სახალხო მთქმელი
|
|
nukria | Дата: შაბ, 17.11.2012, 18:47 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კვარა ციხე ანუ უფლის ციხე
კვარა ციხე ბერო ლომო, ბევრი ამბის მომსწრე ჩანხარ, რისთვის დასწვეს ფუტიეთი, ეს ამბავიც იქნებ გვითხრა; კვარა, კვირიე – უფლი,სულ ადრე: ფუსტი – უფალი, ფუსტათ გიხმობდნენ ბერძენი, ანტიკურ დროის შვილები; უფლის სახელით ნათლულო, თეომისტიკას იფარავ, წმინდა მაქსიმეს უღელცალს, წმინდა ანასტასს ინახავ; ამ ორთა შექმნეს დიდება, ქრისტიანული ცხოვრების, და დადგეს ჯიღა გვირგვინის, მართადიდებელ ეპოქის; ძველთაგან მოდის დიდება, შენი სახელის უფლობის, იყავი ციხე_კარიბჭე, ძველი ფუ(ს)ტეთის სამხრეთის; შენით ხვდებოდნენ საწმინდარს, წმინდა მხედარობის ლაშქარნი, მოჰქონდათ ტაძართ საუნჯე, ფუ(ს)ტელთა მთებში ხიზნული; შენით იხსნება ჭიშკარი, საცავის, წმინდა ფუ(ს)ტეთის, მიტომაც გერქვა სახელი, ფუსტი, კვირიე, უფალი; გვიამბე შენი ცხოვრების, უხსოვარ დროში შობილის, გაგვიხსენ უფლის საცავი, რაჭა-ლეჩხუმის_სვანეთის; საიდან, როგორ მობრძანდა, სიწმინდე ეკლესიების, შატბერდის, კორიდეთისა და პეტრიწონის კედლების; ლემის ბავრაყო _ სატარე, ლომის გოდოლი უფლისთვის, უფლის საქმისთვის ცხოვრობდი, და გერქვა ციხეუფალი; კვარის შუქს გარქმევს სიცრუე, სხვავას _”სხვა ჰავას” ცრუობენ, ამათ იღწვიან ვიღაცნი, ჩვენი “სიკეთის მაშვრალნი”; არ აღვიძებენ იბერთგონს, გრაალის მცველის ფუ(ს)ტელის, მაგრამ რა უქნათ სიმართლეს, ეფუთ_ბიბლის ღვთის წიგნის; იკურთხოს ამ უფლისციხემ, სამარადჟამო დიდებით, და იყო იგი კარიბჭე, სიწმინდის მცველი ფუ(ს)ტეთის;
ჟორა სხირტლაძე
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 29.03.2013, 20:23 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * ისე გრძნობენ რუსთაველზე თავს ლამაზი გოგოები, როგორც ბაღში ყვავილები, როგორც ტყეში სოკოები. როგორც ივრის ჭალის ხოხობს, ისეთი გაქვს მიხრა - მოხრა, შენი ეშხით ამ ქუჩაზე მეც აღმომხდა ბევრჯერ ოხვრა. ამ პროსპექტზე, ამ ჭადრებზე ლექსებს წერდა უწინ ლადო, ამ სიყვარულს სტრიქონები მეც მინდა რომ ვუწილადო. შენზე სევდამ, შენზე დარდმა გამიჩინოს მეც მსურს ჭლექი, ღმერთო, ღმერთო, რად გინატრე, ან ეს რა გზას დავადექი? უცხოეთში რუსთველივით მეც ღალატმა გადამხვეწა, კოჯრის სიომ კოცნა გთხოვა, ქარმა თმები გაგიწეწა. ისეთი ხარ, როგორც გორის მსხალი, ვაშლი და ატამი, სულ მინდა რომ ერთად ვიყოთ, როგორც ევა და ადამი. გაზაფხულდა, გაზაფხულდა და ირემი უხმობს ირემს, რას ველოდოთ, არმაგედონს თუ ბიბლიურ ორთაყვირებს? მოდი, ნუღარ იგვიანებ, იქნებ ბოლო ჟამი არის? შევაერთოთ ახლაც გზები დერბენდის და დარიალის. –––– სიმონ ხალხოსანი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 19:33 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერილი დედას
ცხოვრება ესე სულ არ იყო სვებედნიერი, მოაქჟამომდე ჰგავდა წვალებას, სიკვდილი დაძრწის ქვეყანაზე გუდამშიერი და ვწუხვარ დედის გარდაცვალებას. ახლა კუბოში ასვენია დედა მშობელი, ვლოცულობ, ცაში ღვთისმშობელს ვხედავ! უცხოეთიდან შორს ყოფილა ჩემი სოფელი, ცრემლი მდის, დედა! მსუბუქი იყოს ქართლის მიწა, რომელმაც გშობა, მადლობა დიდი, მე შენგან ვიშვი, საქართველოში კიდევ ბევრჯერ დადგება შობა და მე აღარ მაქვს სიკვდილის შიში. და მიადვილებ რადგან ახლა შენამდე მოსვლას, მე მალე მოვალ! მოგიტან გვირგვინს - მინდვრის შვიტას, იას და სოსანს, მე ახლა დრო ვარ! უნდა აგიგო ღვთის ტაძარი დარჩენილ დროში და ამოვტვიფრო შენი სახე სამარის ზედა, დაგეძებ ყველგან ახლა გარეთ, შინ, ხალხში, ბრბოში, სადა ხარ, დედა! დედამიწაზე სიზმარია ნუთუ ყოველი? ეს სიხარული, ეს მზე, ეს ცა, ცის ფრინველები... ტყემლები, ახლაც, თებერვალში, თოვლის მთოველი და სიცოცხლისგან გადამჭკნარი შენი ხელები! წავა დროება, გაიღება ცისკრის კარედი და ახლა ცაში შეხვდები მამას, და ღვთის წინაშე გულზე ცრემლს რომ არ იკარებდი, ახლა შენს კუბოს ჩემი ცრემლი შორიდან ნამავს. სიმონ ხალხოსანი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.06.2014, 12:25 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცისკარი, როგორც დამფრთხალი შველი ჰგავს ახლა, გოგოვ, შენს თვალებს - გიშერს, ვტირი, სამშობლოს ვერაფერს ვშველი, თუმცა საშველად ორთავ ხელს მიშვერს. ჩემო ქვეყანავ, უფალს გადარებ, შენ, ჩემო რწმენავ, ჯვარო გეგუთის, მაგ ჯვარს სულ მუდამ გულით ვატარებ, ეგ ჯვარი, ღმერთო, მეც ხომ მეკუთვნის. და ყოვლისშემძლე, და ყოვლისმხსნელი, შემომცქერიან შენი თვალები, მამაო, მხარზე შემახე ხელი, მითხარი ლოცვა, ნუ მეკრძალები. უფალო, ახლა მუხლზედაცემულს, ისე მჭირდება შენი ხსენება, რომ, თუ დავკარგე ეს სილამაზე, სიკდილშიც აღარ მომესვენება. პარიზი. 2014 წ. 2 ივნისი. სიმონ ხალხოსანი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.06.2014, 19:46 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა გაეწყობა, ქალბატონო, წლები წავიდა, მთვარემ პირბადე დაიხურა ჩემი ლექსივით, მსურს ქრისტესავით ავიყვანო ხელში კრავი და დონ - კიხოტს ვუთხრა ეს სონეტიც სერვანტესივით. ერთგული სანჩო შევავედრო ქარის წისქვილებს, ჟან - კოტარივით ნაზი ღამე დავიძმობილო, მაგრამ წარსული როცა მწარედ ამაქვითინებს, ავაზაკივით შენთან მიხმე, მხოლოდშობილო. მერცხალი სახლ - კარს აიშენებს სხვენზე ტალახით, მწამდი, მიყვარდი, ქალბატონო, დოქის ტუჩივით, დე, ჩემს საფლავზეც აბიბინდეს მწვანე ბალახი, ურწმუნოებას რადგან ხშირად ღმერთთან ვუჩივი. იყო დრო, ცაზე მთვარე ენთო უფაქიზესი, მზის ჩასვლა რაა, როცა ვწუხვარ სულ ღამესავით, აღარ გიყვარვარ, აღარ გსურვარ, ყოვლისმიზეზი, იქნებ ეს არის, ქალბატონო, იქნებ ეს არის. ქარიშხლებს ბევრჯერ ჩემი გზებიც დაუკოცნიათ, ამ ზღვებთან ახლოს მეც ვიდექი ფეხებშიშველი, მე შენს თვალებში ახლაც ვეძებ სტრიქონს ხორციანს, კვლავ მსურხარ, მოდი, შემომხვიე თმები - გიშერი. გახსოვს იქ, დიახ, იქ წარსულში, როდესაც ორნი ვცხოვრობდით სადღაც უღრან ტყეში, უღრან ღამეში, სხვა სამყაროდან დაგვნატროდნენ ვარსკვლავნი შორნი, იყო თიბათვე და ეტრფოდა ცას გილგამეში. კოცნიდა ვარდებს კვირტებდამსკდარს ზაფხულის ხვატი და როგორც ცრემლი შენს თვალებზე შეუშრობელი, ყოველ ხარებას უმძლავრესი და წმინდა ხატი გვლოცავდა დედა მარიამი, ქრისტეს მშობელი. დილა გათენდა მთის კალთებზე მარადახალი, მზისკენ გაფრინდა სოჭნარიდან წითელი ძერა, იქნებ იმიტომ არის ზეცა ასე მაღალი, დედამიწიდან რომ მამაღმერთს მივაპყრო მზერა. ამ განშორებას, ქალბატონო, სულ სხვა ხიბლი აქვს და აფროდიტეც ახლა მხოლოდ ამ ზღვის ქაფია და რადგან ახლაც ლექსი არის შენი ბიბლია, ჩემს სამარეზეც ლექსი იყოს ეპიტაფია.
სიმონ ხალხოსანი პარიზი. 2013 წ. 2 ივლისი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.06.2014, 16:56 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მომწყურდა ის დრო, როცა მერქვა ამაყი ჯიში, უფალო, როგორ შემოგკადრო სიტყვა სამკობი, შამქორის ომში ჩვენ ერთად ვართ ყველა ნამყოფი, კლდეზე დგას ძელქვა, ეგ მეტეხი და აბოს ნიში.
ახლაც ბორკილით მკლავდაღლილი ვეხები კედელს, გამომწყვდეული ცხრაკლიტულში, როგორც კაკადუ, არხვატის კლდიდან ჩამოღვარულს, როგორც ნაკადულს, ევასთან ერთად, მახსენდება, ვტოვებდი ედემს.
გამოვეთხოვე ამ მთებს, ამ ცას, როგორც ამური და მთვარეს, მარად აჯანყებულ არაგვის წაწალს, ახლა სულ სხვაგან ფრთებს შლის ჩემი სიასამური.
ახლა ღამეა. ტიციანის მახსოვს ლექსები და მამლუქივით, როგორც ცირას ჩამოშლილ ნაწნავს, ხახაბოს ჩანჩქერს ეგვიპტიდან ვეალერსები. სიმონ ხალხოსანი პარიზი. 2014 წ. 19 ივნისი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 05.07.2014, 00:28 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაფერფლილ გულში რომ იღადარო და სიცოცხლის ხეს ფესვი გაუთბო, უფლის ასულო, რას შეგადარო? ან როგორ გითხრა სიტყვა საუფლო? ახლა სადა ხარ? მსურს დაგიხატო, როგორ ჰყვავიან ცაზე ნისლები, დიდი მადლობა გადაგიხადო, გულში მჭირს შენი ტრფობის ისრები. და რამდენჯერაც გამახსენდები, იმდენჯერ მტკივა მკერდში ჭრილობა, მიდიან წლები და მე ვბერდები, ჩემი ცხოვრებაც იყო გმირობა. დაინგრა ციხე, კირით ნაშენი, სიკვდილმა ეს გზა ვერ გადათიბოს, შენა ხარ ჩემი წუღრუღაშენი და ამ სიყვარულს ვუმაგრებ ლიბოს. მეც გრემის ტაძარს შენში ვხედავდი, სადაც სულმუდამ ყოფნა მინდოდა და შეკაზმული ბედაურები არაგვის გაღმა იდგნენ მინდორთან. ბედმა, რა ვიცი, სად არ მატარა, რაც ყველაფერზე უფრო მეტია, მქონდა სამშობლო ისე პატარა, ეს მიწა მუჭში რომ დაეტია. პარიზი. 2014 წ. 4 ივლისი. სიმონ ხალხოსანი
|
|
|
|