nukria | Дата: ხუთ, 15.03.2012, 02:33 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *
ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად -კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება. *
ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები,თორემ უმეცარი დარჩები. *
აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო-მეცნიერთა და მერმისი-დიდბუნებოვან კაცთა. *
ვისაც კარგი სიძე შეხვდა,შვილი შეიძინა, ვისაც ცუდი- ასული დაკარგა. *
ნუ იქნები მეტად ტკბილი,რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტისმეტად მწარე,თორემ უკან გადმოგაფურთხებენ. *
ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის. *
მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია. *
სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს. *
საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს. *
არცერთი საგანი არ წარმოიშობა უმიზეზოდ, ყველანი ჩნდებიან რაღაცის საფუძველზე და აუცილებლობის ძალით. *
მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჩირდება,რამდენადაც იმის რწმენა,რომ ისინი დაგვეხმარებიან. *
პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით,რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას. *
აღზრდა ბედნიერების სამკაულია და თავშესაფარია უბედურების დროს.
|
|
|
|