nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 01:48 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე. *
მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი. *
ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა. *
ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება. *
კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება. *
თუ გსურს მოიქცე ბრძნულად,მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო. *
ქალი გულგრილია მის მიმართ,ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია. *
სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია. *
როცა პირველად ნებდება,ქალი ფიქრობს,რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია,რომ მიიღო სათამაშო.ქალი ფიქრობს,რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია,რომ მიიღო წუთი. *
იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა- შემთხვევითობამდე. *
სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
* როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. *
უსაქმურობა - მოწყენილობის დედაა. *
ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე *
ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს. *
სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს. *
სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესოა მამაკაცისთვის–ესაა გამარჯვება და განხეთქილება. სხვა ყველაფერი ერთფეროვანია. *
ქალმა თავი უნდა დაიცვას პირველად, მამაკაცმა შემდეგ, და ვაი დამარცხებულს. *
შეყვარებულები ბრმები არიან და ერთმანეთს უცქერიან. დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან. *
ცოლს, რომელსაც ქმარი წინ არ მიჰყავს, უკან მიჰყავს. *
სიყვარულს რომ სძლიო, ერთადერთი გზაა გაქცევა. *
ქალთან ლაპარაკი ზოგჯერმეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი. *
ადამიანი დედამიწაზე იმისათვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს,არამედ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს. *
პატიოსნად შესრულებული ყოველი შრომა სასარგებლოა და ამდენად ღირსი პატივისცემისა. *
სიყვარული– მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. *
მეგობრისთვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად რაიმე მსხვერპლის გაღება.
|
|
|
|