nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 01:34 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის. ***
ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.
*** დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.
*** მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას. ***
არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ. ***
კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება. ***
თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.
*** ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.
იმედი უბედურთა მეორე სულია. ***
სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. ***
ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს. ***
მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი. ***
ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს. ***
მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას. ***
შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. ***
ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია. ***
ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც. ***
სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა! ***
თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს. ***
დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ" . ***
როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.
*** ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს. ***
არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია. ***
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ? ***
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
*** დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ- მთავრობა.
*** სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.
***
შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
***
ქალი ყოველი არსის გვირგვინია. ***
თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები. ***
ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება. ***
არსებობენ ცრუხელოვანნი - დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი - გამორჩენისათვის. ***
შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა. ***
ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია. ***
ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას. ***
ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას. ***
ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.
|
|
|
|