ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 25 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:43 | Сообщение # 241
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეზღვაურები, თავის ამ გზით შემაქცევარნი,
ხშირად იჭერენ ალბატროსებს, ზღვის დიად ფრთოსნებს,
რომელბიც მუდამ - შორ ცურვათაზანტი მდევარნი -
კვალში უდგანან ხომალდებს და მათ მკვიდრ ნაოსნებს.

როგორც კი კაცნი მათ დასვამენ ხომალდის ბანზე,
ცის ამმეფეებს, აწ უშნოებს და შერცხვენილებს,
დაეკიდებათ თეთრი ფრთები საბრალოდ ტანზე
და უგავთ ნიჩბებს, უმოქმედოდ გემზე შთენილებს.

რა საბრალოა გაწუწული ეს მოგზაური!
ან ის ბრწყინვალე მოცურავე სად გაქრა ნეტა?
ხან თუ ნისკარტზე ჩიბუხს ურტყამს მას მეზღვაური,
ხან ვითომ კოჭლობს იმ კუტივით, უწინ რომ ფრენდა.

..პოეტი მოჰგავს ამ უფლისწულს ღრუბელთა მხარის,
ის ძმობს ქარიშხალს, ტყვია-ისრის არადჩამგდები,
და როცა ტყვეა მიწისა და გნიას-ხარხარის,
მას სიარულში ხელს უშლიან ვეება ფრთები.
 
nukriaДата: შაბ, 14.05.2016, 02:43 | Сообщение # 242
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვრამეტი თვეა ტანჯვის და დარდის,
რაც საიქიოს მესმის თარეში,
თვრამეტი თვეა, სიკვდილი დადის
და ყოველ მხრიდან მიმზერს თვალებში.

რაც უფრო ვებრძვი, მით უფრო მიცავს
სასოწარკვეთა და ნაღველს ვრჩები
და როცა ნაბიჯს ვაგებებ მიწას,
ვგრძნობ, გულისცემა ჩერდება ჩემი.

მეცლება ძალა და ნადგურდება,
ბოლო ბრძოლაში ცვდება სხეული
და შემართება ისე დუნდება,
ვით დოღის ცხენი ქანცმილეული.
 
nukriaДата: ორ, 16.05.2016, 23:31 | Сообщение # 243
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მიხვდები რომ დღეს
იანვრის ცა მეტია,ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია,ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადრაკი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება ,ცა- მეტს.
მარტი ახლოა,წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ,გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა,ქუჩას ერევა,
შნთან მოვდივარ,დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა,გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვაა მეტს გვპირდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს-ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც- ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა,მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია,ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...
 
nukriaДата: ორ, 16.05.2016, 23:40 | Сообщение # 244
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.
 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 17:46 | Сообщение # 245
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,
ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!
სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!
მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.
მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.
მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე _ არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.
მე დამღლის თამაში პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.
მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,

მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტო
და ახლა სიგარეტს _ ქალის თითს მოვწევდი.
 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 17:48 | Сообщение # 246
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბოკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
 
nukriaДата: ორ, 01.08.2016, 12:19 | Сообщение # 247
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია
თმები ამიწეწა ძალზე
ქუდი წამართვა და ქარს გაატანა
ზეცა დამახურა თავზე..
მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა
ცრემლი მომადინა თვალზე
მერე სველი ხელი წელზე მომხვია და
კაბა მომიტმასნა ტანზე
შენ არ გამებუტო ჩემო ძვირფასო
წვიმა დამეწია გზაზე




 
nukriaДата: ორ, 01.08.2016, 12:24 | Сообщение # 248
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული
წლები გზებად და გზები გედებად,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება...
ვიცი,წვას ვერვინ გამიადვილებს,
მაგრამ არ ვიცი,სულაც რა მომდის,-
თანდათანობით უნდა წავიდე
და შენთან დავრჩე თანდათანობით.
ო,არ გეგონოს,რომ მხრებს ვასვენებ
და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,-
ის რაც მე არ ვარ,არ იარსებებს,
რაც იარსებებს,არც ის ვიქნები.
დარდით ივსება ბედის რვეული,
ღამე იწვის და გული ჩერდება,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება.
 
nukriaДата: ორ, 01.08.2016, 13:20 | Сообщение # 249
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცახცახებს ღამე, თოთქოს გოდებდეს
და მდუმარებას სვამენ ლოდები,
ნეტა ვიცოდე რატომ, როდემდე,
ანდა რის გამო დამელოდებით.
ეს ღამეც ასე უღმრთოდ გულისობს,
თითქოს წარსული ცეცხლად ედება,
და სიყვარულიც ასე უმიზნო...
იშლება ლოცვად, სევდად, ვედრებად.
ვისმენ დუმილში უხმო ძახილებს,
დასასრულია ეს დღე პოემის,
სხვა გზა არ არის,
უნდა წახვიდე,
უნდა წახვიდე, თუნდაც დროებით!!!
 
nukriaДата: ორ, 01.08.2016, 13:27 | Сообщение # 250
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ შემოდგომა, ჭრელი მოზაიკა .. ელვად მოხატული, ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა გზა არ ამერია.
მე ვარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და მერე წვიმებით და .. ზამთრით გავთავდები.

მე ვარ შემოდგომა უხმო გაშიშვლება, უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლოს სიყვარულით.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაღველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიფქებით და სევდით ვიმალები.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე,
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,
მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის.

მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერა გამცვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი, მე ვარ შორეული.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
მე ის სიკეთე ვარ, რომ არ გაითვლება, მე ის ბავშვობა ვარ, რომ არ გავდინჯდები,
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ღვინობისთვე, მე ვარ ამურისგან ტერფედ დამსხვრეული,
მე ვარ გატაცება, უხმო გატაცება, მე ის ყვავილი ვარ, მტვერში წაქცეული.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაფრენა, ჟებირმოღვეული სივრცე ტკივილების,
მე ვარ დასასრულის არსის გამართლება, თუმცა ულაზათოდ მე არ მივილევი.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ მოძახილი, მე ვარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი,
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ განგრევა სხივთა პალიტრების,
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების ..
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია ..

არის შემოდგომა .. არის შემოდგომა.. დენთი ღვინობისთვე ჩემი მფარველია ..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость