ვალერიან გაფრინდაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ვალერიან გაფრინდაშვილი
nukriaДата: სამ, 17.04.2012, 21:08 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სენტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ - მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი...
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:11 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
- ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.

სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.

და ვენერები მიაღწევენ ოდესმე ნაპირს....
(თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი).
ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,

რომ დაატყვევონ და დაანთონ შავი კოცონი,
და მცურავ გედებს _ ბნელ ვაჟებთან შესახვედრები,
ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:58 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოჰემის მონოლოგი

სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა თვითმკველობის.
არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო, ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა სიგიჟის.
არა მსურ ვიყო ბედნიერი როგოც გოეთე.
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა ჭლექისა!
დღერგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა:
სიგიჟე,ჭლექი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ-ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და გვარი შენი რაინდული არის -ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,
დიდი სიცოხლე!
უთუოდ ჰქონდა ბუასილი ”ფაუსტის” ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ,მორის როლლინა,ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო -ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოდ ეს კარიერა
სიგიჟე,ჭლექი,ალკოგოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:46 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტიციან ტაბიძე

ტანჯულ პიეროდ გელანდება თვითონ მესხია
ჯეირან ლექსით ღირსეულად ბაძავ ჯამბაზებს
სონეტისათვის უღალატე ძველ მუხამბაზებს
და, როგორც წურბელს, შეგიყვარდა შენ პოეზია.

შენს ნაზ რითმებში ქიმერების ცრემლი სთესია-
ვეტრფი შენს ცრემლებს, ვით ოცნების მარად ემბაზებს
ქალური ხელით აქანდაკებ იისფერ ვაზებს,
მაგრამ სულს ცეცხლის ურდოები შემოესია.

ცეცხლის სარკეში იბადება შენი ქალდეა.
გიცქერს კვამლიდან ორეული-შენი მაყარი
და ქარავანი ლანდებისა ამაყობს-ჩქარი.

იქ აიმართნენ ქალაქები, სად ცხელი კლდეა
ლურჯი თვალები ძველ სამშობლოს სწრაფ მიაპყარი,
რომ არ დაიმსხვრეს ელვარებით სავსე ზღაპარი.

 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 23:06 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დაიჯერო......

არ დაიჯერო, რომ მე მოვკვდები
გარდავიცვლები სულ სხვა სხეულში...
უკვდავების მაქვს წამალი სულში
ვით მრავალ მხატვარს სიცოცხლე გულში...
არ გადმოყარო ცრემლის ლოდები
როცა გაიგებ, რომ მე მოვკვდები...
გთხოვ... არ დაიწყო ღამე ბოდვები!
რომ ჯოჯოხეთში მე არ მოვხვდები.....
ცარიელ საფლავს ვერ უშველის შენი ლოცვები
მე მირჩევნია თან წავიღო ჩემი ცოდვები
მალე,სულ მალე დაიწყება სულთა ცოცვები....
შენ ვერ მიხვდები როდის ფხიზლობ, როდის ბოლდები
ჩემს ტყუილებში გოიმივით, რომ გაგორდები
ჩემი გათვლილი ლამაზი სიტყვით მოგაგონდები:
"მზე დაბნელდება,მთვარე გაქრება...
ალბათ სიტყვები ისევ გაწყდება...
ქარი ატყდება,ზღვა აღელდება...
ცეცხლი ჩემ სულში აღარ ჩაქრება!
შენზე ფიქრებში მალე ვბერდები
თეთრად ვაღამებ...შავად ვთენდები...
ეს ერთი გრძნობა აღარ მასვენებს...
მონატრებები ჩემს გულს ასველებს...
განა შენზე ფიქრს ვუწუნებ რამეს?
მე შენს ფიქრებში კვლავ ვათევ ღამეს"
და ამ გრძნობებზე მეტისმეტად, რომ გაღორდები
დიდი ხნის მერე მე სატანად მოგაგონდები
არ დაიჯერო რომ მე ვკვდები, რომ მე ვგორდები....
გულში მოძველო მოგონებად ჩამიგროვდები.
უკვდავი მხოლოდ შენ შეძელი რომ მოგეკალი
და ეხლა თუნდაც უამრავი ცრემლიც, რომ ყარო....
ვერ ამაყენებ შავ სამარიდან, უკვე გავცოცხლდი.......
ნუ ჩამომჩხავლებ თეთრ კუბოში - სადა ხარ მკვდარო?!
 
nukriaДата: სამ, 22.07.2014, 18:08 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა                     გარდა თვითმკვლელობის.                     არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო,ან აკაკი.                     მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.                     სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა                     გარდა სიგიჟის.                     არა მსურს ვიყო ბედნიერი, როგორც გოეტე.                     მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.                     სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა                     გარდა ჭლექისა.                     დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.                     პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა:                     სიგიჟე, ჭლექი და თვითმკვლელობა.                     სალამი შენ ტროტუარის პოეტო!                     შენ ეკუთვნი თვითმკვლელობის დინასტიას                      და შენი გვარი რაინდული არის - ლოზინსკი.                     სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,                     დიდი სიცოცხლე!                     უთუოდ ჰქონდა ბუასილი " ფაუსტის" ავტორს.                     მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.                     მე მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:                     ჟერარ დე ნერვალ, მორის როლლინა, თომას ჩატერტონ,                     ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,                     გრიშა აბაშიძე!                     კარიერა მარტოობის და ლოთობის;                     გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში                     მთვრალი და მომაკვდავი,                     და ესეც იყო - ხარაკირი.                     მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.                     მისთვის ვიწამე სამუდამოდ ეს კარიერა                     სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა!                     სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость