nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 01:45 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძალაუფლება - ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა. *
ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან,ვიდრე- სრულიად უსწავლელი. *
შევწიროთ ჭეშმარიტება სიცოცხლეს.
* Vitam empedere vero.
გიჟებს შორის ჭკვიანად ყოფნა, თავისთავად სიგიჟეა! (შეშლილების მსოფლიოში ჯანმრთელად ყოფნა,თავისთავად სიგიჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.) *
სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ-ვიცითო. *
მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს. *
კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს. *
ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო,ეს ნიშნავს,რომ მონაწილე ხარ მისი. *
ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი- თუ ჩვენ ვემორჩილებით.
* თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის,მარტო იმითაც კი,რომ არსებობს. *
სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს,რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას. *
უკეთუ ნამდვილად გინებთ ადამიანად გახდომა,ისწავლეთ ლმობიერება. *
შესაძლოა,უსიყვარულოდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს. *
ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება - ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება. *
სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას, სჯობს ზომა იცოდეთ ყველაფერში. *
ადამიანებო, იყავით ადამიანურნი – ეს თქვენი პირველი მოვალეობაა!
|
|
|
|