nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 01:38 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| • რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.
• არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ.
• ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.
• ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.
• როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე.
• თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები,გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.
• პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება.
• მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია.
• ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს- კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა.
• ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს .
• მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები.
• თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს.
• არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.
• გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან.
• ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას , თავადვე დაიღუპავენ თავს.
• ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა "ევროპა".
• იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები.
• ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აარჩია პროფესია.
• გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ.
• ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი.
• სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე.
• სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით.
• კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის.
• თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა.
• ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო.
• ქალის და კაცის მეგობრობა მაშინვე იხევს უკანა პლანზე როცა მზე იწყებს ჩასვლას.
|
|
|
|