ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: შაბ, 26.05.2012, 15:26 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელოვნება და სიყვარული
.
მოსახიბლავი წვეთთა შედნობა
ცით გადმოჰკიდებს მოსაწვევ უწყისს.
ქედთა თხემები ვეღარ მეცნობა...
სილვანუსის ხმა სულს გიდად უძღვის.
.
დაბრმავებული, ხელჯოხით დაჰყავს.
სურთ გადალახვა თალხიან ხევთა.
ქალი, ქარბორბალ–ლექსების ალყას,
ჩუმად, ფრიალო ყორღანში ხევდა!
.
გაშმაგებული უტევდა ზევსი...
შესაგროვებლად რბოდა ''ამური".
თითო სიტყვასაც დასდევდა ხევში,
ნახა ცისკრისაც და ღამ–ღამური...
.
სველ და ნაფლეთთა სიბრალით კვნესდა,
თვალცრემლიანი დგომით მინერვა...
შველა–საშრობად მოიხმეს ვესტა...
ნაშრომებს უწყეს სულის მიბერვა!
.
ე.ძირკვაძე
 
nukriaДата: შაბ, 26.05.2012, 15:27 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სავედრებელი

მიწაო ჩემო ნაწილო უფლისა,
დედაო მარიამ, მზეო ამ ქვეყნისა.
მეოხო წმინდაო, მფარველო მიწისა_
უშველე ტანჯულ ერს, მიწას დავითისა.
ვაი საქართველო გყიდიან ნაჭრებად,
ხოლო ქართველები მიდიან ვასლებად,
ყიდიან ცალკე და ყიდიან ნაკრებად,
იქნებ ბევრს ადარდებ, ვაი რომ ნაკლებად.
მაგრამ სადღაც შორით მოსჩანს კელაპტარი,
მადლობა უფალო, აი საჩუქარი!
რეკავს სამებიდან საუფლო ზარები,
ქრისტე მობრძანდება! გაუღეთ კარები!
იმედი ისახება და გული ახლდება,
რომ საქართველო მალე გაბრწყინდება,
საქართველოს ცა მალე განათდება,
კაცი დაკაცდება, ქალი დაქალდება.

ლაშა გიორგი
 
nukriaДата: შაბ, 26.05.2012, 22:49 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ფურცლების დროში თუ ჩაიქცა ზოგჯერ მელანი,
დროდადრო ცრემლმა თუ დაატყო სისველე ლოყებს,
თუ შენმა მზერამ გაიტაცა ფიქრის მერანი
გულს ნუ დაკუჭავ უსისხლობით, უბრალოდ დრო ყეფს!

ასეა, როცა მოშივდება გრძნობებს წანწალით,
გონება როცა გადახლართავს აზრების თოკებს,
როცა სულ უცხო მოგადგება სევდის სახლ-კარით,
სულს ნუ დათრგუნავ უწმინდობით, უბრალოდ დრო ყეფს!

მერე რა მოხდა, თუ ცხოვრებას მოედო ხავსი,
დროდადრო მზემაც თუ დაატყო სიმშრალე ფორებს,
გთხოვ, გადაივლე ბედნიერი გრძნობების თასი
და გული იგრძნობს რომ უბრალოდ… უბრალოდ დრო ყეფს!

ავტორი: გიორგი ბოგველი
 
nukriaДата: კვ, 27.05.2012, 01:46 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მაისმა იწყო გაგიჟება -
ნერგმა რტოობა...
ჩემი ცხოვრება არის ლექსი
და მარტოობა...
ზეცა თვალს მიკრავს მომღიმარი,
ზღვა იღუშება,
ამ სიმაღლიდან ძირს დაშვება -
მ ე ხ ა მ უ შ ე ბ ა ...
გაუძელ გულო სიყალბეს და
არ დათმო ქნარი,
მძიმე ყოფილა პოეტობა -
პოეტის ჯვარი!.../ბექა სივსივაძე/
 
nukriaДата: კვ, 27.05.2012, 20:21 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი —
იცოდეს ყველამ — შენი ბრალია.
ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია…
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.
ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.
გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია…
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!

ხუტა ბერულავა
 
nukriaДата: კვ, 27.05.2012, 20:25 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"...სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას."


შვილიშვილებს

მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს,
და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს,
ქარს იმ ქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას,
დიდებულია! გარდვიქცევი უცებ წინაპრად.
და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას.
მე წავალ რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.
მე გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით;
მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ!
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.
დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ
ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.
ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერეც
სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ.

რეზო თაბუკაშვილი
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 03:02 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ევას მონოლოგი

ტყისპირს, გათიბულ ღიღილოებში ვწევარ,
მთვარე უცნაურ და უცხო ჩრდილებს ლანდავს...
ცხელი ჩურჩული: „მოხვალ, ძვირფასო ევა?“
და უფრო ცხელი: „უკვე შენთან ვარ, ადამ!“

ბაგეა სველი და სურვილისგან ბრწყინავს,
ეს სარეცელი მინდვრის ბალახით ვკერე...
ოღონდ ნუ მეტყვი, რომ არ გიყვარდი წინათ,-
არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის მერე.

მკვდარ გვირილებზე გასრიალდება გველი
და თივის ზვინზე ჭრელი ლენტივით ცოცავს, -
შენ არ მიბოძე ეს ნეტარება მწველი?!
შენ არ მასწავლე ასე მხურვალე კოცნა?!

თმები ჩაშლილი, როგორც შრიალა ლელი,
მახვილი ბაგე და მკერდი მარმარით თლილი...
ღამე - იმ პირველ ცოდვისნაირად ბნელი,
ღამე -იმ პირველ ცოდვისნაირად ტკბილი.

რა დამავიწყებს მრისხანე ქუხილს -
„ევა!“
ზეციურ ბაღებს, იმათ ხიბლსა და ჯადოს...
ახლა ქალი ვარ...
ახლა დედა ვარ...
„მე“ ვარ
და ამ მშვენიერ სიყვარულისთვის გმადლობთ!
-------
მანანა ჩიტიშვილი
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 03:03 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვილისადმი

თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,
ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.

შენ ჩემს სუყველა იარას შველი,
არა ტკივილი არ გეურჩება
და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით
თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.

ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად
შევყურებ რწმენით, განა - იჭვითა...
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.
==========
მანანა ჩიტიშვილი
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 03:04 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსებს ვკითხულობ

ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,
დამბადე მწყემსად ანდა - ქვითხუროდ,
გთხოვ, მაპატიო, მე როცა მიჭირს,
ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ.

იდგა დარი თუ გრიგალს მივქონდი,
სულ მწამდა, უცხო ნაპირს ვნახავდი,
ვერ დავიურვე მაინც სტრიქონი,
ვერ მოვიხადე ლექსის სახადი.

ნურვინ ჩამითვლის სურვილს აუგად,
მუდამ მლოცველი ვიყავ ამ მიწის,
რა ვქნა, თუ იის ეშხმა დამბუგა,
ბროწეულების ცეცხლში დავიწვი.

ქარი რომ ნისლის ბაირაღს გაშლის,
გულო, დარდით ნუ დამეხურები,
შორს ვარსკვლავები ბრწყინავენ ცაში,
როგორც იესოს ნაფეხურები.

ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,
დამბადე მწყემსად ანდა - ქვითხუროდ,
გთხოვ, მაპატიო, რომ როცა მიჭირს,
ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ.
======
მანანა ჩიტიშვილი
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 15:09 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუსიკა

მოდის მსუბუქად, როგორც ნიავი....
როგორც ჩურჩული - მთვარიან ღამით...
ხელშეუვლები, მაგრამ მდიდარი,
ათასი ფერით, ნოტით თუ გამით...
მოდის შეპარვით, როგორც აჩრდილი,
გელამუნება ღაწვებზე ნაზად,
ჩამოგადნება ფიქრის მანდილად,
შემოგეხვევა გარს, უსურვაზად...
ჩიტივით შეკრავს ცაში ირაოს,
გადასაფრენად ძლიერ ფრთებს გაშლის.
სულზე ჩაგაცმევს ნისლთა ბიალონს,
ან ჩაგაყენებს ღრუბელთა კვალში !..
შემოგატარებს სივრცეს - ფრთაგაშლილს,
ხან აგატირებს, ხან გაგაცინებს...
უკვე წაკითხულ წიგნად გადაგშლის,
ყველა ბარიერს გადაგაცილებს !..
დაგაბზრიალებს...დაგატრიალებს...
გულზე დაგამჩნევს წარუშლელ ნიშანს,
ფუჭი ბზესავით გაგანიავებს,
რომ მერე ისევ ფერფლიდან იშვა !..
მოდის... მოცურავს... მორბის... გრიალებს !
გავიწყებს ყველა დარდსა და ქაოსს.
მზედ აგიყვავებს სულში იარებს
და სიხარულად აგიშლის ტაოს !..
მერე დაცხრება... და დამშვიდდება...
და სიოსავით ცალ სიმზე უკრავს...
იცის, არასდროს გადაჯიშდება,
კაცი - რომელსაც მუსიკა უყვარს.

მარიამ კოზმანიშვილი
 
ძებნა:

მოგესალმები Гость