ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
|
|
nukria | Дата: ორ, 01.08.2016, 15:50 | Сообщение # 251 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხელი ხელს ტანი ტანს ე-ხე-ბა, წამი-წამ ბრუნდება დრო. დუმილი კარებთან შემხვდება, ტუჩები დამალე გთხოვ. ქარი-ქარ საფიქრალს ავიშლი, არაყში ჩავანთხევ დარდს. წალამზე იწვება აისი ნამთვრალებ პოეტებს ჰგავს. გამოდი, ისევე დავიწყოთ უკუღმა რიცხვების თვლა. ცხელ თითებს დაგადებ ლავიწზე და არ მოგაშორებ თვალს. გარბიან, გარბიან ქუჩები, მოედანს ურტყამენ წრეს. ფრანცუსკებს დაატყდა ქუსლები, გარბიხარ, იფარავ წელს. თავიდან, ტანი ტანს- შე-ხე-ბა, წამი-წამ ბრუნდება დრო, ქუჩაში დუმილი შემხვდება, ტუჩები დამალე გთხოვ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 01.08.2016, 15:52 | Сообщение # 252 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩაჭიდებული ხელებს ჯაჭვები, სიგრძე სამყოფი გასასვლელამდე, სამკაულებად_მძიმე მარჯნები და დაღლა ვენის გადასერვამდე.… მოგეყრდნო?_კედელს თუ ამიშენებ. დაგატკბო?_მლაშე გზით მათამაშე. დაგკარგო?_მაშინ მაცადე პოვნა. გეტკბე?_შეძელი გადამამლაშე. მე კარებს ვაღებ_ შენ უნდა იდგე მობეზრებული ჩემით ყელამდე, ჩაჭიდებული ხელზე ჯაჭვებით სიგრძე სამყოფი წასასვლელამდე. ნუ მითანაგრძნობ! ფიქრს ნუ გამიცვლი_ დაგღლის, მომეცი შენი ხუნდებიც, კარს ნუ გამიღებ და ნუ დამიცდი ვიდრე მე თვითონ არ მოვბრუნდები. განა გაყვედრი იმედს ნატყვიარს? გულს-უხერხემლოს ნისლებს რომ იკრავს, მაჯებს კი... მაჯებს ლურჯად ატყვია შენი მოსვლის და წასვლის ქრონიკა. ჩაჭიდებული გულზე ჯაჭვები, სივრცე სამყოფი შენს ვერ ხედვამდე. არ დაბრუნებას... ვერ დაბრუნებას უნდა ვბედავდე... უნდა ვბედავდე...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 01.08.2016, 16:01 | Сообщение # 253 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაივლის დრო და ... - გახსოვს?!- გეტყვი დღევანდელ დღეზე, შენ შემომხედავ. აგევსება თვალები ცრემლით
- აი, ხომ ხედავ - სასურველის მიღწევა შევძელ. - აი, ხომ ხედავ - გავამართლე იმედი შენი.
გაივლის დრო და... -გახსოვს?!- გეტყვი დღევანდელ დღეზე, შენ შემომხედავ, აგევსება თვალები ცრემლით.
-აი, ხომ ხედავ - რაც მინდოდა - ვერაფრით შევძელ. - აი, ხომ ხედავ - გავამტყუნე იმედი შენი.
გაივლის დრო და... უნდა ითქვას ორიდან ერთი. გაივლის დრო და... გამოჩნდება ახალი ვინმე. გაივლის დრო და... - თქვი, რომელს გეტყვი! - მეორეს?! პირველს?!
|
|
|
|