ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:10 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

რომ არ გტკენოდა,გაგეფინე წაქცეულს მინდვრად,
რომ არ გწყენოდა,გადავმალე ღიმილქვეშ ცრემლი,
როგორც ოცნება, საგულეში მესახლე მკვიდრად
და ჩვენს სიყვარულს უმღეროდა გრძნობათა მრევლი...

და განშორება უუძლურეს სიტყვებად დარჩა..
და ცისსაყართან ირეოდნენ ღრუბლები ეჭვთა...
და მეწამულად ბრიალებდა დედოფლის ფარჩა...
და ცერზე შენგან ნაბოძები მიმინო ეჯდა...

და სიყვარულზე დაგეშილი ფრინველის მზერით,
ეფერებოდა ციცაბოებს ნაცრისფერ კლდეთა...
სათავადოსკენ ნამუსრევი მიქონდათ ძღვენი...
და არსაკიძეს დასტიროდა ბებერი მცხეთა...

მანანა ფრუიძე
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:14 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერის ღირსების კონცეფცია
--------------------------------
ქ ებით დიდებაჲ შენი თანა გვაც -
რ ომელი მხსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყო!
ი სრად ელვისად, ენად ცეცხლისად,
ს ამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყველ ჰყავ;
ტ ომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელი;
ე კლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებულ;
შ აბათნი დაჰხსენ, დააცხრვე შჯული,
ე რთ-არსებისა ბრწყინვალე ქადაგ!
ი ოტე ბნელი, მტერნი დასთრგუნე,
წ ესთა ზესკნელთა წარჰხედ, წმიდაო!
ყ ოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხარ,
ა ღქუმული იგი გვირგვინი დაგვადგ.
ლ მობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი,
ე რთბამად მკვიდრ მყვენ სასუფეველსა

წმიდა გიორგი მთაწმინდელი
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:31 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მოდი ძვირფასო, იქნებ მიხვდე, რატომ გეძახი?!
სევდა ვარ შენი უსასრულო, ლხენით გამლიე,
წყაროს წყალი ვარ, მორაკრაკე, შენ რომ შესვამდი,
ხილი ვარ შენთვის მოწეული, კრძალვით დამკრიფე.

მე შენს უბეში მუდამყოფი საგზლის პური ვარ,
ჩრდილი ვარ, სიცხით გათანგულს რომ მოგცე საფარი,
ის ჰაერი ვარ, შენს ფილტვებს რომ ასე სწყურია,
მიწა ვარ, ნუღარ გამაქვავებ, ბარი დამკარი.

დილის ცვარ-ნამით დაწინწკლული თეთრი ვარდი ვარ,
შენს მოლოდინში სიხარულის შიშით მთრთოლვარი,
მთას მოხვეული ფიქრების და დარდის ნისლი ვარ,
აქაფებული მდინარე ვარ, მუდამ მღელვარი.

მე ბალახი ვარ მობიბინე, ხავერდოვანი,
თუ არ დამნამე, ალბათ მზისგან გადავხუნდები,
სიზმარი მქვია, მოპარული ღამის მსტოვარი,
შენს სასთუმალთან ერთი წუთით ჩანამუხლები.

ხვაშიადი ვარ შენი, მწველი, აუსრულები,
მთელი სიცოცხლე ეცდები და ვეღარ გაბაწრავ,
მოლოდინი ვარ უსაშველო, დაუსრულები,
ის ბილიკი ვარ, უღრან ტყეში შენ რომ გაკვალავ.

შენი ნეკნი ვარ, მტკივნეული, გულისწამღები,
იმ ძვლით ქმნილი ვარ,შენ რომელსაც ვერ შეელევი,
სისუსტე მქვია შენი მოდგმის,ისე მტანჯველი,
მთელი კაცობის საზომითაც ძლივს შეედრები.

წითელი ღვინით ავსებული ბროლის თასი ვარ,
რაც უნდა ხარბად დაეწაფო, შენ ვერ გამოცლი,
თავსატეხი ვარ, ქარაგმა ვარ, გამოცანა ვარ,
მთელი ცხოვრება რომ გაგტანჯავს და ვერ ამოხსნი.

იქნებ გაიგო, ვინ ვარ, რა ვარ, რატომ მოგიხმობ?!
შენი ცხოვრების აზრი ვარ და შენი მიზანი.
მორჩა..ვჩუმდები..აღარაფერს აღარ მოგითხრობ,
ლექსი ვარ, შენთვის ნათქვამი და ამომიცანი.

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:40 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ზაფხულია...

კალამს ვეფერები სიტყვებით ალესილს,
გულს მონატრებიხარ სურს შენი ალერსი,
სული დარდს ტყვედა ჰყავს, სევდით ნაწამები,
ცრემლის სიმძიმით დახრილან წამწამები.
ჩვენს შუა ჩამდგარა მთლიანი სამყარო,
უნდა დაგვაშოროს, ურთიერთს გაგვყაროს,
გული ღვრის სისხლის ცრემლებს,ცეცხლი ედება,
ზეცამდის ასულა მდუღარე ვედრება.
ოთახში დამდგარა ცრემლების სურნელი,
ტკივილი შეჰყრია გულს განუკურნელი,
შენს ღალატს გაუმხელს, ჩაიტანს ქვესკნელი,
არ იყო პირველი, არც უკანასკნელი...
უთქმელი ტანჯვითაც ო, როგორ დავღლილვარ,
გრძნობებთან ჭიდილში ცრემლადაც დავღვრილვარ,
გული დარდისგან დამდნარა სნეული,
ცხოვრების სიმძიმით გავმხდარვარ ძლეული...
შენ ყველას აოცებ ორმაგი თამაშით,
სხვის გულზე ერთობი, ნაკვალევს არა შლი,
ერთის კარებთან თუ აწყობ ღამე იებს,
დღისით მეორეს მიართმევ კამელიებს.
გული წყენას ებრძვის, იაც დამჭკნარია,
დარდიც სევდის ტბაში თითქმის დამღვრჩალია,
ახლა ზაფხულია, სითბო გარეთ მიწვევს,
მეც სხვა მიღიმის და გულიც მისკენ მიწევს.

გიული ჩქარეული
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 17:00 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მაინც ვერაფერს ვეღარ დამიშლი,
სიტყვები შენთვის გავამზიანე,
მე ახლა ქარში თმასაც გავიშლი,
რადგან ნიავზე იეჭვიანე

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:31 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სამყაროს ერთი ნამცეცი, იოტისოდენა წილი,
სულის მტკაველი ნაგლეჯი, ადამიანი ცვილი.
იწვის და დნება ცხოვრება, წამში გარბიან წლები,
და რჩება მხოლოდ ნათება, უკიდეგანო ბნელის.

როგორც პატარა ალი, წამად იელვებს ცაზე,
ღელავს და იწვის ცხოვრება და გვეღვენთება თავზე.
დარჩება მხოლოდ სითბო, მხოლოდ ელვარე მზერა,
მხოლოდ სიცოცხლის ჰანგი და გახსენების ბგერა

თემურ ზაქრაძე
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:33 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალუბლის ხევ...

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამ ყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
ნეტავი მან, მოუცლელი
რომ ჰყუდია ცრემლმდინარი,
ლოცვებს შორის, ხატებს შორის,
ერთხელ მაინც მოგკრა თვალი?
ავია და მწყრალია და
ბერი სოფლის საცდურებთან,
ერთი თვალით, ერთი ფიქრით
ჟამი მისი გაცუდდება.
ცულით ხომ არ გამოგენთო,
მოძალადე რაკი გპოვა,
თუ სარკმელი ამოქოლა
და ბილიკიც მიატოვა.

ალუბლის ხევ, შეპარულო,
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
რომ დაისხი და დამწიფდი,
როგორც ცოდვის სისხლი, მწველად,
ნუთუ ერთიც არ მოგწყვიტა,
და ბაგე არ გაისველა.

ვის უნახავს მონასტერის
კედლებს როგორ შუქით ავსებს,
ხატებს როგორ აელვარებს
ხორციელი სილამაზე...
და რა ძალა უნდა გქონდეს
და რა მტრობა ბევრზე ბევრი,
რომ ცოდვილად დაისახო
ხორციელი უცოდველი.
რომ უდაბნოდ დაისახო
ლურჯი ცა და მწვანე ველი,
და მოჰკვეთო სილამაზე,
ვით ლაშქარი მწვალებელი.

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
წელი მიდის სხვა ათასი
და არ წყდება მაინც დავა,
რატომ უნდათ ერთმანეთი
იმათ, ღმერთმა ვინც ასხვავა.
რატომ ხმება ზეზეულად
უპასუხო სიყვარული
და ყოველწამს რატომ არის
საუკუნო დასასრული.
რად იწყება კვლავ თავიდან
სიყვარული მოძულეთა,
აქ ამბავი არვინ იცის,
ვინც წავიდა, დარჩა ღმერთთან...
ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...

ბესიკ ხარანაული
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:35 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დაცარიელდა მიდამო,
ჩიტი გადიფრენს წივილით,
ჩემს გულში შენი ხატება
გაკრთება ღამის ჩრდილივით,
შემამღვრევს ბლანტი ნაღველი,
რომ ჩემთან აღარ იქნები,
ლიბრი მოედო სარკმელებს,
ჩრდილით გავსილან წიგნები,
დაცარიელდა მიდამო,
დღე იწურება ტკივილით,
ხსოვნაში შენი ხატება
გადიფრენს ღრუბლის ჩრდილივით.

ზაზა თვარაძე
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:42 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ეჰ მე ძალიან ბევრი ვინდომე,
ახლა სინანულს მიტომ ვბარდები,
ასეა ალბათ კვაზიმოდოებს
მუდამ უყვარდათ ესმერალდები.
ახლა ჟამია გულზე მომდგარი,
სულ რომ მენაღვლოს, სულ რომ მედარდოს,
დგას სიყვარული როგორც ნოტრდამი,
უკვაზიმოდოდ... უესმერალდოდ ...

ზეინაბ მეტრეველი
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:58 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები,
ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები.
ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება,
დრო ჩამემსხვრევა თვალში სიზმრებად,
ქარი წამოვა ვით ერთგულება -
და შენსკენ ,მავალს შემეხიზნება.
თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე,
ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით -
თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ,
მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები.
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები.
ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები

თემურ ჩალაბაშვილი
 
ძებნა:

მოგესალმები Гость