nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 01:27 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს. ***
ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა. ***
სიმართლე მწარე წამალია-არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს! ***
ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია. ***
თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს. ***
გააფთრებით სძულთ ქალებს ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს სიყვარულზე იმ წუთში, როცა მათ ნებავდათ. ***
ყოველი დიდი წარმატების უკან დანაშაული იმალება. ***
იქნებ ვერაფერს მიაღწევს კაცი, სანამ გულის ყველაზე სათუთ ადგილებზე კოჟრები არ გაუჩნდება. ***
პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია. ***
გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს. ***
სიყვარული ერთადერთი გზაა,რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. ***
დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება. ***
ყოველი ძალაუფლება მუდმივ შეთქმულებას წარმოადგენს. ***
იდეების გაუვნებელყოფა მხოლოდ იდეებით შეიძლება. ***
ოცნება სინამდვილეს ფანტაზიის მოჩვენებად აქცვს. ***
გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ როცა ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს.
|
|
|
|