გიორგი ლეონიძე
|
|
verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 23:41 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ნინოწმინდის ღამე
ნინოწმინდა… პალატები მეფეთა… გალავანში - ჯამი აქაფებული; შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…
საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.
ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები… ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას; ძუძუები ოქროს კალმახებია, წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…
წინანდალის ვაზი აყვავებული, ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა, აფრენილი ბაზიერის დაფითა, დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები… ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!
|
|
|
|
verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 23:42 | Сообщение # 2 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| პატარძეული
პატარძეული... ჩემი სოფელი, ბავშვობის კერა _ პატარძეული, ჩემი აკვანი წნორის ტოტისა იქა ყოფილა გადარწეული.
იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა და ხალხის ფიქრი ათასწლეული... მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე, სიბერისაგან გადაქცეული...
იმ ხის ფესვებში მელანდებოდა ხალხის მზის ოქრო და განძეული... ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია, ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...
მე მინახია ბევრი ქვეყნები და ქალაქები ათასეული, მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა ჩემი პატარა პატარძეული
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.05.2012, 01:41 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყივჩაღის პაემანი ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები… როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…
მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.07.2012, 02:09 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს, ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია? მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს, უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია. მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო; ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია! ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო, პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 18:16 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადა! ვისაც უნდოდა, ქართველი რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი, ვით ჩემი ტყვიის მიზანი… ნუ დაიდარდებ, დედაო, მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა! არ დაიდარდო, დედაო, რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი საქვეყნოდ გამოვაბრწყინე. მე გაგიხუნე ლეჩაქი, მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი… მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით, დამალეთ ჩემი სამარი,
თუ მტერმა გკითხოს, უთხარით, კრემლშია, სტალინთან არი! და თუ სტალინმა მიკითხოს, უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი,
იქ ვდგევარ, სადაც ნათობენ სტალინის მამაპაპანი! ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს, პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს დამხურეს მუზარადები. თუ გაუჭირდა სამშობლოს, კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით. არ დაიდარდო, დედაო, ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 17.08.2012, 03:01 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე დავბერდი, ვეღარ ვნახე ტბეთი, შადბერდი... ვერც არტანურჯი, ოშკი, ხახული... როდის მოუვათ მათ გაზაფხული? ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას, სადაც გმინავენ ძველი ლოდები, სადაც აჩრდილნი მამა_პაპათა შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით! იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს, _გაზაფხულია, რად არ აყვავდი! იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთთვის ჭოროხის კვნესას_ქვათა ღაღადი... შავშეთის მთებზე ნისლი გადადის კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს, ქარი უბერავს, ქარი აციებს... მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა, და თუ გამხდარან დასანაცრები! ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები. რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს, ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები; თუ ნაგუბარში ჩამდგარა წყალი მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:46 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბარათაშვილი მე მოგაგონებ უღმერთო ღამეს, როცა დაგიცხრა ყველა ტკივილი, როცა განჯიდან შუაღამისას ქართლს შეუძახე გედის ყივილით.
თითქოს ყორანმა უზარმაზარმა ფრთებით დაჩრდილა მთელი ქვეყანა; მაშინ სიკვდილი შავნაბდიანი ჯვარედინ გზაზე შემოგეყარა.
საორბედოა! – მამის ვალებს გთხოვს, ვაი, გადახდა გამხდარა ძნელი! ბუდეშურ თვალებს თვით დაგიხუჭავს, სულს გაგიზომავს ელვარე ცელით.
მისი ნავარდი უფრო სწრაფია, ვიდრე შენს ლექსში ლომის ნახტომი; დაუთმე, რაც კი უთმობელია, შესწირე გულის გადანახდომი!
- დედისერთა ვარ, – იტყვი, – ნუ მომკლავ… - განა ყაბახის არის საღამო? არა, მოგერტყა ყოველი მხრიდან სიკვდილის ღამე დაუსაბამო.
* რა მოჩვენებამ დაგაარტახა და რა შესძახე ახლა მთვარესა? რომელ ანგელოზს მკერდს უშვერ ახლა ან რომელ მახვილს გამკვეთარესა!
თავზე ღმერთივით დაგადგა ერთი, ქარიშხლის ფრთაზე შემოპარული - ქალის აჩრდილი, – გულს რომ გითხრიდა, როგორც აფთარის ჭანგი ფარული.
იმ თვალებს შეხვდი! იმ თვალთა ელვით გზა სიკვდილისა დაგელოცება, ცეცხლის ტბებია უნაპირონი, შიგ რომ ჩამწვარა შენი ოცნება…
* ტახტზედ იწექი და გედო თავქვეშ შენი მერანის თოქალთო სველი; წინ რა გელოდა, წინ სხვა რა იყო? - გზა დახვეული ობობას ქსელით.
ქართლის უდაბნო სიცარიელე. ჭორი. სიცრუე. ფუჭი ალერსი. ყინულის ხელი. პირუმტკიცობა. ზღვა საწამლავი გულზე ნალესი.
და ნარიყალის ზღუდის ნამსხვრევი, ქვეშ მოქცეული ქართლის საფლავით, კატინას შუბლის მშვენიერება, ამაოებით დასადაფნავი…
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:48 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება? თუ შენი გული არ მემოწმება, თუ ვერ ავაგე წმინდა ტაძარი, სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება _ ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?
ვის გავეკიდო ახალ ძახილით, რომელ ჯადოქარს, რომელ სირინოზს, სულის ჩაჭრამდი ჩამწვას სახმილით, გული სიშმაგით გამაწირინოს!
თუ შენი გული არ მემოწმება, თუ გულში წარღვნა მე ვერ დავძარი, მაშ, სად შევტყორცნე ჩემი ოცნება _ ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:48 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნინო ჭავჭავაძეს თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი, ახლაც მინათებს შენი მშვენება... შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება!
შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც და გაჟრჟოლება მათი გულისა, თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით _ ბნელდება, დაიხურება ცისკრის კარედი; შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ, ათას წელს გასძლებს შენი მშვენება; შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან არასდროს მომესვენება.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:49 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მირჩევნია ერთი ხოხობი სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.
მის შუქს მივყვები ხელის ცეცებით, მისით ჩემს სიტყვას ოქროს დავადენ; და თუ ოდესმე ძირს დავეცემი, შემომაშველებს თვისს შარავანდედს...
|
|
|
|