ჯერ გამოგცდით, რა კაცები ხართ და მერმე ქალს მოგცემთო. სამ დღეს ჩემს ხაბაზებს პურს ვაცხობინებ და თუ ერთ დღეს შეჭამთ, ხომ მოგცემთ ქალს, თუ არადა, თავებს დაგაყრევინებთო!

- არიქა, - უთხრეს ბელტიყლაპიას, - კაცო, თუ იმოდენა ბელტებსა ყლაპავდი, ამ გამტკიცულ პურს როგორ ვერ შეჭამო?

- თქვენ არხეინად იყავით, ისე შევჭამ, რომ ერთი ნამცეციც არ დარჩეს, - თქვა ბელტიყლაპიამ.

მრავლის უმრავლესი პური გამოაცხვეს, მაგრამ ბელტიყლაპიას ერთი ნამცეციც არ დარჩენია.

- კარგიო, - უთხრა ხელმწიფემ, - ახლა კიდევ ღვინოს დაგალევინებთ. თუ ჩემს ექვსურმიან ქვევრს ერთ დასხდომაზე დაცლით, ხომ მოგცემთ ქალს, თუ არადა, თავებს დაგაყრევინებთო!

- აბა, ძმაო, ზღვახვრეპიავ, თუკი იმ მლაშე წყალსა ხვრეპავდი, ამ ღვინოს განა ვერ დალევ?

- თქვენ მიმიყვანეთ და მე ვიციო!

- ზღვახვრეპია ქვევრთან მიიყვანეს, დახედა ქვევრს, გაიცინა და თქვა:

- აბა, ხრუპი ვქნა, ხრაპი არ არის და სრაპი ვქნა, სრუპი არ არისო!

დაეწაფა ქვევრს და სულ ამოსრუპა.

- კარგიო, - თქვა ხელმწიფემ, - ახლა მოდით და სამი დღის სავალიდან წყალი მოვატანინოთ; თქვენ თქვენი კაცი გაგზავნეთ, მე ჩემ კაცს გავგზავნი. თუ თქვენმა კაცმა მოასწრო, მაშინ ჩემი ქალი წაიყვანეთ!

ახლა, კურდღელს რომ იჭერდა, იმას უთხრეს:

- კაცო, ფეხებზე წისქვილის ქვებწამოცმული კურდღელს იჭერდი, წყალს მალე როგორ ვერ მოიტან?

- ოღონდ გამგზავნეთ და მე ვიციო!

წავიდნენ ისა და ხელმწიფის კაცი. ერთი დღე ირბინეს. ჩამორჩა უკან ხელმწიფის კაცი, ქვებიანი კი მირბის და მირბის. ხელმწიფის კაცმა ხერხი მოიგონა, დაუძახა და უთხრა:

- კაცო, მოიცა, ნელა წავიდეთ, თავს რისთვის ვიხოცავთ, ცოტა შევისვენოთ და ისე ვიაროთო!

ამანაც დაუჯერა. დასხდნენ, პური ჭამეს, ღვინო დალიეს. პურის ჭამის დროს ხელმწიფის კაცმა ქვებიანს ღვინის მაგივრად ბანგი შეაპარა.

დაწვა ქვებიანი და დაეძინა. ხელმწიფის კაცი კი წავიდა, ორი დღის სავალი გზა გაიარა, მივიდა წყალთან, აავსო ჭურჭელი და გამოიარა კიდეც ერთი დღის სავალი გზა. ქვებიანს კი ისევ სძინავს.

სიზმარამ მეისრეს უთხრა:

- აბა, ერთი გაიხედე და გაიგე, ის კაცი მოდის, იქვე არის, თუ რა დაემართა?

გაიხედა და თქვა:

- ვაიმე, ვაიმე, ჩვენს კაცს შუა გზაზე სძინავს და იმათ კაცს კი ჭურჭელი აუვსია და მოდის.

- აბა, თუ გვიშველი რასმე! - შესძახა ყველამ.

მეისრემ მშვილდ-ისარი მომართა, გატყორცნა და ისარი წისქვილის ქვას მოახვედრა. დაიმსხვრა ქვა; გამოეღვიძა მძინარეს, წყლისაკენ მოკურცხლა, ჭურჭელი წყლით აავსო და ერთი დღის სავალი კიდევ მოასწრო ხელმწიფის კაცს.

- ახლა კი დაიწერეთ ჯვარი! - უთხრა ხელმწიფემ.

სიზმარამ მიწის მხვნელს მისცა ქალი.

წაიყვანეს და ჯვარი დაიწერეს. იმ ღამეს ხელმწიფემ კარგი ნადიმი გამართა. მაგრამ თავის კარისკაცებს ჩუმად უთხრა:

- სტუმრების კერძში ისეთი წამალი ჩაყარეთ, ყველანი მოიწამლონ და დაიხოცონო!

ამ საიდუმლო ლაპარაკს ყური მოჰკრა ჭიანჭველების მოსამართლემ და ეს ამბავი, მტრედებს რომ ფრთებს უცვლიდა, იმას უთხრა. ამანაც ისე შეუცვალა თებშები, რომ მეფის ხალხმა ვერაფერი გაიგო რა და, ვინცა ჭამა ყველა დაიხოცა.

- ახლა მოიყვანეთ ისეთი კაცი, რომ ჩემი ქალის მზითევი დაძრასო! - თქვა ხელმწიფემ.

- არიქა, მღვდელო, გვიშველე. თუკი იმოდენა ეკლესიას დაარბენინებდი, ამ მზითევს როგორ ვერ დაძრავ?

- თქვენ დარდი ნუ გაქვთ, - თქვა მღვდელმა, - მზითევს კი არა, თუ გინდა, თქვენც ზედ დასხედით, ყველას წავიღებო!

აჰკიდეს მღვდელს მზითევი, ის იძახის: მოიტათ, მოიტათო! წამოვიდნენ ყველანი და შინ მშვიდობით მივიდნენ. ყველამ თავ-თავისი ადგილი მონახა და საქმეზე დადგა.

ამ მოგზაუგობაში გავიდა ხუთი-ექვსი წელიწადი. სიზმარას ქალ-ვაჟი უკვე დიდები გამხდარიყვნენ. როცა სიზმარა თავის ხელმწიფე სიმამრთან მივიდა, ცოლი ერთ მხარეს მოისვა, ქალიშვილი - მეორეს, ვაჟიშვილმა აიღო ოქროს სურა, თავის მამას წინ ოქროს ტაშტი დაუდგა და ხელ-პირი დააბანინა.

- აი, ეს მზეა და ეს მთვარეო! - მოახსენა სიზმარამ და მოხვია ხელები ცოლ-შვილს. - აი, ეს კიდევ შუქურვარსკვლავია, ხელ-პირს რომ მაბანინებს. აბა, ესენი როგორ მოგცე შენო!

- ხელმწიფემ თავისი ტახტი დაულოცა და თავისი სამეფო გვირგვინიც იმას გადასცა.

 
nukriaДата: კვ, 09.03.2014, 00:05 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაცარქექია
 იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცისმარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი
ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა.
ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან
ჭამა არ გინდა, ან სმა, – ეუბნებოდნენ ყოველდღე, – ადექი, გაისარჯე, იქეთ
მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი
რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. მაგრამ ნაცარქექია
ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზრდათ
ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან.
ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს, ხელში ჩხირი მისცეს,
ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან
გააფრთხილეს: ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი, აქ არ დაგიგულოთ, თორემ
ცოცხალს არ გაგიშვებთო.
კარგითო, – უთხრა ნაცარქექიამ, – ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო, – და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს
მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას
მხართეძოზე წამოწვა, – იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს
მდინარეცა და ადგილიც ცხრათავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე
მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხვრეპა. დაინახა
ნაცარქექიამ და ხაფი ხმით გასძახა: ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი,
მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო! დევს
ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქა რის
პატრონია, ამას რომ მიბედავსო, და გამოსძახა: ვინა ხარ, რა სულიერი ხარ და
მაგ თავხედობას როგორ მიბედავო? ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც
იყო.შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაცს გორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს: აი, შე ქინქლავ, შენა! ერთი არ
მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები,
ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შე ბრიყვო და ბაბაყურო, ხაბირიკა არ
გაგიგონია, ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი? მე სწორედ ისა ვარო! არ მინდა
ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო,
ზეცას შევტყორცნი და ნაცარ-მტვრად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ და
ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ! შენ მანდ აიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ
ორივემ ხელი და, ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა
ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა.დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა.
გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო?! აბა, ახლა სირბილში გამოვცადოთ
ერთმანეთი, – გასძახა ნაცარქექიამ, – გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ –
და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას
ეხუროსო! გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში
დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერ აადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი
აუვიდოდა! ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და
თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა
ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, – თქვა
გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა, მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და
მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა, როგორც იქნა, გაუბედა
და ჰკითხა: ბატონო, ხაბირიკავ, ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო, ასეთი
ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო? მსუბუქიო?
ხა, ხა, ხა, – გადაიხარხარა ნაცარქექიამ, – შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი
იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი.რაკი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერივარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა,
ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო, და ნაცარქექიას
მოკრძალებით უთხრა: აბა, ასძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი,
მინდა შენი სიმძიმე გავიგოო. ღმერთო მწყალობელო, აბა, ცოტათი მოუშვი თოკი,
რომ ამ ბრიყვსა და ავყიას ენა დავამოკლებინოო! – ასძახა ცისკენ
ნაცარქექიამ, ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში
დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა, მართლა
ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნა დაუწყო: შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს,
ისევ აგწიოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჩხირი
და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? –
ჰკითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, – უპასუხა დევმა
და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი
მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და
ნაცარქექიას უთხრა: თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ
დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო.დევი წავიდა. ხმიადს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო, და დაუწყო საკეცით წვალება. წვალება-წვალებაში
კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია,
აფხარკალებს ფეხებს,ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ
უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და,
ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, – რა
დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? – შეუტია ნაცარქექიამ, – ცოტათი მუცელი
წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და
ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა,
ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი
დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს
ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო. მანდ რას აკეთებო? – ჰკითხა დევმა. რას
ვაკეთებ და, აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო, როგორ
გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო?! ღმერთო, ეს ვინა ყოფილა?!– გაოცდა დევი, ამოდენა თავხე მე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე,
ერთხელაც იქნება, რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო. – დაჰკრა
დევმა ფეხი და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა. დევის სახლ-კარი და სიმდიდრე
მთლიანად ნაცარქექიას დარჩა, წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა: ძმებო,
მუქთახორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ, სულ იმას მაყვედრიდით, ოჯახში
არაფერი შემოგაქვსო. აი, ახლა ჩემს წილად ეს სახლ-კარი და ქონება-ცხოვრება
შემომაქვს, ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია, ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ
დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის
სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ
ნაცრის ქექვა დაიწყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость