nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 01:40 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ. *
ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია. *
ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს.
* ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.
* უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა. *
სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
* ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით.
* სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი – ქურდობა და ქალიშვილი – შიმშილი.
* მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო, ეს – მოვალეობაა.
* ოპტიმისტია ის, ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა, რომ შავი იმავდროულად თეთრიცაა.
* სიკვდილი მარადისობისაგან მონიჭებული თავისუფლებაა.
* პროგრესის უხეშობას რევოლუციას უწოდებენ: დამთავრდება მოძრაობა და ყველასათვის ცხადი ხდება, რომ ადამიანმა წინ წაიწია, თუმცა კარგი მათრახიც მოხვდა. *
ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.
|
|
|
|