nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 02:07 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი. *
ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება. *
ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი. *
მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს. *
ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო , იმიტომ რომ არ იცი , დაესწრები თუ არა მის ჩასვლას . *
ჰქმენი დიადი ისე, რომ ნუ შეჰპირდები დიადს. *
ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა. *
ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი. *
ბძენ ზედამხედველს - გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება. *
ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი. *
ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე. *
აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა. *
იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო. *
კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე. *
დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ. *
სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია. *
ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა. *
განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს. *
ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს. *
რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ. *
პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ. *
დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს. *
დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს. *
ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა. *
ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლები.
|
|
|
|